„არის სტრატეგიული აქტივები, რაც საფიქრალია, მაგრამ რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომ იყიდოს რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ამით ეკონომიკას რა საფრთხე დაემუქრება?“

ობიექტურად რომ გითხრათ, რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომ იყიდოს რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ამით საქართველოს ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, არ მესმის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ საქართველოში რუსული კომპანიების საქმიანობის გააქტიურების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისივე თქმით, ის არ არის პოლიტიკოსი და საკითხს როგორც ბიზმესმენი, ისე აფასებს და ქვეყანაში რუსული კომპანიების მხრიდან მონოპოლიის საფრთხე არ დგას.

 

„ მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ბიზნესის ენაზე გპასუხობთ, რომ არის სტრატეგიული აქტივები, რომელებთან მიმართებაშიც საფიქრალია, ვინ იქნება მათი მფლობელი. რასაკვირველია, ჩვენ პირველ რიგში ქვეყნის მთლიანობა გვაწუხებს. ამაზე საუბარი არ არის. თუ ჩვენ გავმსხვილდებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქვეყნის ეკონომიკას.რაც შეეხება რუსული კომპანიების მონოპოლიის საფრთხეს, საერთოდ მონოპოლია ყოველთვის საფრთხეა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს", - აცხადებს ფხაკაძე.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 25 ივნისის 17:00 საათისთვის
„სად უნდა წავიდეთ“ - Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
ონლაინპლატფორმა ბაიერსი კამპანია #ShopinGeorgia #TravelinGeorgia-ს უერთდება და ქართველ დიზაინერებსა და მაღაზიებს სთავაზობს, მათი პროდუქცია პლატფორმაზე უფასოდ განათავსონ
„ეს სანქციები ყველაზე მეტად მცირე და საშუალო, ოჯახურ სასტუმროებს დაარტყამს - კი გვინდა, ბევრი ევროპელი ტურისტი შემოვიდეს, მაგრამ გვჭირდება უფრო მაღალი დონის სერვისები“
ერთი აშშ დოლარის კურსი ამ დროისთვის
რუსეთმა 8 ქართულ კომპანიას ღვინის შეტანა აუკრძალა
„როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ალკოჰოლურ ნაწარმზე კონტროლი გააძლიერა
„რუსეთი ყოველთვის იყო რაოდენობა და არასდროს ყოფილა ხარისხი“
გიორგი ცუცქირიძე – არასტაბილურობა ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს
"არასტაბილურობა ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს"- გიორგი ცუცქირიძე
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
"წმინდა ექსპორტის ზრდა ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება" - გიორგი ცუქცქირიძე
"პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, რეგიონებში მცხოვრებთათვის განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების ახალ შესაძლებლობებს შექმნის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 ივნისის 17:00 საათისთვის
ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ გადაუვადა
"ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ დივერსიფიკაცია, არამედ გასაღების გლობალური ბაზრები“ - გიორგი ცუცქირიძე
ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია