“პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან

“პროტესტის მე-7 დღე და ყველაზე მასშტაბური აქცია ჭიათურაში - მოშიმშილე მაღაროელები, რომლებიც ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ქვეშ მუშაობენ, უკვე კვირაზე მეტია ყურადღებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. გაფიცულებმა ყველა ის წერტილი გადაკეტეს, საიდანც მოპოვებული მადნის ქალაქიდან გატანა შეიძლება. როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მათი წარმომადგენლები ქალაქის მასშტაბით 18 ასეთ წერტილს აკონტროლებენ. მაღაროელების თქმით, ისინი კომპანიას არ მისცემენ საშუალებას, რომ მათი მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული ქალაქიდან გაიტანონ. რამდენიმე ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. „ჯორჯიან მანგანეზის" 15 თანამშრომელი შიმშილობას განაგრძობს. გაფიცულია 150-ზე მეტი დასაქმებული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან.

 

"რას ითხოვენ მუშები, რის დაკმაყოფილებაც ასეთი შეუძლებელი გახდა. „რეზონანსს" გაფიცულმა მაღაროელებმა განუცხადეს, რომ მათ 4 მთავარი მოთხოვნა აქვთ, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შიმშილობას და პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს. ისინი კომპანიას სთხოვენ ხელფასის 50%-ის გაზრდას, მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას, ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას და გაფიცვის გამო არავინ დაისაჯოს. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაფიცული მაღაროელების მოთხოვნას, ხელფასის 50%-ით გაზრდის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის"ადმინისტრაცია არ დათანხმდა. მოთხოვნების სანაცვლო „ჯორჯან მანგანეზმა" გაფიცულებს ხელფასების 25%-იანი ზრდა შესთავაზა. მაღაროელები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ, რადგან ეს ითვალისწინებდა ჯერ 15%-ის დარიცხვას და შემდეგ 10%-ის გადახდას ერთი წლის განმავლობაში. „არის ქალაქის გასასვლელები გადაკეტილი, რომ გარეცხილი მანგანეცი არ გავიდეს. ზესტაფონმა თუ მიიღო მანგანეცი, ჩვენ საერთოდ არავინ მოგვაქცევს ყურადღებას. ამიტომაც ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის კიდევ უკიდურეს ზომებს გამოვიყენებთ", - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ჯორჯიან მანგანეზის" 15 თანამშრომელი შიმშილობს, თუმცა გაფიცულია 3 ათასამდე მუშა. მათთან მიდიან ადგილობრივი მცხოვრებლები და მაღაროელებს მხარდაჭერს უცხადებენ. მაღაროელები ამბობენ, რომ ასევე ტყულია ინფორმაცია თითქოს ხელფასების გაზრდა 25%-ით შესთავაზეს. მათი აზრით, ეს არის შემოგდებული ფანდი, რომელსაც აქციის მონაწილეები არ „ჭამენ". „ტყულია ინფორმაცია, თითქოს 25% ხელფასების ზრდა შემოგვთავაზეს. პირიქით, შემოგვთავაზეს ჯერ 15%-ის გაზრდა, რეორგანიზაციის შემდეგ 10%. ეს არ ყოფილა, არის ცრუ ინფორმაცია და არც ის არის სწორი, რომ ამ გაფიცვაში მხოლოდ 150 ადამიანი იღებს მონაწილეობას. ბევრად უფრო მეტნი ვართ. თუ საჭირო გახდება, უფრო ბევრი ადამიანიც შემოგვიერთდება. იმედი ნუ ექნებათ, რომ ეს პროტესტი მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე გადავა", - ამბობს არჩილ ჭუმბურიძე „რეზონანსთან". გაფიცულები აცხადებენ, რომ ისინი კომპანიის არცერთ შემოთავაზებაზე არ წავლენ და მუშაობას მხოლოდ ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ განაახლებენ. თანამშრომლების თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა მათ დაშინებას ცდილობს, რაც არ გამოუვათ. ისინი ამბობენ, რომ გაფიცვამდე და პროტესტის უკიდურეს ზომამდე არაერთხელ ეცადნენ ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებას, თუმცა უშედეგოდ. მათგან მხოლოდ მუქარა და ცინიკური პასუხი მიიღეს. ამიტომაც იძულებულები გახდნენ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმებისთვის მიემართათ. გაფიცულები ხელისუფლებას საქმეში ჩართვის კენ მოუწოდებენ“, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ჩვენს მიმართ არის არნახული მუქარა. გვესვრიან ტალახს და ათასი სიბინძურის მოფიქრებას ცდილობენ. სმს-ები მიუვიდათ თანამშრომლებს, რომ ყველა ჩვენგანი ვინც პროტესტს გამოვთქვამთ, სამართალში მივეცემით და პაუხისგება მოგვიწევს. მინდა ამ ხალხს ვუთხრათ, რომ არავის გვეშინია, ეს არის თითიდან გამოწოვილი. ჩვენ სამართლიანად ვაპროტესტებთ იმას, რაც გვეკუთვნის და უსამართლობაზე თვალის დახუჭვას აღარ ვაპირებთ," - ამბობს გაფიცული გელა ბაძგარაძე „რეზონანსთან". საპასუხოდ კი გაფიცვაში მონაწილეობისთვის ამბოხებული მაღაროელების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს „ჯორჯიან მანგანეზი." მათი ინფორმაციით, კომპანიასა და პროფკავშირებს შორის გასულ წელს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულებს ხელფასი 10 %-ით გაეზარდათ, სანაცვლოდ კი, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების 3 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას. შესაბამისად, „ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, რომ ამჟამინდელი გაფიცვით დასაქმებულებმა დაარღვიეს არა მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების პირობა, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების ყველა ნორმა. რის გამოც „ჯორჯიან მარგანეზი", თითოეულ დასაქმებულს მიმართავს და აცხადებს, რომ: „თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ. უკანონო გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არის კომპანიის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დასაქმებულის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, კომპანია იწყებს სასამართლოსა და სამართალდამცავებისთვის მიმართვის პროცესს",-აცხადებენ კომპანიაში“, - დასძენს გამოცემა.

 

"ჭიათურაში გაფიცული მუშების მოთხოვნებს მამუკა ბახტაძეც ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ ჭიათურაში ურთულესი მდგომარეობაა. ბახტაძის განცხადებით, ყოველი პარალიზებული დღე ქართულ ეკონომიკას აზარალებს. მთავრობის მეთაურმა შექმნილი კრიზისი აღიარა. „ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება და სხვა საკითხები. მე ვიცი, რომ ამავე დროს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა, ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ“, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
“ივანიშვილის საზოგადოებაში გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს”
ეროვნული საქმე თუ იაფფასიანი პოპულიზმი - გოგებაშვილის "დედა ენის“ სკოლებში "დაბრუნებას“ ექსპერტები აკრიტიკებენ
ვინ ცდილობს აზერბაიჯანთან კონფლიქტის პროვოცირებას
“ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო”- ლევან ალაფიშვილი
„ცდილობენ, გახარია ხელისუფლებიდან ამოაგდონ - ვის სურს “ოცნებაში” შს მინისტრის მოშორება
რა სახის პოლიტიკური გზავნილები ჩამოიტანა ტუსკმა საქართველოში
რატომ გადაიფიქრა პუტინმა საქართველოს დასჯა?
ლარი უფსკრულში გადაიჩეხა - ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადეს
საქართველო ზღვარზე! - პოლიციის კორდონით გაყოფილი რუსთაველი და აქციათა ნაირსახეობა
“გაბუნიას პროვოკაცია იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”
“პუტინი ოლიგარქს პოლონიუმით ემუქრება”- მეგი გოცირიძე
“ოცნება” პოლიტიკურ დაჭერებზე საზოგადოებრივი აზრის შექმნას და მტკიცე ხელის პოლიტიკის გატარებას ცდილობს”
როგორ იხელთა მომენტი და რა გააკეთა იუსტიციის საბჭომ “გავრილოვის ღამეს”
რუსული მედიის ანტიქართული ისტერია და საფრთხე, რომელიც ასეთ პროპაგანდას შესაძლოა მოჰყვეს
რა მიზანი აქვს კრემლის მიერ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში დასვენების აკრძალვას
"ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა“ ჩვენი ადამიანების მიმართ"
“გახარიას პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ მას კითხვებზე პასუხი არა აქვს”
4 - 91-ის წინააღმდეგ - რა ელით “ურჩ” დეპუტატებს
“არეულობა და პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილს თავად აწყობს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად“
რითი გადაფარავს გახარია 20 ივნისის ღამეს