„მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმროს ექსტრემისტები" - ლევან ვასაძე

„მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმროს ექსტრემისტები იმიტომ, რომ ისინი არ ემორჩილებიან შსს-ს განჩინებას,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს ვერის ბაღში განუცხადა. ვასაძე შსს-ს იმ პირთა დაკავებისკენ მოუწოდებს, რომლებიც მისი თქმით, 200-300 კაცის მეშვეობით საზოგადოებაში არეულობის შეტანას ცდილობენ.

 

„ისინი ახდენენ რადიკალიზაციას იმ 200-300 კაცის მეშვეობით. ეს არის ის ერთი მუჭა ხალხი, რომელიც მათ უნდა ანაცვალონ მთელ ქართველ ერს,“- განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

ბიზნესმენის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ჭკვიანი წევრი მიკა მელია აღმოჩნდა, რადგან ვასაძის ინფორმაციით, ისიც პრაიდის ჩატარების წინააღმდეგია. ლევან ვასაძემ პოლიციელებს მათ მხარეზე გადასვლისკენ მოუწოდა.

 

„რაც შეეხება პროცესებს, რომელიც წასულია ე.წ. ლიბერალ-ფაშისტ-მარქსისტების ბანაკში, ძალიან სასაცილოა. წასულია რღვევა. ყველაზე ჭკვიანი „ნაცი“ მელია აღმოჩნდა, როგორც ველოდებოდით. ის გადმოვიდა ხალხის მხარეს და თქვა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს. ეს პროცესი მათში გაგრძელდება. ჩვენ ველოდებით, რომ პოლიციელების გარკვეული ნაწილი ასევე გადმოვა ხალხის მხარეს. მათ მოვუწოდებ, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაექვემდებარონ ჩვენს სახელმწიფოზე უკანონო ზეწოლას და თავის ხელფასები ხალხის სიყვარულს არ ანაცვალონ,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.





მსგავსი სიახლეები
„რუსთავი-2-ის ტოპ ჟურნალისტებიდან რომელიმეს თუ ეყოფა პატიოსნება, გამბედაობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გამოვიდეს ეთერში და თქვას“
დაცლილი სოფლები და ქალაქები - სკოლების სია, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა
“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია“
„ქართველი ხალხის სირცხვილია, სადაც აქციას უძღვებოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ამ წმინდა ადგილს დღეს ესენი აბინძურებენ“
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი-2-ის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა
„ავლიპ ზურაბაშვილის გაცოცხლებას არ გთხოვთ, მაგრამ ხომ შეგიძლიათ, ერთი დიდი შენობა ააშენოთ, დადგათ ერთი დიდი სამოვარი, სადაც "ნაციონალები" სამეგრელოს ნაცვლად აადუღებენ ჩაის და ისაუბრებენ რევოლუციაზე“
„თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, არაფერი დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია“
„ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამიას თავის გუნდით შესთავაზა „იბერიაში“ მუშაობა და ლონდონში მიიპატიჟა მოლაპარაკებებზე“
ამერიკული „ნიუს კორპი“ რუსთავი-2-ის მფლობელებს 2004 წელს 10 მილიონ დოლარს სთავაზობდა - გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ნიუს კორპის“ უკან ბადრი პატარკაციშვილი იდგა
„ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს იცავდით 7 წელი და იმდენი დრო გავიდა დაგვავიწყდა, რომ ის შეიძლება დაცემულიყო - დაეცა მწარედ და ცინიკურად“
„სააკაშვილ-გვარამიას ზონდერებს კისრებზე აქლემის ტყავისგან დამზადებული წყალში დამბალი საყელოები გაუკეთეს და მზეზე დასვეს - ახლა ის ტყავი ნელ-ნელა გაშრება და კისერში წაუჭერს“
მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს
„კამოც კი, ამათთან შედარებით, "სპეტაკი" კომუნისტია! ფუუფ და ვააჰ!“
პაატა სალია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი გახდეს
„და აი, ისინიც... ავტორიტეტულნი, გავლენიანნი, მოუსყიდავნი, გაუყიდავნი, მიუკერძოებელნი, ობიექტურნი და რაც მთავარია, დიდი მამულიშვილნი, რომელთაც აქვთ არნახული ნდობა“
„ჩააცვით ის ადიდასი, მერე ზემოდან პატიმრის „პალასატი“ გადააცვით და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოითხოვს - გიჟის პიჟამო მეკუთვნისო“
ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2”-ის ანგარიშზე არაფერი დატოვა
„ბიჭო ნოდარა, სძინავს მაგას ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ, შენ შემოგევლე“
„თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ თქვენით იწყება და მთავრდება საქართველო და საქართველოსთვის ბრძოლა?“
„ის ფინანსური მდგომარეობა, რაც დაგვხვდა არხზე, არის ძალიან ცუდი“