ბაქოში საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019" გაიხსნა

15 მაისს ქ. ბაქოში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019", რომელზეც წარმოდგენილია მსოფლიოს 25 ქვეყნის 200-მდე კომპანიის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, აგრარულ სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები.

 

გამოფენაზე ცალკე ექსპოზიცია დაეთმო საქართველოს, სადაც წარმოდგენელია 11 ქართული კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები და ნუგბარი.

 

გამოფენის პირველივე დღეს, საერთაშორისო ექსპოზიციას ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მან პირადად მოინახულა საქართველოს ექსპოზიცია და გაეცნო ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა „ვეფხისტყაოსნის" ექსკლუზიური გამოცემა.

 

გამოფენის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიების წარმომადგენლები.





მსგავსი სიახლეები
2017 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა
საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება, პოზიტიურად შევაჯამოთ უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 სექტემბრის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა"
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით გამორჩეული ქვეყანაა - OECD-ი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 სექტემბერის 17:00 საათისთვის
"დასავლეთის დომინირების დასრულებაზე საუბარი ნაადრევია"- გიორგი ცუცქირიძე
ვითიბი ბანკი ქსელს აფართოვებს
მსხვილი ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის DAMEN წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა"
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა
"პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემომავალი ნაკადებით მკვეთრადაა გაზრდილი" - გიორგი ცუცქირიძე
ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა
„ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, პენსიები გავზარდოთ“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 სექტემბრის 17:00 საათისთვის
"20 ივნისის გამო საქართველომ ივლისში 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა "— თურნავა