„მიმდინარე გამოძიების მასალის გასაცნობად საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა შესთავაზა“

საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა ბაჩანა შენგელიას სთავაზობს მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, სადაც მას შეხვდებიან საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელები, სრულად გააცნობენ საქმის მასალებს და მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ:

 

„2018 წლის ნოემბერში, ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მასალის გასაცნობად საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა შესთავაზა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა ბაჩანა შენგელიას სთავაზობს მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, სადაც მას შეხვდებიან საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელები, სრულად გააცნობენ საქმის მასალებს და მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

 

2018 წლის ნოემბერში, ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე გამოკითხულ მოწმეებს შორის არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტები, ასევე სკოლის პედაგოგები და სხვა პერსონალი. გამოკითხულია ბაჩანა შენგელიას მიერ დასახელებული მისი ახლო ნათესავები, რომლებიც, მისივე განმარტებით, ფლობდნენ საქმეზე გარკვეულ ინფორმაციას. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა.

 

გამოძიების ფარგლებში განხორციელებულია სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე, სრულყოფილად ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
"ლოგიკურია ვთქვათ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება" - ბიძინა გეგიძე
ოზურგეთში ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს
მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს - ბელორუსის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ერთი კი დაშავებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა
სკანდალური მოწმის აღიარება: მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინა და თორმეტი პირი დააკავა
„გამოძიება კეზერაშვილის კვალზე გავიდა - ყოფილ მაღალჩინოსანზე სისხლის სამართლის დევნას ისრაელი აგრძელებს “
„განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა“
"არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ"
ია კიწმარიშვილმა სასამართლოში „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
ქუთაისის ციხეში პატიმარი, ისრაელის მოქალაქე მამაკაცი გარდაიცვალა
დეტალები, რომლის შესახებ არც გვარამია და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ – როგორ მდიდრდებოდნენ რ2-ის სახელით
ნიკა გვარამიამ პროკურორების - ზვიად გუბელაძის და ვანო ოქროპირიძის აცილება მოითხოვა
რაც უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა“
„ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი - პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ, დაუწერეს“
„პირდაპირ გიცხადებთ, აღკვეთის ღონისძიებას არ დავემორჩილები, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი“
ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს