ცივი იარაღის გაყიდვისას, შსს-სთვის მყიდველის შესახებ ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო გახდება

ცივი იარაღის გაყიდვის ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს ან ინდმეწარმეებს მყიდველის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად აღრიცხვადა საინფორმაციოში ბაზაში განსათავსებლად შს-სთვის წარდგენა დაევალება. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია საუბარი, რომლითაც ცივი იარაღის რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება და უკანონო რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცივი იარაღის ვაჭრობის უფლება ექნება იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

ცივი იარაღის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ნასამართლობის არმქონე სრულწლოვან პირზე. ამასთან ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება ცივი იარაღის მყიდველის შესახებ ინფორმაცია აღრიცხოს ელექტრონულად და საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარუდგინოს.

 

გარდა ამისა, ლიცენზიის მქონე პირმა სავაჭრო ობიექტში, თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს არასრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერი.

 

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა განსახილველად. ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადად 2019 წლის 1 აგვისტოა განსაზღვრული.





მსგავსი სიახლეები
„კოლაბორაციულმა ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი - გამოაცხადეს, რომ დააკავებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას - დამიჯერეთ, ეს ბოლო დაკავება არ არის“
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს
ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გადავარდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა
მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტები გადაცვივდნენ - ერთი ადგილზე გარდაიცვალა
ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები - შსს
„ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად - ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას“
სოფელ შუა ხორგაში, მდინარე ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო
„მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, საქართველოში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით - საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს“
„20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო“
„ნაცების დროს, ნაცების დაკანონებული იარაღი იყო ჰუმანიზმისა და დემოკრატიის ნიშანი, ხოლო ახლა არის ატომური ბომბი?“ - როდის და როგორ შეცვალეს პოლიციის შესახებ კანონი
„ვგმობ გუშინ ღამით თბილისში მიმდინარე დემონსტრაციისას მედიაწარმომადგენლებზე ძალადობასა და თავდასხმას, როგორც სერიოზულ დაბრკოლებას პლურალიზმისა და მედიის თავისუფლებისთვის“
შსს-მ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავა, რომელიც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული - გამოკითხვაზე ასევე დაიბარებენ ნიკა მელიასა და გიგი უგულავას
"რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე" - შსს
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს
შსს მოქალაქეებს აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მიღებას ცხელ ხაზზე სთავაზობს
შსს-მ მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა
„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ
მოიწამლნენ თუ არა გაურკვეველი ნივთიერებით ახალგაზრდები „ბასიანში“? - 18 წლის ბექა ზ. ამ დრომდე უგონოდაა – რა მოხდა კლუბში?