"ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს"-ნათია თურნავა

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ერთი მხრივ, ვართ სააინვესტიციო პოლიტიკის შემმუშავებლები და კოორდინატორები, მეორე მხრივ კი, სერვისების მიმწოდებლები ბიზნესისთვის. ამ მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ დიდი როლი აქვს. არსებობს 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სერვისი, რომელსაც ჩვენ, ჩვენი სსიპ-ები და საწარმოები აწვდიან ბიზნესებს," -  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

 

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბიზნეს სახლის პროექტზე, რომლის ცალკეული სერვისების ამოქმედების ვადები დაზუსტდა და დროში გაიწერა, რათა მომხმარებელმა, რაც შეიძლება მალე შეძლოს საჭირო სერვისის ელექტრონული ფორმით მიღება. ნათია თურნავას განცხადებით, აუცილებელია, რომ ყველა გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში იქნას მიღებული. მისი თქმით, თუ რომელიმე უწყება, იქნება ეს თვითმმართველობა, თუ ცენტრალური უწყება, განაცხადზე პასუხს დადგენილ ვადაში არ გაცემს, მომხმარებელი ავტომატურად თანხმობას მიიღებს.

 

"ასეთი მარტივი მექანიზმი იქნება როგორც პრივატიზაციის, ასევე უფლებათა რეგისტრაციის და სხვა შემთხვევებშიც. იგივე მიდგომა იქნება წიაღისეულთან დაკავშირებითაც," - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის განცხადებით, სანამ ბიზნეს სახლი აშენდება, მანამდე ამოქმედდება ბიზნეს სახლის ე.წ. ციფრული სივრცე, სადაც მოქალაქე სახლიდან ან თუნდაც ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს და შეძლებს მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას. მით უფრო, რომ ასეთი ანალოგიები ჩვენ უკვე გვაქვს.  

 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მონაცემთა გაციფრულება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მომხმარებელთან ურთიერთობას.  მისი თქმით, მონაცემთა გაციფრულების პროცესი უკვე მიმდინარეობს წიაღის ეროვნულ სააგენტოშიც.

 

"პირველი ეტაპი გეოლოგიური ფონდების გახსნა იყო, რომელიც უკვე ციფრულ ფორმატშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გაეცნოს მათ. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება უკვე ლიცენზიების გაციფრულება. ყველა შეძლებს, დაინახოს ინფორმაცია საბადოებისა და ლიცენზიების შესახებ. ყოველივე ინვესტორებს  გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.  

 

"ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას აუცილებლად გავაკეთებ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.  





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 25 ივნისის 17:00 საათისთვის
„სად უნდა წავიდეთ“ - Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
ონლაინპლატფორმა ბაიერსი კამპანია #ShopinGeorgia #TravelinGeorgia-ს უერთდება და ქართველ დიზაინერებსა და მაღაზიებს სთავაზობს, მათი პროდუქცია პლატფორმაზე უფასოდ განათავსონ
„ეს სანქციები ყველაზე მეტად მცირე და საშუალო, ოჯახურ სასტუმროებს დაარტყამს - კი გვინდა, ბევრი ევროპელი ტურისტი შემოვიდეს, მაგრამ გვჭირდება უფრო მაღალი დონის სერვისები“
ერთი აშშ დოლარის კურსი ამ დროისთვის
რუსეთმა 8 ქართულ კომპანიას ღვინის შეტანა აუკრძალა
„როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ალკოჰოლურ ნაწარმზე კონტროლი გააძლიერა
„რუსეთი ყოველთვის იყო რაოდენობა და არასდროს ყოფილა ხარისხი“
გიორგი ცუცქირიძე – არასტაბილურობა ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს
"არასტაბილურობა ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს"- გიორგი ცუცქირიძე
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
"წმინდა ექსპორტის ზრდა ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება" - გიორგი ცუქცქირიძე
"პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, რეგიონებში მცხოვრებთათვის განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების ახალ შესაძლებლობებს შექმნის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 ივნისის 17:00 საათისთვის
ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ გადაუვადა
"ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ დივერსიფიკაცია, არამედ გასაღების გლობალური ბაზრები“ - გიორგი ცუცქირიძე
ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია