19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას უმასპინძლებს

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალურ სესიას უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, 19 ივნისს, 19:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნება. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო სხდომას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის.

 

ფორუმის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მიმართვას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო გააცნობს. ასამბლეის პარალელურად 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება გამოფენა „აღდგომა იესო ქრისტესი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 63 ნამუშევარი, რომელიც ხატწერის საერთაშორისო კონკურსის ექსპერტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია. ექსპონატები თანამედროვე ხელოვნების სახვითი ხერხებითაა შექმნილი, რომლებიც ბიზანტიურ ხატწერაში დამკვიდრებული ფორმებითა და სტილითაა შთაგონებული და მათვე ეფუძნება. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ გამოფენა ათენიდან სპეციალურად თბილისის ფორუმისთვის ჩამოიტანა. გამოფენაზე ოთხი ქართველი ხატმწერის ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.

 

25 ივნისიდან, ერთი თვის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს გამოფენის დათვალიერების საშუალება სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ექნება. ასამბლეის მონაწილეთათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სახელით საზეიმო მიღება გაიმართება. ასამბლეის (IAO) სხდომები 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარდება. ვიზიტის ფარგლებში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) დელეგაციის წევრები შეხვდებიან სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა. ორგანიზაციის შექმნის მისია 1993 წელს საბერძნეთში, ქალაქ ქალკიდიკიში გამართული კონფერენციის - „მართლმადიდებლობა ახალ ევროპულ რეალობაში“ მონაწილეთა დეკლარაციაშია ჩამოყალიბებული. საქართველოს პარლამენტი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ, ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციით არის წარმოდგენილი. 2014 წელს საქართველო ორგანიზაციის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელად, 2015 წელს კი საერთაშორისო სამდივნოს წევრად აირჩიეს. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტიდან 25 ქვეყანაა გაერთიანებული.





მსგავსი სიახლეები
თემაზე, - "ვაზის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგია" - პრეზენტაცია გაიმართა
„საკმარისი ძალაა ქვეყნის “ამოსატრიალებლად“, აბა არა?“
მოძრაობა"შეცვალეს" წევრების აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდა
„გვახსოვდეს, დღეს სამოქალაქო დაპირისპირება მხოლოდ დამპყრობლისა და ჩვენი საძაგელი მტრის ინტერესებშია და მის ოცნებას წარმოადგენს - რომლისგანაც გვიხსნას უფალმა, ამინ!"
თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის მტკი­ცე­ბით, შუა თითი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის არ უჩ­ვე­ნე­ბია
"კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს" - მიხეილ ჩხენკელი
საქართველო დემოკრატიის გზაზე - ადგილზე სიარული
„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა“
პატრიარქმა "მიყვარხარ საქართველო" სამჯერ გაიმეორა
ტერიტორიის ტურისტული უსაფრთხოება
თბილისის მერია დამატებით კიდევ 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია - 2019 წლის მსოფლიო სტატისტიკა
ჰომოსექსუალური რევოლუციის მანიფესტი - ოჯახი, ეს სიცრუის, ღალატის, უძლურების, პირმოთნეობისა და სისასტიკის სანერგე, გაუქმდება!“
"დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე - რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ? ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია"
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქე მივიდა და მაკრატლით თმა შეიჭრა - მან პატრიარქის შურაცხყოფა გააპროტესტა
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
თინა კან­დე­ლაკ­მა და­ბა­დე­ბის დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და
"ადამიანებო, განსაკუთრებით შვილებო, ერთი წამით არ დაიჯეროთ ის ბინძური ტყუილები, რასაც ტელევიზიით ცაავები და გაბუნიები საუბრობენ!
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის 173 სტუდენტი პატრიარქის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს