ცოლის და ორი მცირეწლოვანი შვილის სახლში გამოკეტვის გამო სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

 

ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შეტყობინება შემოვიდა, რომ თბილისში, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

 

უწყების ცნობით, სამართალდამცველები ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადნენ. მათივე ინფორმაციით, პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე პოლიციასთან კავშირზე არ გამოდიოდა და კარს არ აღებდა. ადგილზე გამოძახებულ იქნა სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და ზ.ჯ. დააკავეს.

 

ამ დროისთვის დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.

 

გამოძიება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და11-პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.





მსგავსი სიახლეები
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ჩამორთმევის უფლება მიენიჭა
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნით, მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა
"არასრულწლოვანთა მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილებისთვის ხშირად გადაეღოთ - ერთ-ერთი ბავშვი 5 წლის იყო, როცა ფოტოები პირველად გადაუღეს"
გენერალურმა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების ახლობლები აცხადებენ, რომ მშობლებმა არ იცოდნენ, რა მიზნით უღებდნენ მათ შვილებს
„ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით მივიღეთ“
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულები გადაღებებისთვის ვაჟა-ფშაველასა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარე ბინებს იყენებდნენ
„სახალხო დამცველის მსგავსი განცხადებები კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა, რაც მნიშვნელოვნად ცდება მის უფლებამოსილებას“
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გამოვლინდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან
ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა ისეთი მსჯავრდებულიც შეიწყალა, რომელიც დღემდე იძებნება
ვინ არის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული კიდევ ერთი მკვლელობაში ბრალდებული - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მაღალჩინოსანი
მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე იტალიაში, ბოლონიის აეროპორტში დააკავეს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია 18 სექტემბერს ბრიფინგს გამართავს
„რუსეთის მოქალაქე, რომელიც აგვისტოში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დაკავების დღიდან გამომძიებლებს ჩვენებას არ აძლევს“ - გარდიანი
ზესტაფონში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი შვილი ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში 25 წლის ახალგაზრდამ მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა
მეტროსადგურ „სამგორში“ დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა