„რატომ დაინტერესდნენ ეს ადამიანები 13 წლის შემდეგ ჩემი დაკითხვით - მე აუცილებლად მივიღებ ამ გამოწვევას და შემდეგ განცხადებებში ვიქნები უფრო ადეკვატური“

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრი, ჯაბა ჯიშკარიანი, თბილისის პროკურატურაში, ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაიკითხა. როგორც ჯიშკარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკითხვაზე, პროკურატურის გამომძიებლების მხრიდან დასმული ძირითადი კითხვები მისი და ზურაბ ვაზაგაშვილის ურთიერთობას ეხებოდა. ჯიშკარიანი, ე.წ. კორტების საქმეზე, მომხდარიდან 13 წლის შემდეგ დაბარებას, ხელისუფლების მხრიდან გამოწვევად აფასებს.

 

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაინტერესდნენ ეს ადამიანები 13 წლის შემდეგ ჩემი დაკითხვით, 13 წლის განმავლობაში, ჩვენ აქტიურად ვაჟღერებდით ამა თუ იმ დარღვევების შესახებ არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და 13 წლის განმავლობაში, ყურს არ იბერტყავდა პროკურატურა. დღეს კი დადგა ჩემი გამოკითხვის აუცილებლობა. მათ ჩემი დაბარების მიზეზად განმიმარტეს, რომ ეს იყო დამნაშავე გიორგი ცააძის წერილი. გიორგი ცააძეს ბრალად ედება ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა. სწორედ პატიმარმა გიორგი ცააძემ გააგზავნა წერილი და თქვა, რომ ეს ახალი გარემოება არისო. როდის ერთხელ გახდა გიორგი ცააძის წერილი ახალი გარემოება, არ მესმის და სწორედ ამასთან დაკავშირებით გამომკითხეს. უშუალოდ კითხვებს რაც შეეხება, ეს იყო: საიდან ვიცნობდი ზურა ვაზაგაშვილს, როდის გავიცანი ეს ადამიანი, როგორი ურთიერთობა მქონდა ბატონ იური ვაზაგაშვილთან და ბოლოს, საიდან მქონდა ეს ინფორმაცია. მე არ მითქვამს, რომ ყურმოკრული ინფორმაცია მქონდა. ვუთხარი, რომ ყველა ამ კამპანიის, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ რეალური გამოძიება დამდგარიყო ვაზაგაშვილის საქმეზე, ლიდერი და სულისჩამდგმელი ვიყავი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც აწარმოებდა ამ ბრძოლას 2006-დან 2012 წლამდე და შემდეგაც. სწორდ ამასთან დაკავშირებით იყო ჩემი პროტესტი, როდესაც დალაქიშვილი დანიშნეს ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსად“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

 

ჯაბა ჯიშკარიანი ხელისუფლებას და პროკურატურას ურჩევს, იმ საქმეებით დაინტერესდნენ, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია. „პროკურატურას და იმ გუნდს, ვინც ხელისუფლებაშია, ვურჩევ, რომ იმით კი არ დაინტერესდნენ ვინმე ჯალათი რით ახირდება და რას მოითხოვს, იმით დაინტერესდნენ ათი ათასობით საქმე რომ აქვთ შემოდებული თაროზე. მე არ მომწონს, რომ ვსაუბრობ ხელისუფლების ამ გამოწვევაზე. მე პირადად, გამოწვევას დავარქმევდი ამას ხელისუფლების მხრიდან. მე აუცილებლად მივიღებ ამ გამოწვევას და შემდეგ განცხადებებში ვიქნები უფრო ადეკვატური მათ ქმედებებთან. როგორი კითხვაც იქნება მათი მხრიდან, ისეთი პასუხი იქნება ჩემი მხრიდანაც“, - განაცხადა ჯიშკარიანმა „ინტერპრესნიუსთან“.

 

ცნობისთვის, ჯაბა ჯიშკარიანი დაკითხვაზე სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიბარეს, რომლის მიხედვით, „ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელი გიგი დალაქიშვილი 2013 წელს შს ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა და იმავე წელს გაათავისუფლა“.





მსგავსი სიახლეები
"ლოგიკურია ვთქვათ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება" - ბიძინა გეგიძე
ოზურგეთში ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს
მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს - ბელორუსის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ერთი კი დაშავებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა
სკანდალური მოწმის აღიარება: მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინა და თორმეტი პირი დააკავა
„გამოძიება კეზერაშვილის კვალზე გავიდა - ყოფილ მაღალჩინოსანზე სისხლის სამართლის დევნას ისრაელი აგრძელებს “
„განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა“
"არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ"
ია კიწმარიშვილმა სასამართლოში „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
ქუთაისის ციხეში პატიმარი, ისრაელის მოქალაქე მამაკაცი გარდაიცვალა
დეტალები, რომლის შესახებ არც გვარამია და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ – როგორ მდიდრდებოდნენ რ2-ის სახელით
ნიკა გვარამიამ პროკურორების - ზვიად გუბელაძის და ვანო ოქროპირიძის აცილება მოითხოვა
რაც უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა“
„ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი - პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ, დაუწერეს“
„პირდაპირ გიცხადებთ, აღკვეთის ღონისძიებას არ დავემორჩილები, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი“
ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს