ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, პირველი, საერთაშორისო, სამდღიანი, სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა. 


კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და  კონფერენციის მონაწილეებს  სიტყვით მიმართა. კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მაქსიმალური  მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ 2019 წელს ბოტანიკური ბაღისთვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყება.


„მოხარული ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების მეცნიერული შესწავლისა და მისი კონსერვაციის საკითხებთან. საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, მათ შორის მცენარეთა მრავალფეროვნებას, განსაკუთრებული დაცვა და მოფრთხილება ესაჭიროება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით,  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლისა და კონსერვაციის საქმეში.

ჩვენი ამოცანაა, გაძლიერდეს და გააქტიურდეს ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, განახლდეს მცენარეთა კოლექციები და ბაღმა  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვის და მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყება ბოტანიკური ბაღისათვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს სამეცნიერო ლაბორატორიების, სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციული და ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას. მჯერა, რომ ახალი ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის შესაძლებლობების გაძლიერებას“, -  განაცხადა დედაქალაქის მერმა.


კონფერენციის მიზანია საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის შედგების გაანალიზება, არსებული პრობლემების გააზრება, მცენარეთა კონსერვაციის საკითხებზე თანამშრომლობის ეროვნული პლატფორმის შექმნა და სტრატეგიული ხედვების ფორმირება.


კონფერენცაზე, რომელიც 20-21-22 მაისს იმართება, იგეგმება დისკუსია მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადების საკითხებზე.


ღონისძიების ფარგლებში,  ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, 22 მაისს, გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი მცენარეთა კოლექციების გაცვლასა და მცენარეთა კონსერვაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და მისურის ბოტანიკურ ბაღს შორის. ასევე, გაფორმდება მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოში მოქმედ, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და ბოტანიკურ ბაღებს შორის,  საქართველოს მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული ქსელის შექმნის თაობაზე, რომელიც 15 სუბიექტს გააერთიანებს.


კონფერენცია, რომელშიც ბოტანიკური ბაღის ორმოცზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის 110 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას 13 ქვეყნიდან, სამი დღე იმუშავებს სამეცნიერო და პლენარული სესიების, მრგვალი მაგიდისა და ვორქშოპების ფორმატში.  


კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე და BGCI რეგიონული პროგრამების დირექტორი  ესწრებოდნენ.





მსგავსი სიახლეები
„ძუნწები აგინებენ ფულს მაშინ, როდესაც მათ სწორედ ფული უყვართ ყველაფერზე მეტად“
„მე პირველი მილიონი რუბლი რუსეთში ვიშოვე და მერე მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი“
ბრიტანულმა Daily Mail-მა, რუბრიკით "მოგზაურობა", გამოაქვეყნა ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ, რომელშიც გადმოცემულია ჩვენი ქვეყნის ისტორია და თანამედროვეობა, ტურისტული ინდუსტრია
მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
„რატომ უნდა ვილაპარაკო, ვის ვხვდები, ლოგინში მიძვრებით? - 5 ათას ლარად სინდის-ნამუსი უნდა გავიყიდო, თუ რა არის?“
„ერაივალ გაიდსის“ 2019 წლის შემოდგომის საუკეთესო კულინარიული ფესტივალების სიის სათავეში „თბილისობა“ მოხვდა
„ჩერჩილს ხელში „სმარტფონი“ უჭირავს, სტალინი კი დასცინის“
ბევრმა არ იცის, რომ 10 თეთრიანზე წმინდა მოწამე მამანტია გამოსახული და დღეს სწორედ მისი ხსენების დღეა
ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა
კახის რაიონის სოფელ ალიბაილის შოთა რუსთაველის სახელობის ქართულენოვანი სკოლისთვის ახალი შენობა აშენდა
კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა გაიხსნა
ბასკები - ქართველთა მონათესავე ხალხი
იცნობდეთ, ეს ქეთა ოთარაშვილია - ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ამერიკის ჯარში
ქართული ენის მასწავლებელი ქოჯაელში, რომელზეც თურქეთში ლეგენდები დადის
„არა რა, ჩვენ უკვე ის ქართველები აღარ ვართ, ტიპი აივნიდან იდგა და ქუცნას შორიდან უყვიროდა მონა, მონაო - ჩასვლის თავი რომ ჰქონოდა, აივნიდან ხომ არ იყვირებდა“
„გადამწყვეტ მომენტში ბიძინას და გახარიას მხარეს რომ დადგები და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყებ ადამიანის ლანძღვას, რომელთან ერთადაც გუშინ ჭიქას წევდი და სადღეგრძელოს ეუბნებოდი, სირცხვილია!“
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იგრძნოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშესახები შედეგი“
„მომავალ კვირას გაეროში მივდივარ და მინდა წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა - ვაზის და ხორბლის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება“
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წელს, 8 თვეში გაზრდილია 17%-ით
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა