პროკურატურა ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა გარდაცვლილ ზვიად მთავრიშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომლის ოჯახის წევრები პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ, განცხადებას ავრცელებს:

 

„ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო 2019 წლის 1 აპრილს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

„2019 წლის 22 მარტს ზვიად მთავრიშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც დასთან - მარინე მთავრიშვილთან კონფლიქტის დროს მისმა არასრულწლოვანმა დისშვილმა 112-თან დაკავშირების შედეგად სამართალდამცავების დახმარება ითხოვა. მარინე მთავრიშვილმა პოლიციელების მიმართ პრეტენზია ძმასთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტიდან 10 დღის შემდეგ გამოთქვა. მან 30 მარტს განაცხადა, რომ გურჯაანის რაიონული სამმართველოს კაჭრეთის განყოფილების თანამშრომლებმა ზვიად მთავრიშვილს 22 მარტს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მას დაეწყო თავის ტკივილები, 30 მარტს კი იგი გონების დაკარგვის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მარინე მთავრიშვილის განმარტებით, მისი ძმა იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული.

 

პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვიდან 10 დღის შემდგომ, მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო, ზვიად მთავრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამართალდამცავებმა მისი გამოკითხვა ვერ შეძლეს. 2019 წლის 15 აპრილს ზვიად მთავრიშვილი გარდაიცვალა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
„15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია -მიმდინარეობს გამოძიება ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით“
დააკავეს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელი, რომელმაც მოქალაქეს კონდუქტორად დანიშვნისთვის 700 ლარი გამოართვა
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ
26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებიდან 3 - ერთი ოჯახის წევრი, მეოთხე კი მათი ნათესავია
საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინა
პოლიციამ რუსთავში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ის პირი დააკავა, ვინც ორი დღის წინ პარკში ახალგაზრდა ქალს თავს დაესხა
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან მ.შ-ზე პოლიციაში შტყობინება შარშან და შარშანწინაც შევიდა
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას ბრალს დღეს წაუყენებენ
იტალიაში ტურისტულ ავტობუსში მყოფი საქართველოს 8 მოქალაქიდან არცერთი დაშავებულა
გარიგებულ მატჩების საქმეზე ბრალდებულებს სხვადასხვა ბრალი წარედგინათ
არასრულწლოვანმა გოგომ საკუთარი 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა
ცოლის და ორი მცირეწლოვანი შვილის სახლში გამოკეტვის გამო სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სამუშაო ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის დელეგაცია იმყოფებოდა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე
ცივი იარაღის გაყიდვისას, შსს-სთვის მყიდველის შესახებ ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო გახდება
საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ქალზე უცნობმა მამაკაცმა ძალადობა სცადა