„მოგიწოდებთ და გაფრთხილებთ მე, ვასო სოფრომაძე, კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი“

კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„ამ წლის მარტის დასაწყისში, თვენახევრის უკან მე გავაკეთე განცხადება იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი კომპანიის „ფრესკოს“ წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის მიერ. იმის მაგივრად, რომ რეაგირება მოეხდინათ არსზე საქმის, მათ მეორე დღეს დადეს პოსტი. მინდა ამონარიდი წავიკითხო ამ პოსტიდან „ფინანსთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას და ვასილ სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო“.

 

მე რომ არასწორი ინფორმაცია მომეცა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი და ამ განცხადებას ოფიციალურად არ გავაკეთებდი. მე არასოდეს მქონია სურვილი, შემელახა სისტემა და რეპუტაცია. პირიქით, ათასობით ადამიანი მუშაობს თქვენს სამინისტროში, ისევე როგორც სხვა სამინისტროებში, პოლიციაში და სასამართლოებში. რომელიც თავისი შრომით, პროფესონალიზმით, ერთგულებით, წლების განმავლობაში ემსახურებიან საქართველოს. მე მხედველობაში მყავდით მმართველ პარტიის მიერ მოყვანილი ხელმძღვანელები და მათი მლიქვნელები, რომლებიც ფლუგერივით ტრიალებენ, საითაც ქარი დაუბერავს.

 

ისევ მინდა წავიკითხო ამონარიდი თქვენი პოსტიდან. „2018 წლის 20 თებერვალს, თითქმის 14 თვის უკან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა კანონმდებლობის დაცვით, დაიწყო შპს „ფრესკოს“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად შემდგარია შესაბამისი საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც არ ეთანხმება გადამხდელი ამ ეტაპზე და დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის დავების განხილვის საბჭო. შესაბამისად, დავის გარშემო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მიგვაჩნია, რომ შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ბრალდებები სახელმწიფოს მხრიდან მის ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, არის უსაფრუძვლო და დაუსაბუთებელი“.

 

საფუძვლიანი და დასაბუთებულია, იმიტომ რომ უკვე 6 თვის განმავლობაში არ ატარებთ ამ აქტის განხილვას. არც თვენახევარი არ გეყოთ ამ გამოსვლიდან იმისათვის, რომ ეს აქტი განგეხილათ. არც დღეს არ არის განხილული ეს აქტი. და იცით რატომ?!! ორი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ არ იცით რა თქვათ. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა არ გამოიყენება. ის, რაც თქვენ დაწერეთ, ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსს. გარდა ამისა, თქვენ ამ ხნის განმავლობაში ეძებთ ნეგატივს, კომპრომატს და ამ თვენახევრის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდით, კომისია არ დარჩენილა , რომ ჩემი კომპანია არ შეემოწმებინა. მე მოვითხოვ, მათ შორის სურსათის ეროვნული სააგენტოდან, დადონ შემოწმების აქტი, გაასაჯაროეთ და მადლობა გადაუხადეთ კომპანიას კეთილსინდისიერი მუშაობისთვის. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ გინდათ ჩირქი მოგცხოთ, შავი პიარი ჩაატაროთ და ერთ-ერთი წამყვანმა ტელევიზია, ჩემთვის წამყვანი არ არის, მაგრამ შეეცადა ისევ აეგორებინა შავი პიარი თუ როგორ უსამართლოდ ვექცევით ჩვენს თანამშრომლებს, მაგრამ ისეთი უნიათოები ხართ, იმის გადამოწმებაც ვერ შეძელით, რომ ვინც თქვენთან მოვიდა ჩვენს საწინააღმდეგოდ, ამ ხალხს „ფრესკომ“ შეუტანა სასამართლოში საჩივარი. მოიგო სასამართლო ცილისწამებისათვის და დღესაც ბოდიში არ აქვთ მოსახდელი მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა. სახელწიფო არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვერ აიძულებს ამ ხალხს ბოდიშის მოხდას და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ მე ამ ხნის განმალობაში, 15 მილიონ დოლარიანი პროექტი. 15 მილიონი დოლარი არ შემოვა სახელმწიფოში, არ იქნება გახსნილი 120 სამუშაო ადგილი, მილიონობით ლარი არ შევა საქართველოს ბიუჯეტში, იმიტომ, რომ მე ვერ ვუხსნი ჩვენ კომპანიონებს, თანაინვესტორებს, რა ჩაიდინა „ფრესკომ“ ასეთი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, დღესაც დავა აქვს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურთან და ამ ყველაფრის ფონზე წავაწყდი მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენისადმი მიძღვნილ ღია წერილს.

 

მინდა ამონარიდი წაგიკითხოთ - "მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ 6 წლის მანძილზე რეგიონალური თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევის ფონზე რეალური შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა" - სიტყვები არ მყოფნის ამის კომენტირებისთვის, საჯარო სიტყვები არ მყოფნის, ეთერში და სივრცეში რომ წარმოითქმება, ის სიტყვები არ მყოფნის, სხვა სიტყვები მოდის თავში. "ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისასთვის", - აგრძელებს თავის წერილში ვინმე ბიძინა ივანიშვილი, "რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა და ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო". ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ინვესტიციები მოგვეზიდა ამ შვიდი წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვარ. ათასობით სამუშაო ადგილი შევქმენით, ათეულობით მილიონი ლარი შევიტანეთ სახელმწიფოს ბიუჯეტში. როდესაც ყველაფერ ამას უყურებ მართლა გახსენდება ჩემთვის საყვარელი მუხრან მაჭავარიანის სიტყვები "თავმჯდომარე კურატორებს უხმობს სიით და ყოველგვარი ხათრის, განსწავლულის ეს რა ვნახე პრეტენზიით, ტრიბუნაზე უწიგნური ადის", - უნდა დამთავრდეს უწიგნურების ეპოქა.

 

კიდევ უფრო შორს წავიდა ქალაქის მერია. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ განვითარებისთვისო, მაგრამ როგორ უნდა განვვითარდეთ ჩვენ, როდესაც ჩვენი კომპანია აპირებს დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ჩვენი ახალი სუპერმარკეტის აშენებას და როდესაც ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მომდის წერილი და რეკომენდაციის სახით გვირჩევენ ვიყიდო ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი. თქვენ ამას განვითარებას ეძახით? ეს არის ის, რაც თქვენ საქართველოს ეკონომიკაში გააკეთეთ? ბატონებო, შარვლებიდან რომ არ ამოხტეთ თქვენს კაბინეტებში, ეს არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება 4443499 პუნქტი 3 - წაიკითხეთ რას წერთ და როგორ ექცევით ბიზნესს. და მინდა ისევ მოვუხმო ჩემს საყვარელ მუხრან მაჭავარიანს და ერთი ორი სტროფი შეგახსენოთ ჯერ კიდევ 35 წლის წინ დაწერილი ლექსიდან - "თავმჯდომარე კურატორებს უხმობს სიით და ტყუილში ქურციკივით მარდი ქველმოქმედის დავიღუპეთ პრეტენზიით, ტრიბუნაზე მატრაბაზი ადის და გექნებათ შენიშნული ალბათ, როცა ხდება ჩაწყობები კარტის, ზოგიერთი, ვინც ვერ უძლებს ამას, დარბაზიდან ფეხაკრეფით გადის". მინდა გითხრათ, არც ფეხაკრეფით და არც კარების გამოჯახუნებით მე ამ ქვეყნიდან არ წავალ

 

მე აქ ვდგავარ, აქ ვარ, აქ ვმუშაობ და აქ ვიქნები. და ბოლოს, მოგიწოდებთ დაბრუნდით სამართლებრივ სივრცეში, არ მოაწეროთ ხელი უკანონო აქტებს. მოგიწოდებთ და გაფრთხილებთ მე, ვასო სოფრომაძე, ვინც ხელს მოაწერს ამ უკანონო აქტებს, გდევნიდეთ იქნება. იმიტომ, რომა ასეთი ხალხი არ უნდა მუშაობდნენ საჯარო სამსახურში და არ უნდა ანგრევდეს ქვეყნის ეკონომიკას", - განაცხადა ვიდეო მიმართვაში ვასილ სოფრომაძემ.





მსგავსი სიახლეები
ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ ახალი წევრების წარდგენას სექტემბრის ბოლოს გეგმავს
"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს, აღმოვუჩინოთ დახმარება"
"სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს"- მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე
საქართველოს საგარეო უწყება სოფელ გუგუტიანთკართან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"200-ზე მეტი ახალი კომპანია არის შექმნილი და 9 ათასზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული ამ პროექტებში"
"საზოგადოებას ვპირდები, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა"
"რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი უმოკლეს ვადებში გაკეთდება, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს კი ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება"
ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს!
მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს დიდგორობა მიულოცა
კახა კალაძემ “ოცნებას” თავი პრემიერად თავად შესთავაზა - ეს ცოტა ხნის წინ “ოცნების” დახურულ შეხვედრაზე მოხდა
„მე არ ვცვლი თქვენ ტერიტორიებს თქვენ გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში“ - რა უპასუხა პუტინმა სააკაშვილის შეთავაზებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
„მერე, ბიძინამ რომ დაუძახა ამათ, ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ მიუცუცქდებოდა პირველი! პარლამენტშიც ხომ ბიძინამ შეათრია და მილიონიც მისცა ამ დავრდომილების ე.წ. პარტიას“
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩარჩი - მან ბოლოს შესაძლოა ბერა დააპატიმროს”
„ერთი კაბა და მძივიღა გაკლია და ხათუნა გოგორიშვილს შენი სახით იდეალური შემცვლელი გამოუჩნდება, თუმცა შენგან განხვავებით. ის ასე ბოღმით არ საუბრობს“
„ესენი არიან ჩამოსაკიდები! რუსეთის სახის შენარჩუნებას შესწირეს ჩვენი მებრძოლები, ჩვენი ხალხი და ჩვენი სოფლები“
„მე მივიღე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, რომელიც დასაბუთებული იყო იურიდიული კომიტეტის დასკვნით“
"მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას" - სალომე ზურაბიშვილი
"ნიკა გვარამიას შესახებ ოპონენტების განცხადებები ყოველთვის შეიცავს პოლიტიკურ ბრალდებებს, მაგრამ იშვიათად საუბრობენ ბრალის კონკრეტულ შემადგენლობაზე"
"სულ უფრო ვუახლოვდებით პრინციპს, რომელიც დავისახეთ, რომ მეტი ნატო ვიხილოთ საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში"