გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ინფორმაციით, 22 მაისიდან 7 ივნისამდე, ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების გამო, გორის, ქობულეთის შემოვლითი გზისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.


საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 2019 წლის 22 მაისის 08:00 სთ-დან 24 მაისის 08:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის და 2019 წლის 29 მაისის 08:00 სთ-დან 31 მაისის 08:00 სთ-მდე, სენაკი-თბილისის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.


შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კმ-ებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, 2019 წლის 22 მაისის 08:00სთ-დან 23 მაისის 08:00სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბების ჩაკეტვის პერიოდში, ფოთიდან მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 13-ე კმ-ზე  არსებული სატრანსპორტო კვანძიდან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზების გავლით. ხოლო, სარფიდან მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 30-ე კმ-ზე არსებული სატრანსპორტო კვანძიდან, საერთაშორისო მნიშვნელობისსენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით.

 

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, 2019 წლის 29 მაისის 08:00 სთ-დან 31 მაისის 08:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის და 2019 წლის 5 ივნისის 08:00 სთ-დან 7 ივნისის 08:00 სთ-მდე, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


საავტომობილო გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში - გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.





მსგავსი სიახლეები
„ძუნწები აგინებენ ფულს მაშინ, როდესაც მათ სწორედ ფული უყვართ ყველაფერზე მეტად“
„მე პირველი მილიონი რუბლი რუსეთში ვიშოვე და მერე მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი“
ბრიტანულმა Daily Mail-მა, რუბრიკით "მოგზაურობა", გამოაქვეყნა ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ, რომელშიც გადმოცემულია ჩვენი ქვეყნის ისტორია და თანამედროვეობა, ტურისტული ინდუსტრია
მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
„რატომ უნდა ვილაპარაკო, ვის ვხვდები, ლოგინში მიძვრებით? - 5 ათას ლარად სინდის-ნამუსი უნდა გავიყიდო, თუ რა არის?“
„ერაივალ გაიდსის“ 2019 წლის შემოდგომის საუკეთესო კულინარიული ფესტივალების სიის სათავეში „თბილისობა“ მოხვდა
„ჩერჩილს ხელში „სმარტფონი“ უჭირავს, სტალინი კი დასცინის“
ბევრმა არ იცის, რომ 10 თეთრიანზე წმინდა მოწამე მამანტია გამოსახული და დღეს სწორედ მისი ხსენების დღეა
ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა
კახის რაიონის სოფელ ალიბაილის შოთა რუსთაველის სახელობის ქართულენოვანი სკოლისთვის ახალი შენობა აშენდა
კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა გაიხსნა
ბასკები - ქართველთა მონათესავე ხალხი
იცნობდეთ, ეს ქეთა ოთარაშვილია - ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ამერიკის ჯარში
ქართული ენის მასწავლებელი ქოჯაელში, რომელზეც თურქეთში ლეგენდები დადის
„არა რა, ჩვენ უკვე ის ქართველები აღარ ვართ, ტიპი აივნიდან იდგა და ქუცნას შორიდან უყვიროდა მონა, მონაო - ჩასვლის თავი რომ ჰქონოდა, აივნიდან ხომ არ იყვირებდა“
„გადამწყვეტ მომენტში ბიძინას და გახარიას მხარეს რომ დადგები და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყებ ადამიანის ლანძღვას, რომელთან ერთადაც გუშინ ჭიქას წევდი და სადღეგრძელოს ეუბნებოდი, სირცხვილია!“
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იგრძნოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშესახები შედეგი“
„მომავალ კვირას გაეროში მივდივარ და მინდა წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა - ვაზის და ხორბლის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება“
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წელს, 8 თვეში გაზრდილია 17%-ით
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა