„ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში - ეს დღესასწაული ჩვენი ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ დავაწესეთ“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას 17 მაისს ოჯახების დალოცვის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ეს მოქმედება არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ოჯახის სიმტკიცე არის ერის სიმტკიცე და ქვეყნის სიმტკიცე.

 

„17 მაისს, თქვენ იცით, ჩვენ დავლოცეთ ოჯახები. ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, თითქოს ვიღაცების წინააღმდეგ იყო ეს მოქმედება. არავითარი წინააღმდეგობა არა გვაქვს ჩვენ. ჩვენ გვაქვს დარდი საქართველოზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოს ოჯახებზე, საქართველოს მომავალზე. მე მახსოვს ერთი ოჯახი, მღვდლის ოჯახი, რეპრესიების დროს ამ მღვდელს მიუსაჯეს ციხე ციმბირში გაგზავნით და მისმა მეუღლემ გამოიჩინა ისეთი დიდი სულგრძელება და ისეთი დიდი სიყვარული, რომ ამ გადასახლებულ მეუღლეს გაჰყვა იმ მატარებლით, რომლითაც მიჰყავდათ იგი. როცა ჩერდებოდა მატარებელი, ეს მეუღლე გადმოდიოდა მატარებლიდან და მუშაობდა ხალხში, რამდენიმე მანეთს იშოვიდა და მიჰქონდა საჭმელი თავისი მეუღლისათვის. შემდეგ ეს მოძღვარი მეუღლესთან ერთად დაბრუნდა გადასახლებიდან; მათ ეყოლათ შვილი და იგი გახდა დიაკონი, მამა კი კვლავ მღვდლობდა. ეს იყო ბედნიერი ოჯახი. ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში. ოჯახის სიმტკიცე არის ერის სიმტკიცე და ქვეყნის სიმტკიცე, ამიტომ მე იმ დღეს გითხარით თქვენ, რომ დაალოცვინეთ თავი, თქვენი თავი, მშობლებს“, - ბრძანა უწმინდესმა.

 

ილია მეორემ ქადაგებისას საკუთარი სტუდენტობა გაიხსენა და დასძინა, რომ სტიპენდიას აგროვებდა, რათა დედისათვის და მამისათვის საჩუქრები მიეტანა. „მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა. სტიპენდიას ვაგროვებდი და რომ მოვდიოდი არდადეგების დროს, მომქონდა საჩუქრები დედისათვის და მამისათვის. იმ პატარა საჩუქრებით ვახარებდი ჩემს მშობლებს და ჩემი მშობლები მლოცავდნენ. მე მაქვს პატარა პანაღია, ეს პანაღია ჩემი მშობლების საჩუქარია, ჩემი მშობლების დალოცვაა ჩემზე და მას ხშირად ვატარებ. კიდევ ერთხელ გახსენებთ, განსაკუთრებით იმათ, ვისაც გყავთ მშობლები: გამოიყენეთ ეს ბედნიერი დრო და დაალოცვინეთ თქვენი თავი მათ. ეს მოგცემთ დიდ სიხარულს, დიდ ბედნიერებას. ,,პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყნასა ზედა.” გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას. არის ხშირი შემთხვევა, როცა დედ-მამას ჰყავს 1 შვილი და ისიც კი ცდილობს ცალკე იყოს. იგი უნდა იყოს მშობლებთან და უნდა ეცადოს, მშობლებმა ყოველდღე დალოცონ თავისი შვილი. დიდება უფალს და მადლობა უფალს; ჩვენ დავაწესეთ ეს დღესასწაული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ“, - ბრძანა პატრიარქმა.





მსგავსი სიახლეები
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ინციდენტი მოხდა
პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე ახალგაზრდა, რომელსაც სამედიცინო ჯგუფის დახმარება დასჭირდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს
„18 წლის გოგონამ, რომელიც ჩემი შვილის თანატოლია, აქციაზე თვალი დაკარგა - არ აქვს მნიშვნელობა, მას დაემართებოდა, თუ ჩემ შვილს, მე იგივე ტკივილი განვიცადე და მინდა მას ბოდიში მოვუხადო“
„უგულავამ 7 ნოემბერს გაზით მოწამლულებს მეორე დღეს გვახარა - სამაგიეროდ, გრიპი არ დაგემართებათო“
პარლამენტის შენობის წინ, სადაც მეექვსე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მოშიმშილე ახალგაზრდა შეუძლოდ გახდა
„ან ყველა დროში გმობ ძალადობას, ან მაიმუნობ! - არცერთი სიტყვის შემრჩენი არ ვარ იმათზე, ვინც "ნაცების" ყველა ძალადობას აპრავებდა და დღეს დიდ უფლებადამცველად მოევლინა ერს!“
„მტკნარი, უზნეო, მზაკვრული სიცრუეა ეს ყველაფერი! მერე იგივე ხალხი მე მეტყვის, ტროლების ფაბრიკა-ქარხნებიო“ - კოკა ყანდიაშვილი „ევროპას“ ტყუილში ამხელს
"მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ" - საპატრიარქო
ყაზბეგში ადგილობრივებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს
„კონ­კრე­ტულ­მა პი­რებ­მა დღეს და­მა­ნა­ხეს ის, რომ თურ­მე ზაზა სა­რა­ლი­ძე მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­თვის ყო­ფი­ლა სა­ჭი­რო!“
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოსთან ავიარეისები გააიაფოს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე განახლდება
„დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ რუსეთის გარდა არ ჰყავთ მეზობელი“ - რა თქვა სინამდვილეში კადიროვმა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა „ივანიშვილის სახლთან სამართალდამცველები იმიტომ არიან მობილიზებული, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაჟღერდა, ისინი სწორედ ივანიშვილის სახლთან აპირებენ აქციის გამართვას“
„არ დავუშვათ საზოგადოების ერთმანეთთან წაკიდება, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა - ერთიანობის და გონიერების დროა!
„მოითხოვეს ნაცებმა კობახიძის გადაყენება და კობახიძე ფაფუ - ალბათ, ჩვენ ვერ მოვითხოვეთ, როგორც საჭირო იყო, ნაცების დასჯა“
„მოდის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა თაობა და სწორედ მათ მინდა დავუთმოთ „ლიბერალის“ უკვე 10-წლიანი პლატფორმა და ასპარეზიც!“
„ლიბერალი“ ჟურნალისტებმა და სამმა რედაქტორმა დატოვეს
„მინდა მივმართო კონკრეტულ პოლიტიკოსებს - თუ ამ ადამიანებს აქვთ რაიმე მორალური, ბოდიში მოუხადონ „თბილსერვისს“ და აქ მომუშავე ადამიანებს“