"ნებისმიერი ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება"

„როდესაც ვსაუბრობთ  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს,  რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებულნი ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე, ელექტრომომარაგებასა თუ  გაზით მომარაგებაზე, რამდენჯერ, გაგვეთიშა ერთდროულად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. ჩვენთან შეჩერებულია ჰესების უდიდესი ნაწილის მშენებლობა და ვფიქრობ, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რომ არ  აშენდეს ჰესები. უმჯობესია, ჩვენ ვლაპარაკობდეთ, კონკრეტულად რომელ ადგილზე როგორი ჰესები აშენდეს, როგორ შევარბილოთ მისი გავლენა გარემოზე,  მაგრამ „არ აშენდეს ჰესი" - ეს არის მიუღებელი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქცია და ეს არის ჩვენი დიდი გამოწვევა" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა გააკეთა.

 

 

მისი ინფორმაციით,  ინვესტორი უკვე ერთ წელზე მეტია მუშაობს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან, იყო საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრები, თუმცა, გიორგი ჩიქოვანის შეფასებით,  გუშინ მოხდა პროვოკაცია.  „ვფიქრობ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მიმაჩნია, რომ ეს არ არის გადაულახავი პრობლემა" - აღნიშნა ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.

 

 

გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ  განმარტა, რომ 5-მეგავატიანი ჰესი არის აბსოლუტურად უსაფრთხო.

 

„20 მეგავატიანი ჰესი რომ დგას ორთაჭალაში, ვინმე გრძნობს რაიმე ზიანს?  თუ 5-მეგავატიანი ჰესი არის საფრთხის შემცველი, მაშინ უნდა დავანებოთ  თავი ყველაფრის მშენებლობას, აღარ უნდა გამოვიყენოთ ელექტროენერგია და ვიცხოვროთ დენის გარეშე" - განაცხადა ჩიქოვანმა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ კონსტრუქციულად წამოვიდეს დიალოგზე ინვესტორთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, რადგან ეს რომელიმე კომპანიის  ბიზნესინტერესი კი არა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროებაა. მისი შეფასებით, კეთდება უპასუხისმგებლო პოლიტიკური  განცხადებები იმ ფონზე, როდესაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ  ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 24 მაისის 17:00 საათისთვის
„ადამიანები ქვეყანაში არსებული სიკეთეებით ბოლომდე ვერ სარგებლობენ და რესურსების სამართლიანი განაწილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 23 მაისის 17:00 სათისთვის
"ლარის კურსთან დაკავშირებით არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ეკვილიბრიუმს"
"საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს და კრიტიკა არის იაფფასიანი პოპულიზმი" - პრემიერი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 22 მაისის 17:00 საათისთვის
საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი-ს ახალი ოფისი ყაზბეგის №1-ში მდებარეობს
რატომ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა
„საქართველოს აქვს ტვირთების მოზიდვის პოტენციალი, ,ოღონდ ეს ბიუჯეტის და თითოეული მოქალაქის ხარჯზე არ უნდა მოხდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 მაისის 17:00 საათისთვის
"ხელი მოვაწერეთ ექსპორტის გამარტივების შესაძლებლობას ევროკავშირში" -ნათია თურნავა
ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის გაუფასურების მიზეზს ასახელებს
ქუთაისში, ე.წ მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა იხსნება
„საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ უფრო მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 მაისის 17:00 საათისთვის
"ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს"-ნათია თურნავა
„ელექტრონულად უნდა გვქონდეს სივრცე, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შევა და საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს - ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას გავაკეთებ“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 მაისის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ბაქოში საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019" გაიხსნა