კვიპროსის პრეზიდენტის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით გამართულ ვახშამს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ

კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისისა და პირველი ლედის ანდრი ანასტასიადისის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა. ოფიციალურ ვახშამს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ. როგორც სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ჩვენთან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი. საქართველოში ეს ტრადიცია აქამდე არ გვქონია და ვიმედოვნებ, რომ დღეიდან ჩვენ მას საფუძველს ჩავუყრით.

 

საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა ქართველი და კვიპროსელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს. ,,კვიპროსი ქართველებისთვის, პირველ რიგში, იყო გზა წმინდა მიწისკენ. ნიშანდობლივია, რომ არსებობს ცნობილი ლეგენდაც, რომელიც აღწერს ჩვენი დიდი მეფის - თამარის ვაჟის, ლაშა-გიორგის მოგზაურობას კვიპროსის გავლით წმინდა მიწისკენ. ამ გზამ ქართველები და კვიპროსელები ისე დაგვაახლოვა, რომ ჩვენ საიმედო მეგობრები გავხდით და ისტორიის არც ერთ ეტაპზე ამ ურთიერთობას ბზარი არ შეჰპარვია.კვიპროსის ღალიის ქართველთა მონასტერი, რომლითაც ქართველებიც და კვიპროსელებიც ასე ვამაყობთ, ჩვენი დიდი მეგობრობის სიმბოლოა. ღალიის არქეოლოგიური გათხრები, კონსერვაცია და, ბოლოს, მისი კვიპროსის ტურისტულ მარშრუტში ჩასმა მოწმობს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ქართული კულტურული მემკვიდრეობა თქვენთვის, რამდენად აფასებთ მის მნიშვნელობას. თანამშრომლობის ის დონე, რაც ზოგადად, ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებობს, სრულიად განსაკუთრებულია. ეს მზრუნველობა, ისტორიულად, ორმხრივი იყო. ქართველთა მეფე - ერეკლე მეორე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა კიკოსის მონასტრის მიმართ.

 

საამაყოა, რომ ამ ღრმა ურთიერთობას დრო ვერაფერს აკლებს, - ორი წლის წინ დაიწყო არქეოლოგიური გათხრები სოფლებში - ალამინოსსა და სოფტადესში. ისინი, ისტორიული წყაროების მიხედვით, ქართულ ძეგლებად მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ ეს გათხრები ქართული არქეოლოგიური მისიების მიერ მიმდინარეობს და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გითხრათ ამ ჟესტისთვის. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, რომ კვიპროსის სამთავარეპისკოპოსომ და თავისი გადაწყვეტილებებით, ხელისუფლებამ საქართველოს საპატრიარქოს სამონასტროდ, სრულ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადასცეს 13 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კვიპროსის აგია-მარინაში. ეს ისტორიული ფაქტია, რისთვისაც ძალიან მადლობელნი ვართ. ასევე, აუცილებად უნდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირდა, წალკაში უწყლობის პრობლემის გადაჭრაში დიდი დახმარება გაგვიწია ბატონმა გეორგიუს იაკოვუმ. ბატონი გეორგიუსი მაშინ ხელმძღვანელობდა ყოველთა ბერძენთა საერთაშორისო ფონდს. მისივე მხარდაჭერით თბილისში გაიხსნა უფასო სამედიცინო დაწესებულება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს მაშინ ფასდაუდებელი ჰუმანიტარული აქცია იყო. ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ საუკუნეებგამოვლილი ეს იშვიათი ურთიერთპატივისცემა. მჯერა, რომ ამ ურთიერთობას, ერთმანეთის უანგარო მხარდაჭერას თაობები გააგრძელებენ, რადგან მას ძალიან ძლიერი საძირკველი აქვს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში! გისურვებთ მშვიდობასა და დიდ წარმატებებს! გთავაზობთ ქართველი და კვიპროსელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელოს!“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





მსგავსი სიახლეები
„პირველად მყავდით ეთერში, მით უმეტეს, ამ დოზით და უცნაური რესპონდენტი აღმოჩნდით, ჩხუბის განწყობაზე არ დავმდგარვარ“
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
ღია წერილი ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს კოჰაბიტირებულ პოლიტ-ელიტას
"თუ ბიძინას დამარცხება და შავგულიძის მხარდაჭერა გსურთ, ბატონო პრეზიდენტო, – ჩუმად ბრძანდებოდეთ - 2008 წელს, ტოქსიკურად მიჩნეული ფიგურები კახა ბენდუქიძე, გიგა ბოკერია გაჩუმდნენ“
„ძალიან მაკვირვებს ადამიანების დამოკიდებულება „ევროპული საქართველოსადმი“ - „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ე.წ. დანაყოფში არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივი რეჟიმის იდეოლოგები იყვნენ – ბოკერია, ბაქრაძე, უგულავა“
„რატომ უნდა დავაბრუნოთ სააკაშვილი? მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია“
„ისტორიას, ალბათ, არც ახსოვს, ამისთანა სამარცხვინო ოჯახს ემართოს რომელიმე ქვეყანა“
„გვქონდა შეხვედრა ბატონ ელისაშვილთან და მისი სურვილი იყო, არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში და დაგვეჭირა მხარი მის მიერ შერჩეული კანდიდატისთვის“
„პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოიკრიფონ ძალ-ღონე, გადალახონ კონფორმიზმის ზღურბლი და მიიღონ სასწრაფოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება!“
„მიხეილ სააკაშვილი გაწიეს და ის ახლა ცდილობს მაქსიმალური რადიკალიზაციით, ისევ შემოვიდეს პოლიტიკაში“
„დიდი განხეთქილება სექტაში - გვარამიამ ერთმორწმუნეთა საზოგადოებაში შემოაგდო იდეა, რომ სააკაშვილი ბელადი არ არის, როგორც ბრმადმორწმუნე მიშისტებს ჰგონიათ, არამედ, პოლიტიკური ლიდერია“
„მოსახლეობის უმრავლესობა ცუდი ვითარების გამომსწორებელს ოპოზიციაში ვერ ხედავს - ამიტომ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მმართველ გუნდს დაუჭერდა მხარს“
ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს
"31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც ბუნებრივია, მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას"
უკრაინაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა
„აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წელს დავტოვე იმ მიუღებელი პოზიციების გამო, რომელიც ჰქონდათ პარტიის მაშინდელ ლიდერებს - ვშიშობ, შეშფოთების საგანი ისევ ძალაშია“
"იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმებით მიაღწია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია"
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე შიდა დაპირისპირებაა" - მამუკა მდინარაძე
შემცირდა თუ არა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა