„მე დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, რომ საქმე ამოსული იყო უზენაეს სასამართლოში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე“

ლევან მურუსიძის თქმით, მან სანდრო გირგვლიანი საქმესთან დაკავშირებით, კანონის ფარგლებში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

 

„როდესაც საუბრობენ სისტემის მსხვერპლზე, გულისხმობენ სანდრო გირგვლიანის საქმეს. მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, რომ ამ საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა და უნდა განმეხილა. საბოლოო ჯამში, მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით. უბრალოდ საბოლოო ჯამში, საუბრობენ იმაზე, რომ ლევან მურუსიძეს უნდა ჩაედინა გმირობა და ან მანტია უნდა გაეხადა პროტესტის ნიშნად, ან სხვა მოქმედება განეხორციელებინა. კი ბატონო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა ან უნდა ჩამედინა, ან არ უნდა ჩამედინა. ეს საკამათო თემაა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, რომ საქმე ამოსული იყო უზენაეს სასამართლოში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობდა ბრალდების მხარის საჩივარი. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მივიღეთ. სხვათ აშორის, 3 წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორს მოვუწოდებ, რომ ჩადგნენ ლევან მურუსიძის მდგომარეობაში, იმ ვითარებაში, რაშიც მაშინ ვიყავი, დაწერონ გადაწყვეტილება და ისე შევაფასოთ მერე“, - განაცხადა მურუსიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“.

 

წამყვანის კითხვაზე, ლევან მურუსიძეს რა უშლიდა ხელს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში არსებული ხარვეზების შესახებ ეთქვა, როცა მისი ოჯახი სამართალს ვერ პოულობდა, მურუსიძემ განაცხადა: „სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს იმ პირის საქმე, რომელიც პასუხისგებაში არ არის მიცემული პროკურატურის მიერ“.





მსგავსი სიახლეები
"ლოგიკურია ვთქვათ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება" - ბიძინა გეგიძე
ოზურგეთში ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს
მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს - ბელორუსის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ერთი კი დაშავებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა
სკანდალური მოწმის აღიარება: მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინა და თორმეტი პირი დააკავა
„გამოძიება კეზერაშვილის კვალზე გავიდა - ყოფილ მაღალჩინოსანზე სისხლის სამართლის დევნას ისრაელი აგრძელებს “
„განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა“
"არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ"
ია კიწმარიშვილმა სასამართლოში „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
ქუთაისის ციხეში პატიმარი, ისრაელის მოქალაქე მამაკაცი გარდაიცვალა
დეტალები, რომლის შესახებ არც გვარამია და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ – როგორ მდიდრდებოდნენ რ2-ის სახელით
ნიკა გვარამიამ პროკურორების - ზვიად გუბელაძის და ვანო ოქროპირიძის აცილება მოითხოვა
რაც უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა“
„ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი - პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ, დაუწერეს“
„პირდაპირ გიცხადებთ, აღკვეთის ღონისძიებას არ დავემორჩილები, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი“
ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს