საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის, ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შედგა.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები   ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს - ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორს, იგორ მარშალოვს და ამავე სამსახურის წარმომადგენლებს - დიმიტრი დიაგილევს და ვიქტორ ბოგომაზოვს შეხვდნენ.

 

ბელარუსის დელეგაციას ქართველი კოლეგები გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მასპინძლობდნენ. მემორანდუმი მოიცავს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის გამოცდილების გაზიარებას საფინანსო  - ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის აღკვეთა-გამოვლენა, გამოძიების მიმართულებით. 

 

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს  დანაშაულის გამოვლენის პრაქტიკული საკითხები გაუზიარეს. ასევე, იმსჯელეს დანაშაულის აღკვეთა - გამოვლენის პროცესში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მეთოდოლოგიაზე, გადასახადისათვის თავის არიდების სქემების, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დანაშაულის გამოვლენის, აქციზური საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთის, ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. 

 

“საგამოძიებო სამსახურში ჩვენი ბელარუსი კოლეგების სამუშაო ვიზიტის მიზანია საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა. საუბარი ასევე შეეხო  ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით სამსახურის ეფექტიან საქმიანობას.” – განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

 

„მინდა აღვნიშნო იმ ურთიერთთანამშრომლობის მაღალი სტანდარტის თაობაზე, რომელიც გვაქვს საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა. დღეს განვიხილეთ ის საკითხები, რომლებზედაც შემდგომი თანამშრომლობა გაგრძელდება. კოლეგა უწყებებს მსგავსი უფლებამოსილებები გააჩნია. ამდენად, ჩვენთვის საინტერესოა ის პრევენციული ღონისძიებები, რომელსაც საგამოძიებო სამსახური ახორციელებს“ -  აღნიშნა იგორ მარშალოვმა.

 

შეხვედრაზე კოლეგებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრის შემდგომ, საგამოძიებო სამსახურის წარმომდგენლებმა სტუმრებს სპეციალური დანიშნულების რაზმის შენობა და  საწვრთნელი ბაზა დაათვალიერებინეს.

 





მსგავსი სიახლეები
"ლოგიკურია ვთქვათ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება" - ბიძინა გეგიძე
ოზურგეთში ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს
მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს - ბელორუსის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ერთი კი დაშავებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა
სკანდალური მოწმის აღიარება: მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინა და თორმეტი პირი დააკავა
„გამოძიება კეზერაშვილის კვალზე გავიდა - ყოფილ მაღალჩინოსანზე სისხლის სამართლის დევნას ისრაელი აგრძელებს “
„განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა“
"არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ"
ია კიწმარიშვილმა სასამართლოში „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
ქუთაისის ციხეში პატიმარი, ისრაელის მოქალაქე მამაკაცი გარდაიცვალა
დეტალები, რომლის შესახებ არც გვარამია და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ – როგორ მდიდრდებოდნენ რ2-ის სახელით
ნიკა გვარამიამ პროკურორების - ზვიად გუბელაძის და ვანო ოქროპირიძის აცილება მოითხოვა
რაც უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა“
„ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი - პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ, დაუწერეს“
„პირდაპირ გიცხადებთ, აღკვეთის ღონისძიებას არ დავემორჩილები, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი“
ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს