მთავრობის ადმინისტრაციასთან, წუხანდელ აქციაზე დაკავებული პირებიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000-1000-ლარიანი გირაო დააკისრა

მთავრობის ადმინისტრაციასთან, გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირებიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1000-1000-ლარიანი გირაო დაეკისრა. როგორც ჟურნალისტებს, ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელმა, ნანა ჯინჭარაძემ განუცხადა, ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც დაკავებულებს დაეკისრათ, არასამართლიანია. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაკავებულებიდან სამ პირს 1000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალი ასეთია, რომ პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა, გიორგი ხვედელიძემ ეს უარყო და თქვა, რომ ასე არ ყოფილა. ის მოძღვართან მიახლოებას ცდილობდა და ამის საფუძველზე დააკავეს. ხვედელიძე 5 შვილის მამაა და ასე მარტივი არაა 1000 ლარის მოტანა", - განაცხადა ჯინჭარაძემ.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 28 პირის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, გუშინ, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით აქციის 28 მონაწილე დააკავეს. მათგან 7 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.





მსგავსი სიახლეები
„ევროსასამართლოს კონკრეტულმა სექციამ ჯერ გადაწყვეტილება მიიღო „რუსთავი 2“- ის საქმეზე, არსებითი შესწავლის გარეშე და შემდეგ რომელიღაც სტაფერმა, სავარაუდოდ, ქართველმა „გააპრავა“
საქართველოს გენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან „ვახტანგისი“ აზერბაიჯანის მიმართულებით გააბრუნეს
„სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი არის ერთი ტელევიზიის საკუთრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს“
„სტრასბურმა ამ საქმის განხილვას მოანდომა ორ წელზე ოდნავ მეტი დრო! - სწრაფად განხილვის ახსნა მე არ მომისმენია და ანალოგიური სისწრაფით განხილული არც ერთი საქმე არ მახსენდება!”
„ადვოკატი იყო ბატონი ოქრუაშვილი, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო,ქ ფული ასესხა?! “
„დაკითხეთ ირაკლი ოქრუაშვილი - მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2“
„როდესაც წავიკითხე მოსამართლეთა შემადგენლობა, შოკში ჩავვარდი - მჯეროდა ევროპული ღირებულებების, მაგრამ შავი ხვრელი თითქმის ყველგან ყოფილა“
„სახელმწიფომ იური ვაზაგაშვილი ვერ დაიცვა აფეთქებისგან - ეს არის ევროპის სასამართლოს ძალიან მძიმე განცხადება“
„ნიკა გვარამიამ მოსამართლეებზე საუბრისას დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი კრიტიკა და ტერმინები გამოიყენა“ - რამ აღაშფოთა სტრასბურგის სასამართლო
აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე დააკავეს
ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში ხვალ დაბრუნდება და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებები ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე
„რ-2-ის პარტნიორები შეიცვალა, ახალ პარტნიორებს სრული უფლება აქვთ, დირექტორობიდან გაიწვიონ გვარამია და შეუწყვიტონ მას შრომითი ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რა წერია იმ ხელშეკრულებაში“
"ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ"
"რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით"-თეა წულუკიანი
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა
ქობულეთში 60 წლამდე ექიმი დააკავეს, რრომელიც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად მოქალაქეებზე ყალბ რეცეპტებს გასცემდა
პროკურატურა პოლიციის მაღალი რგოლის წარმომადგენლების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
„შს სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება“