„შალვა შავგულიძე ტორტითა და შამპანურით ხელში გირგვლიანის საქმის შემოქმედების, სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს დადგა“

 

შალვა შავგულიძე, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, გაშიფრა მისმა გადაწყვეტილებამ, როდესაც ის დადგა სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს და დაიწყო შეტევა ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

 

,,მე მგონი, ეს კამპანია ორი პარალელური პროცესია და ჩემი აზრით, აქ კამპანიას ,,ქართული ოცნების” წინააღმდეგ აწარმოებენ და თუ ,,ქართულ ოცნებას” უწევს საკუთარი ეთიკის, მორალის, კანონიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში უსინდისო შეტევებზე პასუხის გაცემა, ეს არის მხოლოდ რეაქცია. ამაზე არავინ არავის თავს არ ესხმის. თავს ესხმიან ,,ქართულ ოცნებას”. რეალურად შალვა შავგულიძე არ გაუშიფრავს ბიძინა ივანიშვილს. შალვა შავგულიძე, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, გაშიფრა მისმა გადაწყვეტილებამ, როდესაც ის დადგა სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს და დაიწყო შეტევა ხელისუფლებაზე. ეს ახლა ისეთი ცხადი ამბავია, რომ ამას არც ჩემი კომენტარი, არც ბიძინა ივანიშვილი არ სჭირდება. მე მგონი, ადამიანი არ არის საქართველოში, ვინც თვალყურს ადევნებდა ზოგადად პოლიტიკას, იცის, რა არის გირგვლიანის საქმე, იცის, ვინ არის გირგვლიანის საქმის შემოქმედები, როდესაც ამ შემოქმედთა გვერდით ხელში შამპანურით და ტორტით დაინახა შალვა შავგულიძე, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად და ქართველი ხალხის სახელით გვეგულებოდა სამართლიანობის სიმართლის სადარაჯოზე, როდესაც ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური კანიბალები, ვეგეტარიანიზმს ქადაგებენ და ასე ესხმიან თავს ხელისუფლებას ." - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა





მსგავსი სიახლეები
„პირველად მყავდით ეთერში, მით უმეტეს, ამ დოზით და უცნაური რესპონდენტი აღმოჩნდით, ჩხუბის განწყობაზე არ დავმდგარვარ“
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
ღია წერილი ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს კოჰაბიტირებულ პოლიტ-ელიტას
"თუ ბიძინას დამარცხება და შავგულიძის მხარდაჭერა გსურთ, ბატონო პრეზიდენტო, – ჩუმად ბრძანდებოდეთ - 2008 წელს, ტოქსიკურად მიჩნეული ფიგურები კახა ბენდუქიძე, გიგა ბოკერია გაჩუმდნენ“
„ძალიან მაკვირვებს ადამიანების დამოკიდებულება „ევროპული საქართველოსადმი“ - „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ე.წ. დანაყოფში არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივი რეჟიმის იდეოლოგები იყვნენ – ბოკერია, ბაქრაძე, უგულავა“
„რატომ უნდა დავაბრუნოთ სააკაშვილი? მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია“
„ისტორიას, ალბათ, არც ახსოვს, ამისთანა სამარცხვინო ოჯახს ემართოს რომელიმე ქვეყანა“
„გვქონდა შეხვედრა ბატონ ელისაშვილთან და მისი სურვილი იყო, არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში და დაგვეჭირა მხარი მის მიერ შერჩეული კანდიდატისთვის“
„პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოიკრიფონ ძალ-ღონე, გადალახონ კონფორმიზმის ზღურბლი და მიიღონ სასწრაფოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება!“
„მიხეილ სააკაშვილი გაწიეს და ის ახლა ცდილობს მაქსიმალური რადიკალიზაციით, ისევ შემოვიდეს პოლიტიკაში“
„დიდი განხეთქილება სექტაში - გვარამიამ ერთმორწმუნეთა საზოგადოებაში შემოაგდო იდეა, რომ სააკაშვილი ბელადი არ არის, როგორც ბრმადმორწმუნე მიშისტებს ჰგონიათ, არამედ, პოლიტიკური ლიდერია“
„მოსახლეობის უმრავლესობა ცუდი ვითარების გამომსწორებელს ოპოზიციაში ვერ ხედავს - ამიტომ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მმართველ გუნდს დაუჭერდა მხარს“
ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს
"31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც ბუნებრივია, მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას"
უკრაინაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა
„აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წელს დავტოვე იმ მიუღებელი პოზიციების გამო, რომელიც ჰქონდათ პარტიის მაშინდელ ლიდერებს - ვშიშობ, შეშფოთების საგანი ისევ ძალაშია“
"იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმებით მიაღწია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია"
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე შიდა დაპირისპირებაა" - მამუკა მდინარაძე
შემცირდა თუ არა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა