"აქტუალურია სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები"

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე ხშირად წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებზე.

 

„ვისაუბრეთ იმ სისტემურ სამართლებრივ საკითხებზე, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ  ეკონომიკურ და ბიზნესის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ვცვლით ინფორმაციას. განსაკუთრებით აქტუალურია  სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების და  პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები." - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს რეგულირების გავლენის შეფასების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განიხილება.

 

„რეგულირების გავლენის შეფასების სავალდებულოდ დანერგვის საკითხს ბიზნესი აქტიურად სვამს და ჩვენი ოფისი ჩართულია აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში. როგორც დაგეგმილია, პირველ ეტაპზე რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება სავალდებულო მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტებზე იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ RIA-ს მომზადების  ვალდებულება, ახალ კანონპროექტებთან ერთად, კანონში შესატან ისეთ ცვლილებებზეც უნდა გავრცელდეს, რომელიც ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის წარმოებას მნიშვნელოვნად ცვლის."-ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის", „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG), ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) წარმომადგენლები.





მსგავსი სიახლეები
2017 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა
საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება, პოზიტიურად შევაჯამოთ უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 სექტემბრის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა"
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით გამორჩეული ქვეყანაა - OECD-ი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 სექტემბერის 17:00 საათისთვის
"დასავლეთის დომინირების დასრულებაზე საუბარი ნაადრევია"- გიორგი ცუცქირიძე
ვითიბი ბანკი ქსელს აფართოვებს
მსხვილი ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის DAMEN წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა"
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა
"პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემომავალი ნაკადებით მკვეთრადაა გაზრდილი" - გიორგი ცუცქირიძე
ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა
„ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, პენსიები გავზარდოთ“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 სექტემბრის 17:00 საათისთვის
"20 ივნისის გამო საქართველომ ივლისში 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა "— თურნავა