„მივმართავ ხელისუფლებას - მაქსიმალურად იმუშავეთ დიპლომატიურ მისიებთან, რათა არ ჩაერიონ ამ პროვოკაციაში - მაქსიმალურად იმუშავეთ მთავარი პროვოკატორების გამოსავლენად“

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს თბილისი პრაიდის გამართვის თემაზე და ხელისუფლებას მიმართავს:

 

„ნამდვილად არანაირი საქმე არ მაქვს იმ ისედაც გაუბედურებულ ხალხთან, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ ვინ არიან - ქალი, თუ მამაკაცი. ნამდვილად არანაირი საქმე არ მაქვს, რადგანაც მგონია, რომ მათ არც "პრაიდები" სჭირდებათ და არც "აღლუმები". მივმართავ იმ ხალხის მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს (თუ ასეთი ჰყავთ), რომ შეაჩერონ ფულზე დახარბებული თავიანთი ახლობლები. შეაწყვეტინონ ის პროვოკაციები, რაც ჩაფიქრებული აქვთ. არ გინდათ მათგან ოჯახში მოტანილი 30 თეთრი (აბა ვერცხლს ვინ მისცემს). უგემურია იმ ფულით ნაყიდი შაქარი და ფორთოხალი და მომწამვლელია ის კანფეტი, რომელსაც ბავშვებს უყიდიან. ყველა ხვდება, თუ ვინ იყენებს გაუბედურებულ ადამიანებს. უფრო სწორად მათ სახელს და ვინ უშვებს საზარბაზნე ხორცად ფულზე დახარბებულ თქვენს ახლობლებს. დამერწმუნეთ, მთავარი პროვოკატორები ყველაფერზე წამსვლელები არიან. აბსოლუტურად ყველაფერზე და სრულიად შესაძლებელია, რომ მათ თავად ჩაიდინონ რაიმე გამოუსწორებელი საშინელება. ჩაიდინონ იმისთვის, რომ თავიანთი რევანშისტული და მანიაკალური მიზნის მისაღწევად, ქვეყნის და ხალხის დისკრედიტაცია მოახდინონ. მივმართავ ხელისუფლებას - მაქსიმალურად იმუშავეთ დიპლომატიურ მისიებთან, რათა არ ჩაერიონ ამ პროვოკაციაში. მაქსიმალურად იმუშავეთ მთავარი პროვოკატორების გამოსავლენად და გაასაჯაროეთ მოპოვებული მასალები. იმუშავეთ, იმუშავეთ და ნუ ელოდებით, რომ წყალი კალაპოტში ჩადგება. დამერწმუნეთ - თუ წყალს გზას არ დაუთმობ, ნაპირებზე გადმოვა და ყველაფერს წალეკავს. ეს კი არა მგონია ვინმე ნორმალურ ადამიანს უნდოდეს“, წერს გია გაბრიჭიძე





მსგავსი სიახლეები
თემაზე, - "ვაზის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგია" - პრეზენტაცია გაიმართა
„საკმარისი ძალაა ქვეყნის “ამოსატრიალებლად“, აბა არა?“
მოძრაობა"შეცვალეს" წევრების აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდა
„გვახსოვდეს, დღეს სამოქალაქო დაპირისპირება მხოლოდ დამპყრობლისა და ჩვენი საძაგელი მტრის ინტერესებშია და მის ოცნებას წარმოადგენს - რომლისგანაც გვიხსნას უფალმა, ამინ!"
თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის მტკი­ცე­ბით, შუა თითი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის არ უჩ­ვე­ნე­ბია
"კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს" - მიხეილ ჩხენკელი
საქართველო დემოკრატიის გზაზე - ადგილზე სიარული
„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა“
პატრიარქმა "მიყვარხარ საქართველო" სამჯერ გაიმეორა
ტერიტორიის ტურისტული უსაფრთხოება
თბილისის მერია დამატებით კიდევ 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია - 2019 წლის მსოფლიო სტატისტიკა
ჰომოსექსუალური რევოლუციის მანიფესტი - ოჯახი, ეს სიცრუის, ღალატის, უძლურების, პირმოთნეობისა და სისასტიკის სანერგე, გაუქმდება!“
"დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე - რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ? ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია"
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქე მივიდა და მაკრატლით თმა შეიჭრა - მან პატრიარქის შურაცხყოფა გააპროტესტა
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
თინა კან­დე­ლაკ­მა და­ბა­დე­ბის დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და
"ადამიანებო, განსაკუთრებით შვილებო, ერთი წამით არ დაიჯეროთ ის ბინძური ტყუილები, რასაც ტელევიზიით ცაავები და გაბუნიები საუბრობენ!
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის 173 სტუდენტი პატრიარქის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს