23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება

23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

კახა კალაძის თქმით, წელს გარბენი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ორბელიანის ახლადრეაბილიტირებულ მოედანზე დასრულდება. 

 

თბილისის მერმა გარბენში მონაწილეობისკენ პირველ რიგში, დედაქალაქის მთავრობის წევრებს და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებულ ყველა ადამიანს მოუწოდა. 

 

„ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ქალაქის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, ასევე, მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას ვახორციელებთ. გვინდა,  მსგავსი სპორტული სივრცეები  ყველა რაიონში არსებობდეს. გარდა ამისა, სკვერებში ვამონტაჟებთ სავარჯიშო მოწყობილობებს. ამის საუკეთესო მაგალითია გოძიაშვილის სახელობის პარკი, სადაც  სპორტით ყველა თაობის ადამიანია დაკავებული. გახსოვთ ალბათ, რომ შარშან გაიმართა გარბენი „თბილისი“, რომელშიც მონაწილეობა ბევრმა სპორტსმენმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულმა მოქალაქემ მიიღო. წელს, 23 ივნისს, ამ გარბენის ჩატარებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათიდან, ხოლო გარბენი  - 10:00 საათზე”, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

მისივე თქმით, მარათონის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მასში ქალაქის მოსახლეობის ჩართულობაა. 





მსგავსი სიახლეები
აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა
,,საქართველოში არავის არასდროს გასვლია ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა და არასდროს არ გაუვათ თავისუფლების ჩახშობა’’
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ იმსჯელეს
„მონა ხართ“, „ადამიანებს თვალები დათხარეთ“,-მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
„ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ქუთაისში, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გიგა შუშანიას კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვერონა-შუამთის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
"ბარსელონას" ექიმების მხარდაჭერა უკანონო პატიმრობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს!
„რო­გორც ტყვეს, ისე არას­დროს მომ­ქცე­ვი­ან, ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებ­დნენ, რომ ფეხ­ზე დავ­მდგარ­ი­ყა­ვი“ - ორი რუსი მფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა მხა­რემ ჩა­მო­აგ­დო, ვაჟა გაფრინდაშვილის პა­ცი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ
ბელგიელმა მოსამართლემ ქურდობაში ბრალდებული ქართველი გაათავისუფლა და ჯანდაცვის სამინისტროს მისი შვილის მკურნალობა დაავალა
რისთვის ჭირდებოდა ოთხასი ხელბორკილი ოპოზიციას და რატომ ჩაიშალა პარლამენტის შენობის ალყა - კომედია საპროტესტო აქციებიდან
„შე მართლა დასაჭურისებულო ლატენტურო მამათმავალო, მამაკაცის უკმარისობა რომ გაქვს, იმიტომ დადიხარ კომბლებით და სხვა ფალიკური სიმბოლოებით“
„თქვენს სიებში ისეთი ბუტულიზმიანი, ტოქსიკური ტიპები შეიყვანეთ, ახლა რომ "პაჩკა-პაჩკა" არ გტოვებდნენ, ვერც გავიხსენებდით“
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
"ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია"-ქეთევან ციხელაშვილი
პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა
დე ფაქტო უშიშროების სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"თქვენი საძაგელი, დანაშაულებრივი, სასტიკი საოკუპაციო რეჟიმის გამო დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იტანჯებიან"
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან ასფალტზე, სტიკერები, წარწერით „დალუქულია“ დააკრეს
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს