„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“

სა­ბერ­ძნეთ­ში 29 წლის ქარ­თვე­ლი ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, 32 წლის შალ­ვა ქა­თა­მა­ძე უკვე და­აკ­ვა. ქეთი სუ­თი­ძე სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა ათე­ნის გა­რე­უ­ბან­ში, სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი 15 მა­ისს იპო­ვეს. მას ყელ­ზე ნაჭ­დე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ქამ­რით არის გა­გუ­დუ­ლი, ნივთმტკი­ცე­ბა სა­წო­ლის ქვეშ იპო­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ებ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას ძებ­ნა ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყეს. მას ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე დღე ეძებ­და. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლებს მე­უღ­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში ეჭვი არ ეპა­რე­ბათ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სუ­თი­ძის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი წერს, რომ შალ­ვა ქა­თა­მა­ძე მე­უღ­ლე­ზე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­და. ქეთი სუ­თი­ძე კი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს ოჯახს უმა­ლავ­და.

 

"ამ­დენ ხანს უფ­ლე­ბა არ მქონ­და მეთ­ქვა რამე. ახლა თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ სათ­ქმე­ლი გი­თხრათ. ღმერ­თა მა­სე­თი სიმ­წა­რე არ მო­გაკ­ლოთ ცხოვ­რე­ბა­ში. თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული, მაკა ხე­ლის­გულ­ზე ატარ­დებ­და. ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და? არა­ფე­რი იმა­ლე­ბა, ჭკუ­ი­დან ვართ გა­დამ­დგა­რი, მი­გალ­პეს მაგ ხელი, რო­მე­ლიც ქე­თის­კენ წა­ი­ღე და მა­მა­შენ­საც, თქვენ მთე­ლი ოჯა­ხი ფსი­ქო­პა­ტე­ბი ყო­ფილ­ხართ. თქვენ ოჯა­ხის ფასი არ გცოდ­ნი­ათ და ნურც გას­წავ­ლოთ ღმერ­თმა. ქე­თის ცოდ­ვა არ მო­გას­ვე­ნებთ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­გორ გინ­დათ თა­ვა­წე­უ­ლებ­მა ია­როთ, სა­დის­ტე­ბო, არა­ა­და­მი­ა­ნე­ბო" - წერს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

 

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლის დის ოჯახს და­უ­კავ­შირ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შალ­ვა ქა­თა­მა­ძე გუ­შინ სა­ბერ­ძნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე ჰყავ­დათ.

 

"ამ ეტაპ­ზე ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს ელო­დე­ბი­ან. ადრე არ ჰყვე­ბო­და, არა­ვინ იცო­და რა ხდე­ბო­და ოჯახ­ში და ვე­რა­ვინ ატყობ­და. ამ ბოლო დროს გვიყ­ვე­ბო­და, ქორ­წი­ლის წინა დღე­საც უცე­მია, 7 თვის ფეხ­მძი­მე იყო, მა­ში­ნაც მაგ­რად უცე­მია. მის ტყუ­პის ცალს არა­ფერს უმ­ხელ­და, სა­ნამ გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა არ შე­ექ­მნა. უკან ვერ გაბ­რუნ­და ბავ­შვე­ბის გა­რე­შე. სიკ­ვდი­ლი მირ­ჩევ­ნია მათ და­ტო­ვე­ბა­სო და ფაქ­ტი სა­ხე­ზეა. მულ­მა წიხ­ლი და­არ­ტყა, სუ­რა­თიც გვაქვს, რო­გორ აქვს თვა­ლი და­ლურ­ჯე­ბუ­ლი, დევს ეს საქ­მე პო­ლი­ცი­ა­ში... მე ვთხო­ვე, რომ სა­ჩი­ვა­რი შე­ე­ტა­ნა. ერთი წლის და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მა­ინც ცე­მა­ში ჰყავ­და. უვარ­დე­ბო­და სახ­ლში, ქუ­ჩა­შიც ხვდე­ბო­და და შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხით გა­მო­დი­ო­და, ადას­ტუ­რე­ბენ ბერ­ძნე­ბიც" -აცხა­დებს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ქეთი სუ­თი­ძის დის დე­დამ­თი­ლი. მისი თქმით, ბავ­შვე­ბი მა­მის თან­ხმო­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მოჰ­ყავ­და, ამი­ტომ წა­მოს­ვლას ვერც ქეთი ახერ­ხებ­და. ამ­ჟა­მად ოჯა­ხი აპი­რებს, ად­ვო­კა­ტი აიყ­ვა­ნოს და მე­ურ­ვე­ო­ბა მათ მი­ი­ღონ.


ქეთი სუ­თი­ძე­ზე რომ მე­უღ­ლე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­და, ამას გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. მათი თქმით, ქეთი სუ­თი­ძე შე­უ­რა­ცხყო­ფას ბავ­შვე­ბის გამო ით­მენ­და.

 

"ჩემი ქე­თუ­სია აღარ მყავს, ჩემო სა­ცო­და­ვო, ტან­ჯუ­ლო, მე შენ­ზე წარ­სულ­ში ვე­რა­სო­დეს ვი­ლა­პა­რა­კებ ჩემო ბავ­შვო­ბავ... ჩემო ხა­ლი­სი­ა­ნო მხი­ა­რუ­ლო და კე­თი­ლო, შენ ასე­თი წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლის ღირ­სი არ იყა­ვი არა­აა... რა ვუ­ყოთ კე­სოს რა, რო­დე­საც ერთ წუთ­საც არ იშო­რებ­დი გვერ­დი­დან. ბავ­შვებ­ზე სი­გი­ჟემ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დედა იყა­ვი. ყვე­ლა პა­სუხს აგებს შენს და შენი ორი ან­გე­ლო­ზის წი­ნა­შე, ღმერ­თი დი­დია და მჯე­რა, რომ და­ის­ჯე­ბა! ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბი ასე­თი გა­უ­ხა­რე­ბე­ლი რომ მი­დი­ხარ! ჩემო და­ტან­ჯუ­ლო გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლო გოგო, მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი ხარ... არ მწამს წარ­სულ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის. მა­რა­დი­უ­ლი ცრემ­ლი და ტკი­ვი­ლი ხარ და იქ­ნე­ბი მუ­დამ" - წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მე­გო­ბა­რი.

 

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი შალ­ვა ქა­თა­მა­ძე ამ დრო­ის­თვის ბრალს არ აღი­ა­რებს. ქეთი სუ­თი­ძეს ბავ­შვე­ბი - 6 წლის გოგო და 12 წლის ბიჭი დარ­ჩა, რომ­ლე­ბიც ამ დრო­ის­თვის მა­მი­დას­თან ცხოვ­რო­ბენ. გარ­დაც­ვლილს სა­ქარ­თვე­ლო­ში 21 მა­ისს გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

 

 


ambebi.ge





მსგავსი სიახლეები
„ძუნწები აგინებენ ფულს მაშინ, როდესაც მათ სწორედ ფული უყვართ ყველაფერზე მეტად“
„მე პირველი მილიონი რუბლი რუსეთში ვიშოვე და მერე მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი“
ბრიტანულმა Daily Mail-მა, რუბრიკით "მოგზაურობა", გამოაქვეყნა ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ, რომელშიც გადმოცემულია ჩვენი ქვეყნის ისტორია და თანამედროვეობა, ტურისტული ინდუსტრია
მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
„რატომ უნდა ვილაპარაკო, ვის ვხვდები, ლოგინში მიძვრებით? - 5 ათას ლარად სინდის-ნამუსი უნდა გავიყიდო, თუ რა არის?“
„ერაივალ გაიდსის“ 2019 წლის შემოდგომის საუკეთესო კულინარიული ფესტივალების სიის სათავეში „თბილისობა“ მოხვდა
„ჩერჩილს ხელში „სმარტფონი“ უჭირავს, სტალინი კი დასცინის“
ბევრმა არ იცის, რომ 10 თეთრიანზე წმინდა მოწამე მამანტია გამოსახული და დღეს სწორედ მისი ხსენების დღეა
ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა
კახის რაიონის სოფელ ალიბაილის შოთა რუსთაველის სახელობის ქართულენოვანი სკოლისთვის ახალი შენობა აშენდა
კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა გაიხსნა
ბასკები - ქართველთა მონათესავე ხალხი
იცნობდეთ, ეს ქეთა ოთარაშვილია - ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ამერიკის ჯარში
ქართული ენის მასწავლებელი ქოჯაელში, რომელზეც თურქეთში ლეგენდები დადის
„არა რა, ჩვენ უკვე ის ქართველები აღარ ვართ, ტიპი აივნიდან იდგა და ქუცნას შორიდან უყვიროდა მონა, მონაო - ჩასვლის თავი რომ ჰქონოდა, აივნიდან ხომ არ იყვირებდა“
„გადამწყვეტ მომენტში ბიძინას და გახარიას მხარეს რომ დადგები და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყებ ადამიანის ლანძღვას, რომელთან ერთადაც გუშინ ჭიქას წევდი და სადღეგრძელოს ეუბნებოდი, სირცხვილია!“
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იგრძნოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშესახები შედეგი“
„მომავალ კვირას გაეროში მივდივარ და მინდა წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა - ვაზის და ხორბლის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება“
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წელს, 8 თვეში გაზრდილია 17%-ით
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა