"ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის"

„წიაღის სექტორი ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა არა მარტო დასაქმების,  არამედ ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის თვალსაზრისითაც", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ წიაღის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ   წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კომპანიის წარმომადგენლებს  გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

 

„სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები და ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიაღის სექტორში წელს დაახლოებით 200 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ, ექსპორტი კი სადღაც 600-დან 700 მლნ დოლარამდე უნდა იყოს. ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი თანხაა, ამიტომ ჩვენ ამ სექტორის განვითარებას  განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ," - აღნიშნა მინისტრმა.

 

გიორგი ქობულიას შეფასებით, ყოველთვის მისასალმებელია ასეთი ტიპის შეხვედრები, რადგან მთავრობა  ბიზნესისგან ბევრ სასარგებლო რეკომენდაციებს იღებს. 

 

„ამ რეკომენდაციებს ჩვენ უახლოეს მომავალში გავითვალისწინებთ - იგი ეხება როგორც ლიცენზირების წესების, ასევე სხვადასხვა მარეგულირებელი და საკანონმდებლო მოცემულობების გამარტივებას, რათა ეს სექტორი გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი უცხოური და ქართული კომპანიებისთვის," - აღნიშნა მინისტრმა.

 

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მხოლოდ 2019 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, წიაღის სექტორში  მობილიზებული  ინვესტიციების მოცულობა 30 250 000 ლარს შეადგენს, რომლის საფუძველზეც შეიქმნება 350-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

 





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 24 მაისის 17:00 საათისთვის
„ადამიანები ქვეყანაში არსებული სიკეთეებით ბოლომდე ვერ სარგებლობენ და რესურსების სამართლიანი განაწილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 23 მაისის 17:00 სათისთვის
"ლარის კურსთან დაკავშირებით არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ეკვილიბრიუმს"
"საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს და კრიტიკა არის იაფფასიანი პოპულიზმი" - პრემიერი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 22 მაისის 17:00 საათისთვის
საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი-ს ახალი ოფისი ყაზბეგის №1-ში მდებარეობს
რატომ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა
„საქართველოს აქვს ტვირთების მოზიდვის პოტენციალი, ,ოღონდ ეს ბიუჯეტის და თითოეული მოქალაქის ხარჯზე არ უნდა მოხდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 მაისის 17:00 საათისთვის
"ხელი მოვაწერეთ ექსპორტის გამარტივების შესაძლებლობას ევროკავშირში" -ნათია თურნავა
ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის გაუფასურების მიზეზს ასახელებს
ქუთაისში, ე.წ მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა იხსნება
„საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ უფრო მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 მაისის 17:00 საათისთვის
"ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს"-ნათია თურნავა
„ელექტრონულად უნდა გვქონდეს სივრცე, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შევა და საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს - ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას გავაკეთებ“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 მაისის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ბაქოში საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019" გაიხსნა