26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 23 მაისის, 22:00 საათიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა. კერძოდ, ბარათაშვილის ქუჩიდან მომავალი ნაკადი, ვერ შეძლებს მოძრაობას პუშკინის ქუჩის გავლით თავისუფლების მოედანზე, არამედ ჩავა მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის პანდუსზე. შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამოსული ნაკადი ვერ იმოძრავებს თავისუფლების მოედნის გავლით რუსთაველის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პუშკინის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის მიმართულებით. ლესელიძიდან ამომსვლელი ნაკადი, ვერ იმოძრავებს თავისუფლების მოედნის გავლით რუსთაველის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება პუშკინის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. რუსთაველიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ნაკადი, თავისუფლების მოედნის გავლით, ჩავა პუშკინის ქუჩაზე. 

 

24 მაისს, 23:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე და მასზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე (შ.დადიანის, კოტე აფხაზის და გ.ლეონიძის ქუჩებზე), ასევე ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე. ავტომანქანების მოძრაობა, ასევე, აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

 

ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩაზე, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას. 27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება,” - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
თბილისში 25 წლის ახალგაზრდამ მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა
მეტროსადგურ „სამგორში“ დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
მოსკოვში ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - ვინ არის ქართველი ცოლ-ქმარი?
ქურდობის ბრალდებით, ბარსელონაში პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა
გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ნიკა მელიას აფრთხილებს
რა კავშირია ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობასა და ლაფანყურის სპეცოპერაციას შორის
“როდესაც ადამიანს თავს ესხმიან, მას აქვს უფლება თავდაცვის" - ნიკოლოზ მჟავანაძე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინა
გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ნიკა გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ თბილისში დააკავა
"გი­ჟე­ბი და­დი­ან ქა­ლაქ­ში და ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჩემს შვილს და­ეს­ხა თავს - ის მას მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ა­ში წირ­ვებ­ზე ჰყავს ნა­ნა­ხი“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
"დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში, ახალი ბრალი უნდა წამიყენონ" - ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი წაუყენეს
თემქაზე გარდაცვლილი 62 წლის სიმა მირზოევას ნათესავები ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა
მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა პაატა ბურჭულაძის სარჩელი კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით არ დააკმაყოფილა
"შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან - როცა დაიძაბა, შემდეგ უკვე მეც ამას გავაკეთებდი და შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს"
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენციაა"