„ვინაიდან „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი საკუთარი ქმედებით ხელს უშლიდა ხმის დათვლის პროცესს, კომისიამ მას უბანი დაატოვებინა“

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბნიდან ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის ჟურნალისტის გამოძევებასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, ჟურნალისტი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით, ცდილობდა კომენტარები ჩაეწერა საარჩევნო უბანზე, რაც აკრძალულია. ჟვანიას თქმით, შეუძლებელია, ამ პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციამ დათვალოს ხმები, როდესაც მის საქმიანობაში ასეთი ტიპის ჩარევა ხდება.

 

„მსურს მივმართო ყველას - შეუძლებელია, ამ პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციამ დათვალოს ხმები, როდესაც მის საქმიანობაში ასეთი ტიპის ჩარევა ხდება. ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონდებლობით დადგენილი წესი. დაუშვებელია, ინტერვიუსა და კომენტარების აღება/გაკეთება კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში და ამას ჟურნალისტი არ უნდა ახორციელებდეს. ნებისმიერ პირს, ცხადია, მიეცემა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, უბნის გარეთ განახორციელოს ეს ქმედება. ერთი მხრივ, სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტის მცდელობა აეღო ინტერვიუ, მეორე მხრივ - ეს უკვე გადადიოდა ხმის დათვლის პროცესის ხელშეშლის მცდელობაში,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

მისი განმარტებით, რომელიმე პირის მიერ უბნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისია იღებს. მისივე თქმით, ვინაიდან „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი საკუთარი ქმედებით ხელს უშლიდა ხმის დათვლის პროცესს, კომისიამ მას უბანი დაატოვებინა. „რაც შეეხება უბნის დატოვების ფაქტს, კომისია თავად იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის მიმართ, ვინც უბანს მუშაობაში ხელს უშლის, რომ დაატოვებინოს კენჭისყრის შენობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ საჯაროდ ვიხილეთ, რომ ჟურნალისტმა ნებსით თუ უნებლიეთ, კენჭისყრის შენობაში საკუთარი ქმედებით კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას გადააჭარბა და დაარღვია კანონი. ამავდროულად, ხელი ეშლებოდა ხმის დათვლის პროცესს. ეს ეხებოდა ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანს, თუმცა მე ყველა საუბნო საარჩევნო კომისიას ვთხოვ, ხელი შეუწყონ, რომ პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ, კანონის ფარგლებში, თავისუფლად შეძლოს ხმის დათვლის პროცესის დაკვირვება, თუმცა უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, არსებობს კანონით განსაზღვრული ზომები. ამავდროულად, მედიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს - ყველას ვთხოვ, ნუ გასცდებიან საკუთარ უფლებამოსილებას და აცალონ კომისიას, ზუსტად ასახონ ამომრჩევლის ნება,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.





მსგავსი სიახლეები
„კოლაბორაციულმა ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი - გამოაცხადეს, რომ დააკავებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას - დამიჯერეთ, ეს ბოლო დაკავება არ არის“
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს
ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გადავარდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა
მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტები გადაცვივდნენ - ერთი ადგილზე გარდაიცვალა
ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები - შსს
„ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად - ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას“
სოფელ შუა ხორგაში, მდინარე ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო
„მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, საქართველოში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით - საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს“
„20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო“
„ნაცების დროს, ნაცების დაკანონებული იარაღი იყო ჰუმანიზმისა და დემოკრატიის ნიშანი, ხოლო ახლა არის ატომური ბომბი?“ - როდის და როგორ შეცვალეს პოლიციის შესახებ კანონი
„ვგმობ გუშინ ღამით თბილისში მიმდინარე დემონსტრაციისას მედიაწარმომადგენლებზე ძალადობასა და თავდასხმას, როგორც სერიოზულ დაბრკოლებას პლურალიზმისა და მედიის თავისუფლებისთვის“
შსს-მ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავა, რომელიც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული - გამოკითხვაზე ასევე დაიბარებენ ნიკა მელიასა და გიგი უგულავას
"რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე" - შსს
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს
შსს მოქალაქეებს აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მიღებას ცხელ ხაზზე სთავაზობს
შსს-მ მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა
„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ
მოიწამლნენ თუ არა გაურკვეველი ნივთიერებით ახალგაზრდები „ბასიანში“? - 18 წლის ბექა ზ. ამ დრომდე უგონოდაა – რა მოხდა კლუბში?