ვინ უშლის ხელს გახარიას გაპრემიერებას სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე

“მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, მედიაში “ქართული ოცნების” შიდა წყაროებიდან გამოდის ინფორმაცია, რომ უახლეს მომავალში და სავარაუდოდ, იმ კვირაში შესაძლებელია სამთავრობო ცვლილებები მოხდეს. როგორც “რეზონანსს” უდასტურებენ, უკვე შუალედური არჩევნების შედმეგ, გიორგი გახარიას გაპრემიერების შესახებ აქტიური საუბარი ისევ დაიწყო. ის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვების პარალელურად პრემიერობისთვის ემზადება. ყველაფერ ამაზე კი ეჭვს ის აგრემოებაც აჩენს, რომ გიორგი გახარია გავლენებს ძალოვან უწყებებში და სხვადასხვა სამინისტროებში აძლიერებს. თუმცა, როგორც ასევე ბოლო დროს გამოჩნდა, გახარიას პრემიერობა გუნდში დიდად არ სურთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ უშლის ხელს გახარიას გაპრემიერებას - სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე / “ოცნებაში” იმ ლიდერის წარმოჩენას ეცდებიან, რომელიც რეალურად ლიდერობს, ასეთი კი ივანიშვილის გარდა სულ ორია - ესაა გახარია და კალაძე”.

 

“სავარაუდოდ, ღარიბაშვილის უკან დაბრუნების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო სიაზე დიდი ბრძოლა მიდის. ღარიბაშვილს სურს, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროს და სიაში მისთვის სასურველი ადამიანები მოხვდნენ. ანალოგიურს გიორგი გახარიაც ცდილობს. გულხელდაკრეფილი არც კახი კალაძეა. ამიტომაც ყველაფერი ახალ სამთავრობო ცვლილებებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს. მან გადაცემა “რეაქციაში” დასმულ კითხვაზე - იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, განაცხადა, რომ ამას გუნდი წყვეტს და თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ეს ცვლილებებიც მოხდება. მან კატეგორიულად უარყო მასზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოში გადასვლას გეგმავს. “ქართული ოცნების” წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, კონკრეტული ინფორმაცია არა აქვს. თუმცა, არაფერს გამორიცხავს. მისი აზრით, მსგავსი ცვლილებები ყოველთვის საჭიროა და მით უმეტეს საპარლამენტო არჩევნების წინ ალბათ სასურველიც იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ. თუმცა, გამორიცხვით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ვნახოთ, დაველოდოთ და დრო გვიჩვენებს რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას სამთამვრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, უარყოფითად განწყობილი არ ვარ და მგონია მსგავსი ცვლილებები უფრო სასარგებლოც არის. შევხედოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ”, - აცხადებს ქანთარია. ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია თვლის, რომ თუ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია რეალურია, მაშინ ლოგიკას ცოტა მოკლებული იქნება. მსგავსი ცვლილებები უფრო ხშირად წინასაარჩევნოდ ხდება, რადგანაც საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, თითქოს ქვეყანაში რაღაც იცვლება. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ შიდა სიტუაციას ასე სჭირდებოდეს და გახარიას გაპრემიერება რაღაც სიტუაციის დალაგებას ემსახურებოდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ფაქტია ერთია, ყველა კარგად ხვდება, რომ დღევანდელი პრემიერი ბახტაძე იმაზე სუსტია, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, საერთოდ არ არსებობს. განსხვავებით კვირიკაშვილისგან, რომელსაც რაღაცის გადაწყვეტა მაინც შეეძლო და შედარებით პრინციპული იყო. ბახტაძე როგორც პოლიტიკური ლიდერი ვერ შედგა. მას რაიმე საკუთარი ხედვა არ გააჩნია. ამას ხედავენ, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის გარეთაც. ამიტომ, როგორც ჩანს, თავად “ოცნებაში” წინასაარჩევნოდ იმ ლიდერის წარმოჩენას ეცდებიან, რომელიც რეალურად ლიდერობს. ასეთი კი ივანიშვილის გარდა სულ ორია - ესაა გახარია და კალაძე. გახარიას როგორც ვხედავთ, დე ფაქტო ლიდერი და მმართველია. ყველა კრიზისულ სიტუაციაში ეგ მიდის და პასუხობს. შესაძლოა, ივანიშვილს ახლა გაუჩნდა სურვილი, რომ მის მაგივრად რაღაცაზე პასუხისმგებლობა კიდევ სხვამაც აიღოს. მართალია ფორმალური მმართველობიდან გამომდინარე ბოლომდე პასუხისმგებლობას ვერც გახარია აიღებს, მაგრამ რის საშუალებასაც მისცემენ, იმაზე მაინც იქნება პასუხისმგებელი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

 

“მისივე თქმით, გახარიას გაპრემიერებაზე საუბარი ბოლო დროს ხშირად მიდის, თუმცა ფაქტია, რომ ამას ხელისუფლებაში არსებული გარკვეული ჯგუფები ხელს უშლიან. კაკაჩია ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენის შემდეგ, როგორც ჩანს გუნდის შიგნით საპარლამენტო სიაზე გარკვეული დაპირისპირება მიდის. ყველა ეცდება, რომ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა უფრო მეტი ჰყავდეს. ამიტომაც, გახარიას პრემიერობა, როგორც ჩანს გუნდის შიგნით გულზე ბევრს არ ეხატება. ამიტომაც, საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად კონკურენცია სულ უფრო გაიზრდება და დაპირისპირების კერები კიდევ უფრო გამწვავდება”, - დასძენს გამოცემა.





მსგავსი სიახლეები
“ივანიშვილის საზოგადოებაში გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს”
ეროვნული საქმე თუ იაფფასიანი პოპულიზმი - გოგებაშვილის "დედა ენის“ სკოლებში "დაბრუნებას“ ექსპერტები აკრიტიკებენ
ვინ ცდილობს აზერბაიჯანთან კონფლიქტის პროვოცირებას
“ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო”- ლევან ალაფიშვილი
„ცდილობენ, გახარია ხელისუფლებიდან ამოაგდონ - ვის სურს “ოცნებაში” შს მინისტრის მოშორება
რა სახის პოლიტიკური გზავნილები ჩამოიტანა ტუსკმა საქართველოში
რატომ გადაიფიქრა პუტინმა საქართველოს დასჯა?
ლარი უფსკრულში გადაიჩეხა - ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადეს
საქართველო ზღვარზე! - პოლიციის კორდონით გაყოფილი რუსთაველი და აქციათა ნაირსახეობა
“გაბუნიას პროვოკაცია იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”
“პუტინი ოლიგარქს პოლონიუმით ემუქრება”- მეგი გოცირიძე
“ოცნება” პოლიტიკურ დაჭერებზე საზოგადოებრივი აზრის შექმნას და მტკიცე ხელის პოლიტიკის გატარებას ცდილობს”
როგორ იხელთა მომენტი და რა გააკეთა იუსტიციის საბჭომ “გავრილოვის ღამეს”
რუსული მედიის ანტიქართული ისტერია და საფრთხე, რომელიც ასეთ პროპაგანდას შესაძლოა მოჰყვეს
რა მიზანი აქვს კრემლის მიერ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში დასვენების აკრძალვას
"ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა“ ჩვენი ადამიანების მიმართ"
“გახარიას პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ მას კითხვებზე პასუხი არა აქვს”
4 - 91-ის წინააღმდეგ - რა ელით “ურჩ” დეპუტატებს
“არეულობა და პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილს თავად აწყობს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად“
რითი გადაფარავს გახარია 20 ივნისის ღამეს