დღეს ლომისობაა

დღეს ლომისობაა, რომელიც აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში აღინიშნება. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, “დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშასა და “ფერხისას,” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით.

 

​ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.

 

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმინდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

 

ხალხური გადმოცემით, ჯაჭვი მლეთაზე ამოუტანია დადიანის ქალიშვილს, რომელსაც დიდი ცოდვები ჩაუდენია. მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში. მართლაც, აღუსრულებია აღთქმა ქალიშვილს, რა დღიდანაც მიიჩნევა, რომ გამოისყიდა ცოდვები წმიდა გიორგის მეოხებით. ამის შემდეგ ჯაჭვი წმიდა გიორგის ეკლესიაში დარჩა და იმ დროიდან მოსახლეობა ცდილობს ამ რიტუალის გამეორებას.

 

ლომისობა ადრექრისტიანული დღესასწაულია და ქრისტიანულ სარწმუნოებასთანაა დაკავშირებული.

 

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ​საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდებს, რომ 19 ივნისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 75-82 კმ-ზე (დუშეთის რაიონი, სოფელი მლეთა) გადატვირთული მოძრაობისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოერიდონ 30-ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას.





მსგავსი სიახლეები
აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა
,,საქართველოში არავის არასდროს გასვლია ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა და არასდროს არ გაუვათ თავისუფლების ჩახშობა’’
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ იმსჯელეს
„მონა ხართ“, „ადამიანებს თვალები დათხარეთ“,-მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
„ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ქუთაისში, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გიგა შუშანიას კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვერონა-შუამთის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
"ბარსელონას" ექიმების მხარდაჭერა უკანონო პატიმრობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს!
„რო­გორც ტყვეს, ისე არას­დროს მომ­ქცე­ვი­ან, ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებ­დნენ, რომ ფეხ­ზე დავ­მდგარ­ი­ყა­ვი“ - ორი რუსი მფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა მხა­რემ ჩა­მო­აგ­დო, ვაჟა გაფრინდაშვილის პა­ცი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ
ბელგიელმა მოსამართლემ ქურდობაში ბრალდებული ქართველი გაათავისუფლა და ჯანდაცვის სამინისტროს მისი შვილის მკურნალობა დაავალა
რისთვის ჭირდებოდა ოთხასი ხელბორკილი ოპოზიციას და რატომ ჩაიშალა პარლამენტის შენობის ალყა - კომედია საპროტესტო აქციებიდან
„შე მართლა დასაჭურისებულო ლატენტურო მამათმავალო, მამაკაცის უკმარისობა რომ გაქვს, იმიტომ დადიხარ კომბლებით და სხვა ფალიკური სიმბოლოებით“
„თქვენს სიებში ისეთი ბუტულიზმიანი, ტოქსიკური ტიპები შეიყვანეთ, ახლა რომ "პაჩკა-პაჩკა" არ გტოვებდნენ, ვერც გავიხსენებდით“
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
"ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია"-ქეთევან ციხელაშვილი
პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა
დე ფაქტო უშიშროების სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"თქვენი საძაგელი, დანაშაულებრივი, სასტიკი საოკუპაციო რეჟიმის გამო დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იტანჯებიან"
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან ასფალტზე, სტიკერები, წარწერით „დალუქულია“ დააკრეს
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს