“გარყვნილების ზეიმს არ დავუშვებთ, გახარია, მოდი, მოგვიხადე ბოდიში!”

“14 ივნისს “თბილისი პრაიდმა” საღამოს 7 საათზე აქციის – “სახელმწიფო, სად ხარ?” გამართვა დაანანონსა. ამ განცხადებას წინ უძღოდა საპატრიარქოს განცხადება, რომელიც 14 ივნისს გავრცელდა. საღამოს 7 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ვასაძე მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ დედაქალაქში “თბილისი პრაიდი” არ გაიმართოს. დაახლოებით ამ დროს პოლიციამ “თანასწორობის მოძრაობის” წევრი, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი დააკავა. სამართალდამცველებმა ის მანქანაში ჩასვეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ლევან ვასაძე: “გარყვნილების ზეიმს არ დავუშვებთ, გახარია, მოდი, მოგვიხადე ბოდიში!” /მთავრობის კანცელარიასთან “თბილისი პრაიდმა” აქციის მოწყობა სცადა / ლევან ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ლგბტ პირებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს.


“ალბათ საფრთხე დაინახეს და გამარიდეს სიტუაციას”, - განაცხადა თაბაგარმა, რომელიც სამართალდამცველებს მანქანაში ნახევარი საათი ჰყავდათ. თაბაგარმა ადგილზე მათი მოწინააღმდეგეების მისვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ როცა მოძალადე ჯგუფები ახერხებენ მათზე გამარჯვებას და პარპაშს, ეს სახელმწიფოებრიობის კრახია. ლევან ვასაძის თქმით, თავდაცვის რეჟიმში ისინი თავად არიან - “აგრესიის მსხვერპლი ვართ ჩვენ. ჩვენ გვესხმიან თავს გარედან დაფინანსებული ძალები, რომლებიც გვირყვნიან შვილების თაობას, თათოეულს თავზე გვახვევენ იმ ტერმინოლოგიას, რომელიც არის ანტიქრისტიანული და თავისი შინაარსით ღრმად დესტრუქციული. ჩვენი მოსვლის მიზეზი არის ის, რომ არ დავუშვათ გარყვნილების ზეიმი ჩვენ ქვეყანაში” - განაცხადა ვასაძემ. “ხვალ დილით დავაანონსებთ შეხვედრას, რომელზეც განვმარტავთ სამოქმედო გეგმას, როგორც ჩავშლით გარყვნილებას მთავრობის კანცელარიასთან"- თქვა ლევან ვასაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ლგბტ აქტივისტებს აქციის გამართვის უფლებას არ მისცემენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“თუ სახელმწიფო უარს ამბობს წესრიგის დაცვაზე, ამ წესრიგს ჩვენ დავიცავთ. სულ მთელი მსოფლიოს ელჩები რომ თბილისში ჩამოვიდნენ და ეჭიჭყინონ ამ მთავრობას, აქციის გამართვის ნებას არ მივცემთ”, - დასძინა ვასაძემ. მოგვიანებით პოლიციამ დააკავა რამდენიმე პირი, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილის შვილი ალექსანდრე, რომელმაც ლგბტ აქციის მისამართით ცარიელი ბოთლი ისროლა, რასაც მოჰყვა სიტუაციის დაძაბვა და პოლიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა. სამართალდამცველები მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ, ადგილზე დიდი რაოდენობით იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია. აქციის მიმდინარეობისას შსს-მ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით კონტრაქციის მონაწილე 4 პირი დააკავა, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ - როცა კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ აქციის მონაწილეებთან მიახლოება სცადეს, ამას ისევ შეხლა-შემოხლა მოჰყვა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“დაკავებებთან დაკავშირებით ლევან ვასაძემ შსს მინისტრის მიმართა – “რა უფლებით დააკავეს ჩვენი აღშფოთებული მოქალაქეები, ნარკომანებთან და პერვერტებთან ხომ უყვართ ბოდიშების მოხდა, მოვიდნენ და აქ მოგვიხადონ ბოდიში. მაინდამაინც ისე უნდა ვღნაოდეთ, როგორც ნარკომანები ღნაოდნენ ამ მოედანზე? ვეძახი გახარიას, რომ მოხვედი, შე კაი კაცო, ნარკომანებს ბოდიშები უხადე, აგერ ვდგავართ და მოდი, მოგვიხადე ბოდიში”... გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ თუ პოლიცია კიდევ დაიცავდა ლგბტ თემის წარმომადგენლების აქციას - შექმნიდა ისეთ კორდონს, რომ კიბეებზე დატოვებდა მათ პროვოკატორებს, რომლებიც მაღლა სწევდნენ თავის პლაკატებს და არ აღკვეთდა მათ პროვოკაციებს, ისინი თავად დაშლიდნენ მათ აქციას... ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დაანანონსა ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც დაიცავს სამართლიანობას და ლგბტ თემის წარმომადგენლებს არ მისცემს მსგავსი ღონისძიებების ჩატარების უფლებას. აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა თქვა, რომ ისინი აპროტესტებენ “სოდომ-გომორული ცოდვის” პროპაგანდას, რადგან აქ სწორედ პროპაგანდაზეა საუბარი”, - დასძენს გამოცემა.





მსგავსი სიახლეები
"საქართველოს სომხური მოსახლეობის განწყობა მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურია"-გრანტ მიქაელიანი
"ბოქლომის ხუთშაბათობა" - პროტესტის კიდევ რა ფორმების გამოყენებას აპირებს ოპოზიცია
არსებობს თუ არა იზოლაციის საფრთხე და როგორია დასავლეთის პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე
„ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია და ყველას განურჩევლად მკურნალობდა - ქართველებს, ოსებს, რუსებს“
რატომ არა აქვს პერსპექტივა მაჟორიტარების კონტრშეტევას პროპორციულ სისტემაზე – „ეს პოლიტიკური თამაშებია“
ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის
"არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო“ - აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე აქციებზე
"არასწორი იქნებოდა თბილისური ნოემბრის პროტესტების მიზეზები მხოლოდ კონსტიტუციისა და არჩევნების ირგვლივ დებატებში ვეძებოთ"
რა საფრთხეს უქმის საქართველოს თურქეთიდან ტერორისტების დეპორტაცია
რას ნიშნავს "ოცნების“ მაჟორიტართა ახალი აკვიატება და რისთვის აგროვებს ხელმოწერებს ხუნდაძე
“პროცესებში უნდა ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება” - რა ტაქტიკა აქვს ოპოზიციას
სპეცრაზმის დახმარებით ჩატარებული ბიუროს სხდომა და დაშლილი აქცია - რას აპირებს ოპოზიცია
სამიტი და “ტვინის სიკვდილი” - რა შეიცვლება ნატოში ორი კვირის შემდეგ და რა შეიცვლება ამით საქართველოსთვის
“მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი”
“ივანიშვილმა გადალახა ღირსების ხაზიც, შეპყრობილია სისტემური შიშით და ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”
ივანიშვილის ახალი გეგმა - ვადამდელი არჩევნების აჩრდილი
ჩაერია თუ არა რუსეთი ორი წლის წინათ მომხდარ კატალონიის მოვლენებში?
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან "ოცნების“ დეპუტატებიც გადიან
რა უნდა ჩინეთს საბერძნეთში? - პირეის ნავსადგურის რეკონსტრუქცია და დახმარება პართენონის მარმარილოს დაბრუნებაში
რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება