უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესისა და პროცედურების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესისა და პროცედურების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.

 

ზოგადი რეკომენდაციები


ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ ამჟამინდელმა პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მხოლოდ იმ ოდენობის მოსამართლეები გაამწესოს, რამდენიც საჭიროა სასამართლოს გამართული საქმიანობისთვის. ის თუ რამდენი მოსამართლეა საჭირო უზენაეს სასამართლოში პრობლემების აღმოსაფხვრლეად, შესაძლოა, უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდეს. დანიშნული მოსამართლეების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 20-ს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დასანიშნი მოსამართლეების ნახევარი უნდა გამწესდეს თანამდებობეზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლების პირობებში. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ შენარჩუნდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

მთავარი რეკომენდაციები


მაღალი მოთხოვნა უნდა დაწესდეს ასაკზე, უფრო მეტად უნდა გაესვას ხაზი კანდიდატის გამოცდილებას, მის გადაწყვეტილებებს, შერჩევის კრიტერიუმებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი მრავალფეროვნება;

 

არსებული მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები, უნდა გადაიხედოს. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, მხოლოდ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სამართალწარმოებაში შეიძლება განიხილებოდეს არამოსამართლე კანდიდატად უზენაეს სასამართლოში. ადამიანები ასეთი კვალიფიკაციით არ უნდა იყვნენ იძულებულები ჩააბარონ გამოცდა იმისთვის, რომ დაამტკიცონ, რომ ისინი შეძლებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას;

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს. კანდიდატების კვალიფიკაციაზე ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს. კანდიდატები უნდა შეფასდნენ ქულების მიხედვით;

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არის მოსამართლეობის კანდიდატი, უნდა ირიცხებოდეს ყველა პროცედურისგან, მათ შორის ხმის მიცემა, მოსმენა, ნომინირება და ა.შ;

 

გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებსა და გამორიცხვაზე.





მსგავსი სიახლეები
ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ ახალი წევრების წარდგენას სექტემბრის ბოლოს გეგმავს
"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს, აღმოვუჩინოთ დახმარება"
"სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს"- მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე
საქართველოს საგარეო უწყება სოფელ გუგუტიანთკართან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"200-ზე მეტი ახალი კომპანია არის შექმნილი და 9 ათასზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული ამ პროექტებში"
"საზოგადოებას ვპირდები, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა"
"რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი უმოკლეს ვადებში გაკეთდება, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს კი ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება"
ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს!
მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს დიდგორობა მიულოცა
კახა კალაძემ “ოცნებას” თავი პრემიერად თავად შესთავაზა - ეს ცოტა ხნის წინ “ოცნების” დახურულ შეხვედრაზე მოხდა
„მე არ ვცვლი თქვენ ტერიტორიებს თქვენ გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში“ - რა უპასუხა პუტინმა სააკაშვილის შეთავაზებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
„მერე, ბიძინამ რომ დაუძახა ამათ, ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ მიუცუცქდებოდა პირველი! პარლამენტშიც ხომ ბიძინამ შეათრია და მილიონიც მისცა ამ დავრდომილების ე.წ. პარტიას“
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩარჩი - მან ბოლოს შესაძლოა ბერა დააპატიმროს”
„ერთი კაბა და მძივიღა გაკლია და ხათუნა გოგორიშვილს შენი სახით იდეალური შემცვლელი გამოუჩნდება, თუმცა შენგან განხვავებით. ის ასე ბოღმით არ საუბრობს“
„ესენი არიან ჩამოსაკიდები! რუსეთის სახის შენარჩუნებას შესწირეს ჩვენი მებრძოლები, ჩვენი ხალხი და ჩვენი სოფლები“
„მე მივიღე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, რომელიც დასაბუთებული იყო იურიდიული კომიტეტის დასკვნით“
"მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას" - სალომე ზურაბიშვილი
"ნიკა გვარამიას შესახებ ოპონენტების განცხადებები ყოველთვის შეიცავს პოლიტიკურ ბრალდებებს, მაგრამ იშვიათად საუბრობენ ბრალის კონკრეტულ შემადგენლობაზე"
"სულ უფრო ვუახლოვდებით პრინციპს, რომელიც დავისახეთ, რომ მეტი ნატო ვიხილოთ საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში"