საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ავიახაზების გენერალურ დირექტორთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან

2019 წლის 15 მაისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ავიახაზების (Turkish Airlines) გენერალურ დირექტორთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, ბილალ ექშისთან. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა ანკარა-თბილისი-ანკარის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნისათვის, რომელიც მიმდინარე წლის 18 იანვრიდან სრულდება. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ახალი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის საკითხი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს თურქეთის მოქალაქეების, ანკარის მრავალრიცხოვანი დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესწრეების დაინტერესებას ანკარა-თბილისის პირდაპირი ავიარეისებით. ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისათვის კაპადოკიის ტურების შესახებ საინფორმაციო კამპანიის დაწყების საკითხზე.

 

შეხვედრისას, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.





მსგავსი სიახლეები
2017 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა
საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება, პოზიტიურად შევაჯამოთ უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 სექტემბრის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა"
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით გამორჩეული ქვეყანაა - OECD-ი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 სექტემბერის 17:00 საათისთვის
"დასავლეთის დომინირების დასრულებაზე საუბარი ნაადრევია"- გიორგი ცუცქირიძე
ვითიბი ბანკი ქსელს აფართოვებს
მსხვილი ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის DAMEN წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა"
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა
"პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემომავალი ნაკადებით მკვეთრადაა გაზრდილი" - გიორგი ცუცქირიძე
ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა
„ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, პენსიები გავზარდოთ“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 სექტემბრის 17:00 საათისთვის
"20 ივნისის გამო საქართველომ ივლისში 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა "— თურნავა