ევროკავშირის წევრი ორი ქვეყნის ელჩი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

“ორ დღეში ერთმანეთის მიყოლებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქარველოში არსებულ ბიზნეს გარემოს კრიტიკულად აფასებენ. ავსტრიის და იტალიის დიპლომატები საქართველოს მედია საშუალებებთან საუბრისას აცხადებენ, რომ არსებობს რიგი ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ბიზნესის განვითარებას აფერხებენ. რატომ დაიწყეს ელჩებმა ამაზე საუბარი და რა სახის სკანდალზე შეიძლება იმალებოდეს ამის უკან? აქვთ თუ არა მათ კონკრეტული მაგალითები და რატომ არ შეეცადნენ, რომ ეს პრობლემები სამუშაო რეჟიმში საქართველოს ხელისუფლებასთან განეხილათ? მმართველი გუნდის წევრები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ ელჩებმა უფრო უნდა დააზუსტონ რას გულისხმობენ და რა პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები გაუგებარია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ევროკავშირის წევრი ორი ქვეყნის ელჩი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.


“ავსტრიის ელჩის განცხადება მნიშვნელოვნად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს და კატეგორიულად მიუღებელია”, - ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ თუ რაიმე გადაცდომა არსებობს, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ. “ავსტრიის ელჩის განცხადება მნიშვნელოვნად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს და კატეგორიულად მიუღებელია. თუ რაიმე გადაცდომა არსებობს, რაც ახასიათებს ევროპულ ქვეყნებს, აშშ-ს ამაზე საქართველომ, ხელისუფლებამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა მიიღოს, თუმცა მთავარი თემა რაც არის, ეს არის შეფასება და რეიტინგები, რომელიც გაცილებით უფრო კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ არის ჩამოყალიბებული, ვიდრე ნებისმიერი ელჩის მიერ შეიძლება იყოს წარმოდგენილი”,- განაცხადა გია ვოლსკიმ. ხოლო პრემიერი ბახტაძე კი იტალიის ელჩის კრიტიკურლი განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, თუმცა “ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, ყველაფერი კარგად არის”. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ განცხადებას არ გაცნობია, თუმცა მნიშვნელოვანი კომუნიკაცია აქვს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. დიპლომატების აზრით, კი ორივე ქვეყანასთან სასწრაფოდ მიზეზების გარკვევა უნდა დაიწყოს, რატომ აკეთებენ მსგავს განცხადებებს ელჩები. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანასთან ურთიერთობა გაუფუჭდება, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო ამბობს, რომ პირადად ავსტრიის მაგალითზე მათ მუდმივად საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება და გამკლავება უწევთ, რასაც გადაწყვეტილების მიუღებლობა და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების ნაკლებობა ჰქვია. “სწორედ ეს წარმოადგენს ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს, საქართველოში ბიზნესის კეთებაზე როცა მიდგება საქმე. პრობლემაა ისიც, რომ აქ სიმართლეს იშვიათად გეუბნებიან. გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, გამოვყოფდი პრობლემას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რადგან აქ ჩვენ ხშირად ვაწყდებით გამჭვირვალობის არარსებობას გადაწყვეტილებების მიღებისას. ბოლოს მაინც ძირითად პრობლემას ისევ და ისევ თაობებს შორის პრიორიტეტების თვალსაზრისით არსებულ შეუთანხმებლობაში ვხედავ, რაც აღვივებს საბჭოთა ნარატივს და ამგვარ მიდგომებს ამკვიდრებს ქვეყანაში”, - განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში. საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ კი განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რომ ერთროულად ორი ელჩის კრიტიკული განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში, თანაც ბიზნესზე უცნაურია. მისი თქმით, როგორც წესი, ასეთ ხმამაღლა განცხადებებს ელჩები საჯაროდ არ აკეთებენ და თუ რამე პრობლემაა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არკვევენ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

„პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ, რა გახდა ელჩების ამ განცხადების საფუძველი. ჩვეულებრივად, განსაკუთრებით დასავლეთის და ევროპის დიპლომატები საქართველოს მიმართ განსაკუთრებით დადებითად არიან განწყობილი. ხოლო მათი კრიტიკა ერთადერთ მიზანს - საქართველოში არსებული სიტუაციის უკეთესობისკენ გამოსწორებას ემსახურება. ფაქტია, რომ რაღაც შეცდომებთან გვაქვს საქმე. სასწრაფოდ უნდა გაირკვას რა ხდება და ყველა კითხვას, დაჩქარებულ ვადებში, მაქსიმალურად გამჭვირვალე პასუხები უნდა გაეცეს. არ გამოვრიცხავ, რომ ინფორმაციები მათ უშალოდ ბიზნესმენებისგან მიიღეს. არ არის გამორიცხული, რომ როგორც ავსტრიის, ასევე იტალიის კომპანიის წარმომადგენლებს აქ რაღაც პროცესი შეეხოთ, რამაც ასეთი ხმაური გამოიწვია. შეიძლება ეს იყოს ლეგალური თემები, ბიზნეს ინტერესები. უმრავი კავშირებია, სადაც რაღაც რომ გამწვავდეს, გასაკვირი არ არის. შესაძლოა რომელიმე მათი ქვეყნის ბიზნესმენებმა რაიმე პრობლემის მოგვარებისთვის საელჩოებს მიმართა. ალბათ ეს არ იყო ერთჯერადი სახის პრობლემა და ელჩებმაც ხმამაღალი განცხადებები არაერთი შემთხვევის შემდეგ გააკეთეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

 

“ყველაფერთან ერთად სხვა საქმეა დიპლომატმა ასეთი ტერმინოლოგიები რამდენად უნდა იხმაროს. მართალია, მათ სალანძღავი და შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უხმარიათ, მაგრამ კონკრეტულად ავსტრიის ელჩმა ძალიან უხეში ფრაზები გამოიყენა. ყველაფერი ამის გამოხატვა ბევრად უფრო საქმიან სიტუაციაში შეიძლებოდა და არა ასე ღიად, პირდაპირ ჟურნალისტებთან. არ ვიცი, ასე რატომ გააკეთეს, ესეც გასარკვევია და მათი ქმედებები რა მიზანს ემსახურება. ხომ შეიძლებოდა ამ პრეტენზიებით პირდაპირ იმ უწყებებისთვის, ან საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიემართათ, რომლებიც კომპეტენტურები იყვნენ? ჩემი კოლეგების ამ საქციელის ახსნა, როცა რიგი მიზეზები არ ვიცი, ძალიან მიჭირს”, - ამბობს, მენაღარიშვილი, რომლის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობები მართალია ამ ქვეყნებთან არ დაზაინდება და არ შეიცვლება, მაგრამ განწყობა და ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება შეილახოს. ყოფილი მინისტრი აზრით, თუ სიტუაციაში სწრაფად არ გავერკვიეთ, ამ ქვეყნებთან ნდობას ზიანი მიადგება, რაც ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც დასავლეთის მხადაჭერა ძალიან სჭირდება, დამაზიანებელი იქნება. ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრია, ამიტომაც ამ დიალოგის გადადება დროში არ უნდა გაჭიანურდეს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ქართული ოცნების” წევრი და დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო წინა წლებთან და წინა ხელისუფლებასთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებულია და ამაზე არავინ დაობს. მისი თქმით, ელჩების განცხადებები საკმაოდ უცნაური და გასაკვირია, რადგანაც ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებს ბიზნეს-ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. ხუნდაძე ამბობს, რომ თუკი რამე ბიუოკრატიული ბარიერები არსებობს და ამას არც არავინ უარყოფს, ამის გამოსწორება შეიძლება. ხოლო ამისთვის ანალიზია საჭირო და არა ელჩების მხრიდან ნეგატიური შეფასებები. დეპუტატი ამბობს, რომ სიტუაციის გაუმჯობესებაზე ხელისუფლება უარს არასდროს ამბობს და ამის მცდელობა მუდმივად არის”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო რამდენად არის ელჩების შესაფასებელი, ეს ჩემში ეჭვს იწვევს. ამისთვის ბიზნესასოციაცია არსებობს და ასეთი განცხადებები მათი მხრიდან უნდა გაკეთდეს. ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ასეთი შეფასებები ძალიან გასაკვირია. არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესასოციაციის მხრიდან არ გამიგონია ასეთი შეფასებები და რაზე დაყრდნობით აკეთებენ დიპლომატები ამ განცხადებებს, თქმა მიჭირს. თუ ეს მათი ქვეყნის მოქალაქეებს ეხება, კი, ბატონო, დაგვიზუსტონ, გადამოწმებას წინ არაფერი უდგას. თუკი რაიმეა გამოსასწორებელია, ხარვეზია და ჩარევაა საჭირო, უარს არავინ იტყვის. ასე ზედაპირული საუბარი ცოტა გაუგებარი და დამაბნეველია. თუ მათ რამე კონკრეტული მაგალითები აქვთ, ამისთვის სამუშაო რეჟიმიც არსებობს და რატომ გახდა ამაზე ასე ღიად საუბარი საჭირო, ალბათ გასარკვევია. მე მაინც ორივე ელჩს მოვუწოდებ დააზუსტონ, რას გულისხმობენ და იქნება პრობლემის სათავეც ვიპოვოთ”, - აცახდებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძე. 





მსგავსი სიახლეები
“ივანიშვილის საზოგადოებაში გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს”
ეროვნული საქმე თუ იაფფასიანი პოპულიზმი - გოგებაშვილის "დედა ენის“ სკოლებში "დაბრუნებას“ ექსპერტები აკრიტიკებენ
ვინ ცდილობს აზერბაიჯანთან კონფლიქტის პროვოცირებას
“ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო”- ლევან ალაფიშვილი
„ცდილობენ, გახარია ხელისუფლებიდან ამოაგდონ - ვის სურს “ოცნებაში” შს მინისტრის მოშორება
რა სახის პოლიტიკური გზავნილები ჩამოიტანა ტუსკმა საქართველოში
რატომ გადაიფიქრა პუტინმა საქართველოს დასჯა?
ლარი უფსკრულში გადაიჩეხა - ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადეს
საქართველო ზღვარზე! - პოლიციის კორდონით გაყოფილი რუსთაველი და აქციათა ნაირსახეობა
“გაბუნიას პროვოკაცია იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”
“პუტინი ოლიგარქს პოლონიუმით ემუქრება”- მეგი გოცირიძე
“ოცნება” პოლიტიკურ დაჭერებზე საზოგადოებრივი აზრის შექმნას და მტკიცე ხელის პოლიტიკის გატარებას ცდილობს”
როგორ იხელთა მომენტი და რა გააკეთა იუსტიციის საბჭომ “გავრილოვის ღამეს”
რუსული მედიის ანტიქართული ისტერია და საფრთხე, რომელიც ასეთ პროპაგანდას შესაძლოა მოჰყვეს
რა მიზანი აქვს კრემლის მიერ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში დასვენების აკრძალვას
"ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა“ ჩვენი ადამიანების მიმართ"
“გახარიას პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ მას კითხვებზე პასუხი არა აქვს”
4 - 91-ის წინააღმდეგ - რა ელით “ურჩ” დეპუტატებს
“არეულობა და პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილს თავად აწყობს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად“
რითი გადაფარავს გახარია 20 ივნისის ღამეს