„5 პირი იყო დაკავებული ზუგდიდში, კოკში, ზესტაფონში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები - გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაკავებული 5 პირიდან უმრავლესობა უკვე გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე. ამის შესახებ მეზვრიშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხუთივე პირი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. „5 პირი იყო დაკავებული ზუგდიდში, კოკში, ზესტაფონში. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური პარტიიდანაც, თუმცა, უმრავლესობა აქედან გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე. ადმინისტრაციულად იყვნენ დაკავებულები და გავათავისუფლეთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადავანაწილეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, არაერთხელ მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის კოორდინატორებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს, რომ დაეცვათ კანონი და საფრთხე არ შეექმნათ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის.მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, სამწუხაროდ, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილი აქვს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ისე დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს. რამდენიმე ფაქტზე პოლიციამ უკვე მოახდინა რეაგირება - ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

ამასთან, შს მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება მაქსიმალურად ცდილობს აღკვეთოს სამართალდარღვევები ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. „ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები, სახეზეა მათ შორის პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა და ურთიერთდაპირისპირებები, მათ შორის ე.წ. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებს, კოორდინატორებს თუ დამკვირვებლებს, დაიცავით კანონი და ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა პროვოკაციის და დაპირისპირების პრევენცია და საარჩევნო პროცესი გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში. პოლიციისთვის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს სამართალდარღვევას ან დანაშაულს, ყველას მიმართ რეაგირება იქნება შესაბამისი,“ -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
თბილისში 25 წლის ახალგაზრდამ მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა
მეტროსადგურ „სამგორში“ დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
მოსკოვში ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - ვინ არის ქართველი ცოლ-ქმარი?
ქურდობის ბრალდებით, ბარსელონაში პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა
გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ნიკა მელიას აფრთხილებს
რა კავშირია ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობასა და ლაფანყურის სპეცოპერაციას შორის
“როდესაც ადამიანს თავს ესხმიან, მას აქვს უფლება თავდაცვის" - ნიკოლოზ მჟავანაძე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინა
გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ნიკა გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ თბილისში დააკავა
"გი­ჟე­ბი და­დი­ან ქა­ლაქ­ში და ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჩემს შვილს და­ეს­ხა თავს - ის მას მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ა­ში წირ­ვებ­ზე ჰყავს ნა­ნა­ხი“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
"დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში, ახალი ბრალი უნდა წამიყენონ" - ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი წაუყენეს
თემქაზე გარდაცვლილი 62 წლის სიმა მირზოევას ნათესავები ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა
მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა პაატა ბურჭულაძის სარჩელი კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით არ დააკმაყოფილა
"შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან - როცა დაიძაბა, შემდეგ უკვე მეც ამას გავაკეთებდი და შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს"
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენციაა"