ფოთში ტაეკვანდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ფოთში ტაეკვანდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამი მწვრთნელი დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მწვრთნელებმა აცნობეს. მათი თქმით, 7 წელია საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნულ ფედერაციას სულხან ბაბუაძე მართავს და მისი მუშაობით უკმაყოფილოები არიან. მწვრთნელების განცხადებით, ისინი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებენ და მის გადაყენებას მოითხოვენ. დღეს მწვრთნელები ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათივე თქმით, გამგეობის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებული მწვრთნელები ფოთის პოლიციაში იმყოფებიან.

 

,,ინციდენტი გამოიწვია ფედერაციის არასწორმა მმართველობამ. ეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა. მწვრთნელების 95% ამ პრეზიდენტს სამი თვეა ბოიკოტს უცხადებს. ეს ადამიანი ყველაფრის იგნორირებას ახდენს. დღეს ამ ქალაქში ტარდებოდა ღია ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო 350-ზე მეტ სპორტსმენს, თუმცა ასპარეზობდა დაახლოებით 60 სპორტსმენი. დიდი ხანია ვითხოვთ ბაბუაძესთან შეხვედრას, რომ ჩატარდეს ყრილობა, მაგრამ 2016 წლიდან არ ჩატარებულა. ვინ რა საკითხებს წყვეტს, საერთოდ არა ვიცით. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ფედერაციის წევრები,“-განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კლუბ ,,დოჯოს“ მწვრთნელმა შოთა გოჩიაშვილმა.

 

შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. ფოთის პოლიციასთან შეკრებილი არიან ტაეკვანდოს მწვრთნელები და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.





მსგავსი სიახლეები
„ერთ სახლში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ ჩემი ძმის და მოკლულის ოჯახები - როგორ უნდა იცხოვრონ ახლა იქ - მერჩივნა ბექა ყოფილიყო მკვდარი“
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბექა კვიციანი დააკავეს
თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია, მის ძმისშვილ ბექა კვიციანს კი ამ დრომდე ეძებენ
პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა
არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას თქმით, ბრალდება, რასაც ამ ეტაპზე გაეცნო, ვარაუდებზეა დამყარებული
კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე დაკავებულებს შორის სასულიერო პირიცაა
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ფოთის მერიის თანამშრომელი ნიკა გრიგოლია პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
"მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები" - შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროკურატურა მაკო გომურის განცხადებას პასუხობს
საგამოძიებო სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი მოკლული იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს