რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმეზე ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს

 

რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ედება. რუსთავში ვალერი ირემაძემ 13 წლის ძმისშვილი გოგიტა ირემაძე 10 თებერვალს მოკლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს მოქალაქე ვ.ი.-მ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვ.ი.-ს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ვ.ი.-მ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ძმისშვილს გ.ი.-ს, რომელიც გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა - ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვისთვის.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
„ევროსასამართლოს კონკრეტულმა სექციამ ჯერ გადაწყვეტილება მიიღო „რუსთავი 2“- ის საქმეზე, არსებითი შესწავლის გარეშე და შემდეგ რომელიღაც სტაფერმა, სავარაუდოდ, ქართველმა „გააპრავა“
საქართველოს გენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან „ვახტანგისი“ აზერბაიჯანის მიმართულებით გააბრუნეს
„სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი არის ერთი ტელევიზიის საკუთრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს“
„სტრასბურმა ამ საქმის განხილვას მოანდომა ორ წელზე ოდნავ მეტი დრო! - სწრაფად განხილვის ახსნა მე არ მომისმენია და ანალოგიური სისწრაფით განხილული არც ერთი საქმე არ მახსენდება!”
„ადვოკატი იყო ბატონი ოქრუაშვილი, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო,ქ ფული ასესხა?! “
„დაკითხეთ ირაკლი ოქრუაშვილი - მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2“
„როდესაც წავიკითხე მოსამართლეთა შემადგენლობა, შოკში ჩავვარდი - მჯეროდა ევროპული ღირებულებების, მაგრამ შავი ხვრელი თითქმის ყველგან ყოფილა“
„სახელმწიფომ იური ვაზაგაშვილი ვერ დაიცვა აფეთქებისგან - ეს არის ევროპის სასამართლოს ძალიან მძიმე განცხადება“
„ნიკა გვარამიამ მოსამართლეებზე საუბრისას დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი კრიტიკა და ტერმინები გამოიყენა“ - რამ აღაშფოთა სტრასბურგის სასამართლო
აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე დააკავეს
ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში ხვალ დაბრუნდება და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებები ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე
„რ-2-ის პარტნიორები შეიცვალა, ახალ პარტნიორებს სრული უფლება აქვთ, დირექტორობიდან გაიწვიონ გვარამია და შეუწყვიტონ მას შრომითი ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რა წერია იმ ხელშეკრულებაში“
"ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ"
"რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით"-თეა წულუკიანი
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა
ქობულეთში 60 წლამდე ექიმი დააკავეს, რრომელიც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად მოქალაქეებზე ყალბ რეცეპტებს გასცემდა
პროკურატურა პოლიციის მაღალი რგოლის წარმომადგენლების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
„შს სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება“