საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე  8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.


დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,  საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები  რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“  ფეხბურთელები  ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.


2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.


ანალოგიურად,  2019 წლის 19 მაისს,  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.


ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.


გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).


გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.





მსგავსი სიახლეები
„კოლაბორაციულმა ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი - გამოაცხადეს, რომ დააკავებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას - დამიჯერეთ, ეს ბოლო დაკავება არ არის“
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს
ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გადავარდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა
მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტები გადაცვივდნენ - ერთი ადგილზე გარდაიცვალა
ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები - შსს
„ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად - ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას“
სოფელ შუა ხორგაში, მდინარე ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო
„მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, საქართველოში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით - საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს“
„20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო“
„ნაცების დროს, ნაცების დაკანონებული იარაღი იყო ჰუმანიზმისა და დემოკრატიის ნიშანი, ხოლო ახლა არის ატომური ბომბი?“ - როდის და როგორ შეცვალეს პოლიციის შესახებ კანონი
„ვგმობ გუშინ ღამით თბილისში მიმდინარე დემონსტრაციისას მედიაწარმომადგენლებზე ძალადობასა და თავდასხმას, როგორც სერიოზულ დაბრკოლებას პლურალიზმისა და მედიის თავისუფლებისთვის“
შსს-მ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავა, რომელიც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული - გამოკითხვაზე ასევე დაიბარებენ ნიკა მელიასა და გიგი უგულავას
"რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე" - შსს
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს
შსს მოქალაქეებს აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მიღებას ცხელ ხაზზე სთავაზობს
შსს-მ მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა
„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ
მოიწამლნენ თუ არა გაურკვეველი ნივთიერებით ახალგაზრდები „ბასიანში“? - 18 წლის ბექა ზ. ამ დრომდე უგონოდაა – რა მოხდა კლუბში?