„სულ დასაპანღურებელი რომ იყოს „ქართული ოცნება“, როგორ უნდა აირჩიოთ, ან საერთოდ, ხმა მისცეთ იმ ბოროტული ძალის „დედოფალს“, თურქიებს „საღორეებში“ რომ ხდიდა სულს?!“

 «ქართული ოცნების» ყოფილი წევრი და დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში ხვალინდელ არჩევნებს ეხმაურება და ზუგდიდელ ამომრჩეველს მიმართავს:

 

„ავად სახსენებელი ბოროტების „ეპოქა“, ახალაია (ბაჩანა) საპყრობილეში შედის - ვითარცა გებელსი, ერთ-ერთ პატიმარს, კახა თურქიას ამოიღებს მიზანში და ზიზღით ეკითხება: ქურდი ხარ?.. „არა, ყაჩაღობისთვის ვზივარ!..“ პასუხობს თურქია და ბოროტად მიჩერებულ თვალებს უშიშრად უსწორებს მზერას... ახალაია სახეში აფურთხებს, მსჯავრდადებული ხურდას უბრუნებს და შეურაცხობისგან წამოენთება... თურქია დაუყოვნებლივ გადაჰყავთ გამკაცრებულ რეჟიმზე, მიზანმიმართულად მეტადონის პროგრამზე „სვამენ“, ზორბა და „ურჩი“ ბუნების პატიმარი ფიზიკურად რომ გატყდეს, ამის შემდეგ, ე. წ. „საღორეში“ ამწყვდევენ, სადაც წელში ვერაფრით გაიმართები და, ასე მოხრილი, დაახლოებით სამ კილოგრამიანი წვერით, ხანგრძლივი წამების შემდეგ, სულს განუტევებს თურქია... და, რამდენი ასეთი „თურქია“ გაისტუმრა სააკაშვილის რეჟიმმა „საღორეებში“ გამომწყვდევით!.. რა სინდისითა და ნამუსით, რომელი მორალური კოდექსითა და ადამიანურობით უნდა განაცხადოს რულოვსმა, ზუგდიდიდან ბოროტება უნდა განვდევნოთო?.. სულ დასაპანღურებელი იყოს „ქართული ოცნება“, როგორ უნდა აირჩიოთ, ან, საერთოდ, ხმა მისცეთ იმ ბოროტული ძალის „დედოფალს“, თურქიებს „საღორეებში“ რომ ხდიდა სულს?!
მოკლედ, გაოგნებული ვარ და მიკვირს ჩემი მეგრელების, რაც უნდა განაწყენებული და უკმაყოფილონი იყვნენ არსებული ხელისუფლების მიმართ, ნუთუ სულ დაკარგეს განსჯის უნარი?“, წერს მერაბ შათირიშვილი.





მსგავსი სიახლეები
„ძუნწები აგინებენ ფულს მაშინ, როდესაც მათ სწორედ ფული უყვართ ყველაფერზე მეტად“
„მე პირველი მილიონი რუბლი რუსეთში ვიშოვე და მერე მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი“
ბრიტანულმა Daily Mail-მა, რუბრიკით "მოგზაურობა", გამოაქვეყნა ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ, რომელშიც გადმოცემულია ჩვენი ქვეყნის ისტორია და თანამედროვეობა, ტურისტული ინდუსტრია
მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
„რატომ უნდა ვილაპარაკო, ვის ვხვდები, ლოგინში მიძვრებით? - 5 ათას ლარად სინდის-ნამუსი უნდა გავიყიდო, თუ რა არის?“
„ერაივალ გაიდსის“ 2019 წლის შემოდგომის საუკეთესო კულინარიული ფესტივალების სიის სათავეში „თბილისობა“ მოხვდა
„ჩერჩილს ხელში „სმარტფონი“ უჭირავს, სტალინი კი დასცინის“
ბევრმა არ იცის, რომ 10 თეთრიანზე წმინდა მოწამე მამანტია გამოსახული და დღეს სწორედ მისი ხსენების დღეა
ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა
კახის რაიონის სოფელ ალიბაილის შოთა რუსთაველის სახელობის ქართულენოვანი სკოლისთვის ახალი შენობა აშენდა
კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა გაიხსნა
ბასკები - ქართველთა მონათესავე ხალხი
იცნობდეთ, ეს ქეთა ოთარაშვილია - ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ამერიკის ჯარში
ქართული ენის მასწავლებელი ქოჯაელში, რომელზეც თურქეთში ლეგენდები დადის
„არა რა, ჩვენ უკვე ის ქართველები აღარ ვართ, ტიპი აივნიდან იდგა და ქუცნას შორიდან უყვიროდა მონა, მონაო - ჩასვლის თავი რომ ჰქონოდა, აივნიდან ხომ არ იყვირებდა“
„გადამწყვეტ მომენტში ბიძინას და გახარიას მხარეს რომ დადგები და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყებ ადამიანის ლანძღვას, რომელთან ერთადაც გუშინ ჭიქას წევდი და სადღეგრძელოს ეუბნებოდი, სირცხვილია!“
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იგრძნოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშესახები შედეგი“
„მომავალ კვირას გაეროში მივდივარ და მინდა წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა - ვაზის და ხორბლის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება“
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წელს, 8 თვეში გაზრდილია 17%-ით
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა