თავისუფლების მოედანზე 26 მაისის ღონისძიებების გამო ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 მაისის 24:00 საათიდან 21 მაისის დილის 05:00 საათამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ასევე, მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე: რუსთაველის გამზირზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის და ალექსანდრე პუშკინის ქუჩებზე. მათი ინფორმაციით, 21 მაისის დილის 06:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობის მარშრუტები სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებამდე დროებით შეიცვლება და ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებებით: პუშკინის ქუჩიდან ამომავალი ავტომანქანები გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ, ისინი ლეონიძის ქუჩაზე მოსახვედრად იმოძრავებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით, წრეზე მობრუნდებიან და კვლავ რუსთაველის გამზირის გავლით ავლენ ლეონიძის ქუჩაზე.

 

„შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებიდან ამომავალი მანქანები ასევე დროებით ვერ იმოძრავებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული ქუჩებიდან ამომავალი საავტომობილო ნაკადი პუშკინის ქუჩით ჩავა ბარათაშვილის ქუჩაზე, მობრუნდება და იმოძრავებს რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ზემოხსენებული მარშრუტები 26 მაისის ღონისძიებების დასრულებამდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ყველა ქუჩასა და მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
„კოლაბორაციულმა ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი - გამოაცხადეს, რომ დააკავებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას - დამიჯერეთ, ეს ბოლო დაკავება არ არის“
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს
ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გადავარდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა
მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტები გადაცვივდნენ - ერთი ადგილზე გარდაიცვალა
ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები - შსს
„ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად - ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას“
სოფელ შუა ხორგაში, მდინარე ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო
„მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, საქართველოში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით - საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს“
„20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო“
„ნაცების დროს, ნაცების დაკანონებული იარაღი იყო ჰუმანიზმისა და დემოკრატიის ნიშანი, ხოლო ახლა არის ატომური ბომბი?“ - როდის და როგორ შეცვალეს პოლიციის შესახებ კანონი
„ვგმობ გუშინ ღამით თბილისში მიმდინარე დემონსტრაციისას მედიაწარმომადგენლებზე ძალადობასა და თავდასხმას, როგორც სერიოზულ დაბრკოლებას პლურალიზმისა და მედიის თავისუფლებისთვის“
შსს-მ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავა, რომელიც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული - გამოკითხვაზე ასევე დაიბარებენ ნიკა მელიასა და გიგი უგულავას
"რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე" - შსს
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს
შსს მოქალაქეებს აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მიღებას ცხელ ხაზზე სთავაზობს
შსს-მ მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა
„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ
მოიწამლნენ თუ არა გაურკვეველი ნივთიერებით ახალგაზრდები „ბასიანში“? - 18 წლის ბექა ზ. ამ დრომდე უგონოდაა – რა მოხდა კლუბში?