თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს

 თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"გვსურს გამოვეხმაუროთ 2019 წლის 17 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში, კერძოდ გადაცემაში „კურიერი" გასულ სიუჟეტს პანორამა თბილისისა და სამი დაშავებული მუშის თაობაზე, რომელშიც გაჟღერდა არაერთი მცდარი ინფორმაცია.


·         რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია. შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ადგილზე შესვლა მოხდა შეუფერხებლად, ასევე შეუფერხებლად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის, სასწრაფოს დახმარების, ეკონომიკის სამინისტროს და საექსპერტო სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესვლა.


·         სიუჟეტში ნახსენებია რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია „ჯითიდიეფ სოლუშენს", რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. უკანა ფასადის ლესვით სამუშაოებს, სადაც მოხდა ინციდენტი, ახორციელებდა „შპს ენერჯი პლიუსი", შპს „თბილისი სითი"-ს დაკვეთით.  „შპს ენერჯი პლიუსი" კონტრაქტით ვალდებული იყო დაეცვა სამშენებლო ნორმები და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პერსონლი ჰყავდა გამოყოფილი. აღნიშნული კომპანია არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და მას არანაირი კავშირი არ აქვს შპს „ჯითიდიეფ სოლუშენს"-თან ან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან.

 

მოგახსენებთ, რომ 16 აპრილს თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე განთავსებული სასტუმროს მშენებლობაზე დაშავდა სამი მუშა, უკანა ფასადის ლესვითი სამუშაოების შესრულებისას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამივე მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე, რამაც გამოიწვია ბაგირის დაჭიმვა და სამაგრის მოწყვეტა. აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი", რომელსაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით სრული პასუხისმგებლობა აკისრია შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.


ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ორი დაშავებული - გიორგი ლიპარტელიანი და ნოდარ ჩახალიანი „ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანა, ხოლო დავით ოჩხიკიძე გადაყვანილ იქნა  „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში."


რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაშავებულების ჯანრთელობის მდგომარეობა მძიმეა რაც ასევე მცდარი ინფორმაციაა. „ამტელ ჰოსპიტალი"-ს ნეიროქირურგიული დეპატამენტის ხელმძღვანელის ბატონ ბესიკ წივწივაძის განცხადებით, დაშავებულებს აღენიშნებათ მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა და სხეულის დაბეჟილობა, შინაგანი ორგანოების დაზიანება არ იკვეთება და ამჟამად უტარდებათ კონსერვატიული მკურნალობა. პაციენტები დღეს გაეწერებიან ბინაზე, ამბულატორიული მკურნალობის გასაგრძელებლად. ხოლო დავით ოჩხიკიძეს აღენიშნება ქალა ტვინის ტრამვა, გულ-მკერდის დახურული ტრამვა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაბეჟილობა და მუცლის დახურული ტრამვა.


ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსთავი 2-ის წარმომადგენლები არ დაკავშირებიან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს, არ გამოუთხოვიათ  ინფორმაცია, რაც ამყარებს ეჭვს რომ რუსთავი 2-ის ინტერესი არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ მისი შეგნებულად შეცდომაში შეყვანაა."– ნათქვამია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"წმინდა ექსპორტის მზარდი დინამიკა ეკონომიკაზე და ლარის კურსზე მხოლოდ დადებითად აისახება" - გიორგი ცუცქირიძე
"ექსპორტის ზრდა ეკონომიკური განვითარების მიმართ პოზიტიურ მოლოდინს ამყარებს "
რით ვვაჭრობთ - საექსპორტო კალათის წამყვანი ათეული
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აგვისტოს 17:00 საათისთვის
"ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები, კობი-გუდაურის მაგისტრალის თაობაზე, დემაგოგიის ელფერს ატარებს"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"საქართველოში თითქმის 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში"
რეკომენდაციების პაკეტი საქართველოს მთავრობას სიღარიბისა და უთანასწორობის დასაძლევად
"ბოლო 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში" - გიორგი ცუცქირიძე
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 აგვისტოს17:00 საათისთვის
"გადასახადების დაგროვების მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს" -ფინანსთა მინისტრი
"იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში, ჩვენ კი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდით დავუდგეთ" - ნათია თურნავა
"ჩვენი ტერიტორიის 2/3 არის მთა და ეს არის უდიდესი სიმდიდრე" - მამუკა ბახტაძე
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა თავის მაშტაბურობით" - გიორგი ცუცქირიძე
"ლარი თავის წონასწორულ კურსს ნებისმიერ შემთხვევაში იპოვის"- ფინანსთა მინისტრი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 აგვისტოს 17:00 საათისთვის
ბათუმში ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა
"მთავარი, არა ზრდის ან კლების მაჩვენებლებია, არამედ ის პოტენციური ზარალი, რაც რუსეთის მხრიდან ტურიზმზე ავია სანქციებმა გამოიწვია"