"ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი"- გიორგი გახარია ავტოავარიებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

 

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი  გახარიამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ ავტოსაგზაო  შემთხვევების მაღალ მაჩვენებელსა და მის შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბებზე ისაუბრა.

 

„ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი გახლავთ ის, რომ საზოგადოებას გავაცნოთ, რა მიდგომა უნდა გვქონდეს ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ყველა კვლევით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, საქართველო გზებზე დაკარგული მოსახლეობის რაოდენობით არის ლიდერი, როგორც რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაშიც. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი.


ჩვენ არ ვსაუბრობთ რომელიმე უწყების კარგ ან ცუდ მუშაობაზე, ჩვენ  ვსაუბრობთ კონკრეტულ მიზეზებზე: ეს გახლავთ სიჩქარის გადამეტება, საპირისპირო მოძრაობაზე გამოსვლა, საგზაო ნიშნის მონაცემების არდამორჩილება, სიმთვრალე. ეს არის საზოგადოების საერთო პრობლემა და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თითოეული საზოგადოების წევრის პირდაპირი ვალდებულებაა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და რეალურად შევაფასოთ ის გამოწვევა, რომელიც არის ჩვენს გზებზე.


ვერც ერთი უწყება, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზების დეპარტამენტი, მერია, მარტო ამ პრობლემას ვერავინ მოაგვარებს, რადგან ეს გახლავთ მთლიანად საზოგადოების გამოწვევა. ამ პრობლემის მოგვარებას ცალკე აღებული ვერ უშველის ვერც ტექდათვალიერების გამართული ფუნქციონირება.


2017 წელს, ჩვენს გზებზე იყო  მხოლოდ და მხოლოდ 170 კამერა, დღეს არის 2600, წლის ბოლომდე იქნება 5000. კონტროლის მექანიზმები იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი, სიჩქარის გადაჭარბების სექციური კამერები წლის ბოლომდე დაფარავს საქართველოს გზების  700 კილომეტრს, ჩამოყალიბდა ავტოსაგზაო შემთხვევების სიღრმისეული შესწავლის სისტემა, შავი წერტილების გამოვლენის და მათი გამოსწორების და კიდევ ბევრი რამ,"-განაცხადა გიორგი  გახარიამ.





მსგავსი სიახლეები
„15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია -მიმდინარეობს გამოძიება ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით“
დააკავეს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელი, რომელმაც მოქალაქეს კონდუქტორად დანიშვნისთვის 700 ლარი გამოართვა
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ
26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებიდან 3 - ერთი ოჯახის წევრი, მეოთხე კი მათი ნათესავია
საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინა
პოლიციამ რუსთავში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ის პირი დააკავა, ვინც ორი დღის წინ პარკში ახალგაზრდა ქალს თავს დაესხა
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან მ.შ-ზე პოლიციაში შტყობინება შარშან და შარშანწინაც შევიდა
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას ბრალს დღეს წაუყენებენ
იტალიაში ტურისტულ ავტობუსში მყოფი საქართველოს 8 მოქალაქიდან არცერთი დაშავებულა
გარიგებულ მატჩების საქმეზე ბრალდებულებს სხვადასხვა ბრალი წარედგინათ
არასრულწლოვანმა გოგომ საკუთარი 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა
ცოლის და ორი მცირეწლოვანი შვილის სახლში გამოკეტვის გამო სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სამუშაო ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის დელეგაცია იმყოფებოდა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე
ცივი იარაღის გაყიდვისას, შსს-სთვის მყიდველის შესახებ ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო გახდება
საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ქალზე უცნობმა მამაკაცმა ძალადობა სცადა