არჩევნების მეორე ტური თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება

არჩევნების მეორე ტური თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა 30 მაისამდე აქვთ.

 

„საარჩევნო პროცედურები გრძელდება. ახლა მიმდინარეობს როგორც საბოლოო შედეგების დამუშავების, ისე საჩივრების განხილვის პროცესი. კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ კენჭისყრის შედეგები არაუგვიანეს კენჭისყრის დღიდან მე-11 დღისა, რაც არის არაუგვიანეს 30 მაისი“, - აღნიშნა მიქელაძემ.

 

რაც შეეხება მეორე ტურის გამართვის თარიღს, როგორც მიქელაძემ განმარტა, კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული პროცედურები კენჭისყრის დღიდან 25 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, მეორე ტურის გამართვისთვის საკანონმდებლო ჩანაწერით, ბოლო ვადა არის 13 ივნისი.

 

„მეორე ტურის თარიღს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 13 ივნისის შემდეგ არჩევნების მეორე ვეღარ ჩატარდება“, - აღნიშნა მიქელაძემ.





მსგავსი სიახლეები
„ძუნწები აგინებენ ფულს მაშინ, როდესაც მათ სწორედ ფული უყვართ ყველაფერზე მეტად“
„მე პირველი მილიონი რუბლი რუსეთში ვიშოვე და მერე მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი“
ბრიტანულმა Daily Mail-მა, რუბრიკით "მოგზაურობა", გამოაქვეყნა ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ, რომელშიც გადმოცემულია ჩვენი ქვეყნის ისტორია და თანამედროვეობა, ტურისტული ინდუსტრია
მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
„რატომ უნდა ვილაპარაკო, ვის ვხვდები, ლოგინში მიძვრებით? - 5 ათას ლარად სინდის-ნამუსი უნდა გავიყიდო, თუ რა არის?“
„ერაივალ გაიდსის“ 2019 წლის შემოდგომის საუკეთესო კულინარიული ფესტივალების სიის სათავეში „თბილისობა“ მოხვდა
„ჩერჩილს ხელში „სმარტფონი“ უჭირავს, სტალინი კი დასცინის“
ბევრმა არ იცის, რომ 10 თეთრიანზე წმინდა მოწამე მამანტია გამოსახული და დღეს სწორედ მისი ხსენების დღეა
ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა
კახის რაიონის სოფელ ალიბაილის შოთა რუსთაველის სახელობის ქართულენოვანი სკოლისთვის ახალი შენობა აშენდა
კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა გაიხსნა
ბასკები - ქართველთა მონათესავე ხალხი
იცნობდეთ, ეს ქეთა ოთარაშვილია - ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ამერიკის ჯარში
ქართული ენის მასწავლებელი ქოჯაელში, რომელზეც თურქეთში ლეგენდები დადის
„არა რა, ჩვენ უკვე ის ქართველები აღარ ვართ, ტიპი აივნიდან იდგა და ქუცნას შორიდან უყვიროდა მონა, მონაო - ჩასვლის თავი რომ ჰქონოდა, აივნიდან ხომ არ იყვირებდა“
„გადამწყვეტ მომენტში ბიძინას და გახარიას მხარეს რომ დადგები და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყებ ადამიანის ლანძღვას, რომელთან ერთადაც გუშინ ჭიქას წევდი და სადღეგრძელოს ეუბნებოდი, სირცხვილია!“
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იგრძნოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშესახები შედეგი“
„მომავალ კვირას გაეროში მივდივარ და მინდა წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა - ვაზის და ხორბლის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება“
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წელს, 8 თვეში გაზრდილია 17%-ით
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა