„ხელშეკრულების არც ერთი ცალკეული მხარე უფლებამოსილი არ არის, ცალმხრივად შეცვალოს რამე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში, მით უფრო, საქართველოს ინტერესების საზიანოდ“

ხელშეკრულების არც ერთი ცალკეული მხარე უფლებამოსილი არ არის, ცალმხრივად შეცვალოს რამე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში, მით უფრო, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს უერთდება. მისივე თქმით, შეხვედრები შესაძლოა, შედგეს სხვადასხვა ფორმატში და სხვა თემატიკაზე, მაგრამ საქართველოს მონაწილეობის გარეშე პროექტში ვერანაირი ცვლილება ვერ შევა.

 

„ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, ეხებოდა სხვა თემატიკას. შეიძლება გაიმართოს სხვადასხვა შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში და ალბათ, სხვა თემატიკას ეძღვნებოდა. შეიძლება საუბარი იყოს უბრალოდ ტვირთების მოზიდვაზე ჩვენს რეგიონში, მაგრამ არც ერთ ცალკეულ მხარეს არ აქვს უფლება, ცალმხრივად შეცვალოს რამე ამ პროექტში, ამ პროექტს იმ ფორმით ვახორციელებთ, როგორითაც არის დამტკიცებული და შეთანხმებული და შეესაბამება ჩვენს სუვერენულ ინტერესებს,"- გაცხადა თურნავამ. ამასთან , მინისტრის თქმით, ბაქო-თბილისი- ყარსის პროექტი სტრატეგიული პროექტია, რომელიც შეესაბამება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს იმ ფორმით, როგორიც დღესაა დამტკიცებული და შეთანხმებული სამ სახელმწიფოს შორის, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ლოგისტიკური ჰაბის მოწყობით.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებაში თანამშრომლობის თაობაზე და დოკუმენტი კოორდინირებულ მოქმედებებს ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის რეგულარულ გადაზიდვების უზრუნველყოფის მიზნით და ეკონომიკურად დასაბუთებული ტარიფების დადგენას ითვალისწინებს. რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებაში თანამშრომლობის თაობაზე. რუსული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი კოორდინირებულ მოქმედებებს ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზეც ითვალისწინებს.   





მსგავსი სიახლეები
2017 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა
საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება, პოზიტიურად შევაჯამოთ უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 სექტემბრის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა"
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით გამორჩეული ქვეყანაა - OECD-ი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 სექტემბერის 17:00 საათისთვის
"დასავლეთის დომინირების დასრულებაზე საუბარი ნაადრევია"- გიორგი ცუცქირიძე
ვითიბი ბანკი ქსელს აფართოვებს
მსხვილი ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის DAMEN წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა"
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა
"პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემომავალი ნაკადებით მკვეთრადაა გაზრდილი" - გიორგი ცუცქირიძე
ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა
„ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, პენსიები გავზარდოთ“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 სექტემბრის 17:00 საათისთვის
"20 ივნისის გამო საქართველომ ივლისში 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა "— თურნავა