"დაგვჭირდება ამ საკითხის გავლა გუნდთან" - ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების თაობაზე მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ვენეციის კომისიის დასკვნაზე ისაუბრა. მისი თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე ის შეეცდება საკუთარი კოლეგები დაარწმუნოს იმაში, რისიც, შესაძლოა, თავადაც არ სჯეროდეს ბოლომდე.

 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ამ საკითხის გავლა გუნდთან, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და მხოლოდ ამის საფუძველზე შეგვიძლია საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება. ხვალ დილიდან შეხვედრა გაიმართება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, მოხდება უმრავლესობის შეკრება, სადაც ვეცდები, რომ დავარწმუნო ჩემი კოლეგები იმაში, რისიც შეიძლება ბოლომდე მეც არ მჯეროდეს. ვეცდები, დავარწმუნო იმაში, რომ კონტექსტის გათვალისწინებით, საჭიროა გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მან უმრავლესობის წევრები ვერ დაარწმუნოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებაში, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ეს შესაძლებელია. თუმცა მისი თქმით, კანონპროექტის დღევანდელი სახით დამტკიცების შემთხვევაშიც, ის შესაბამისობაში იქნება სამართლებრივ პრინციპებთან.





მსგავსი სიახლეები
ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ ახალი წევრების წარდგენას სექტემბრის ბოლოს გეგმავს
"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს, აღმოვუჩინოთ დახმარება"
"სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს"- მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე
საქართველოს საგარეო უწყება სოფელ გუგუტიანთკართან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"200-ზე მეტი ახალი კომპანია არის შექმნილი და 9 ათასზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული ამ პროექტებში"
"საზოგადოებას ვპირდები, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა"
"რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი უმოკლეს ვადებში გაკეთდება, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს კი ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება"
ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს!
მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს დიდგორობა მიულოცა
კახა კალაძემ “ოცნებას” თავი პრემიერად თავად შესთავაზა - ეს ცოტა ხნის წინ “ოცნების” დახურულ შეხვედრაზე მოხდა
„მე არ ვცვლი თქვენ ტერიტორიებს თქვენ გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში“ - რა უპასუხა პუტინმა სააკაშვილის შეთავაზებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
„მერე, ბიძინამ რომ დაუძახა ამათ, ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ მიუცუცქდებოდა პირველი! პარლამენტშიც ხომ ბიძინამ შეათრია და მილიონიც მისცა ამ დავრდომილების ე.წ. პარტიას“
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩარჩი - მან ბოლოს შესაძლოა ბერა დააპატიმროს”
„ერთი კაბა და მძივიღა გაკლია და ხათუნა გოგორიშვილს შენი სახით იდეალური შემცვლელი გამოუჩნდება, თუმცა შენგან განხვავებით. ის ასე ბოღმით არ საუბრობს“
„ესენი არიან ჩამოსაკიდები! რუსეთის სახის შენარჩუნებას შესწირეს ჩვენი მებრძოლები, ჩვენი ხალხი და ჩვენი სოფლები“
„მე მივიღე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, რომელიც დასაბუთებული იყო იურიდიული კომიტეტის დასკვნით“
"მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას" - სალომე ზურაბიშვილი
"ნიკა გვარამიას შესახებ ოპონენტების განცხადებები ყოველთვის შეიცავს პოლიტიკურ ბრალდებებს, მაგრამ იშვიათად საუბრობენ ბრალის კონკრეტულ შემადგენლობაზე"
"სულ უფრო ვუახლოვდებით პრინციპს, რომელიც დავისახეთ, რომ მეტი ნატო ვიხილოთ საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში"