„ელექტრონულად უნდა გვქონდეს სივრცე, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შევა და საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს - ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას გავაკეთებ“

კორუფციის ცალკეული შემთხვევების რისკები ყოველთვის არსებობს, ჩვენ მისი გამოვლინებების მიმართ შეურიგებლები ვართ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. წამყვანის კითხვაზე, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებში კორუფცია და ნეპოტიზმია, თურნავამ უპასუხა, რომ ქობულიამ კონკრეტული მაგალითები ვერ დაასახელა.

 

„კონკრეტული ნათქვამის კომენტირება რთულია. კორუფციის თვალსაზრისით ახლა ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა ვართ, და იგივე Transparency International-ის შეფასებაა, რომ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ გამჭვირვალობის ინდექსებს. ეს არის ის ნიშანი, რა ნიშნითაც ჩვენთან შემოდიან ინვესტორები და და უპირატესობას გვანიჭებენ სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროპულ, ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. ამ თვალსაზრისით უპირატესი და კარგი მდგომარეობა გვაქვს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ კორუფციის რისკი არ არსებობს? რა თქმა უნდა, არა. ყოველთვის არსებობს გარკვეული ცალკეული შემთხვევების რისკები, მაგრამ მთავარია, მთლიანად სახელმწიფო როგორ ეგებება ასეთ კონკრეტულ შემთხვევებს. ჩვენ ვართ შეურიგებლები კორუფციის გამოვლინებებზე. დარწმუნებული ვარ, ქობულიამაც კონკრეტული „ქეისი“ ალბათ არ იცის და არ შეხვედრია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონ, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ვალდებული იქნებოდა, რომ რეაგირება მოეხდინა და ამაზე მაშინ ისაუბრებდა“, - განაცხადა თურნავამ.

 

მინისტრის თქმით, ამ თვალსაზრისით მთავარი გამოწვევა პროცედურების გამარტივებაა. „ეკონომიკის სამინისტრო ამ თვალსაზრისით ორგვარ ფუნქციას ასრულებს. ერთი, ჩვენ ვართ საინვესტიციო პოლიტიკის შემმუშავებლები და კოორდინატორები, და მეორე, ვართ სერვისების მიმწოდებლები ბიზნესისთვის. არის 600-მდე სხვადასხვა ტიპის სერვისი, რომელსაც ჩვენ, ჩვენი სსიპ-ები და საწარმოები აწვდიან ბიზნესებს. იმისთვის, რომ აქ თეორიულადაც გამოირიცხოს ადამიანური ფაქტორი და თუნდაც, არა კორუფციული გარიგება, არამედ, უბრალოდ დაგვიანებაც, რადგან ვიღაცას გადაწყვეტილების მიღება თუ პასუხისმგებლობის აღება არ უნდა, არსებობს მარტივი და აპრობირებული გზა და ეს დიჯიტალიზაცია, ამ ყველაფრის ელექტრონულ სისტემაში გადაყვანაა. ჩვენ ავაწყობთ ბიზნეს-სახლის კონცეფციასაც, რაზეც დავალება არსებობს და ეს საქმე ძალიან კონკრეტულ ვადებში უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. 12 თვე გვაქვს აღებული, ყველა ეს 600 სერვისი აღწერილი უნდა იყოს ამ ვადაში, და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. უნდა გაიწეროს ვადები იქაც, სადაც ვადები არ არის, ხოლო იქ, სადაც არის, შესრულებას უნდა ვაკონტროლებდეთ შესრულებას. თუ რომელიმე უწყება გარკვეულ ვადაში პასუხს არ სცემს, ეს თანხმობას ნიშნავს. ასეთი მარტივი მექანიზმი იქნება თუნდაც პრივატიზაციის შემთხვევაში, უფლებების რეგისტრაციის შემთხვევაში და ა.შ. დიჯიტალიზაცია ბიზნეს-სახლის მშენებლობას დაასწრებს, ეს იქნება ბიზნეს-სახლი ციფრულად, ხოლო ფიზიკურად ბიზნეს-სახლი შემდეგ დაეწევა. ელექტრონულად უნდა გვქონდეს სივრცე, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შევა და საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს. ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას გავაკეთებ“, - აღნიშნა თურნავამ.

 

15 მაისს პარლამენტში დეპუტატებთან შესახვედრად მისულმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიები არის "არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდე“.





მსგავსი სიახლეები
2017 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა
საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება, პოზიტიურად შევაჯამოთ უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 სექტემბრის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა"
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით გამორჩეული ქვეყანაა - OECD-ი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 სექტემბერის 17:00 საათისთვის
"დასავლეთის დომინირების დასრულებაზე საუბარი ნაადრევია"- გიორგი ცუცქირიძე
ვითიბი ბანკი ქსელს აფართოვებს
მსხვილი ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის DAMEN წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა"
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა
"პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემომავალი ნაკადებით მკვეთრადაა გაზრდილი" - გიორგი ცუცქირიძე
ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა
„ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, პენსიები გავზარდოთ“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 სექტემბრის 17:00 საათისთვის
"20 ივნისის გამო საქართველომ ივლისში 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა "— თურნავა