"თბილისი წელს პირველად უმასპინძლებს უმაღლესი რანგის სამოყვარულო ტურნირს - Taste & Play" - ზურაბ ბოქოლიშვილი

17-19 ოქტომბერს, თბილისი გოლფის საერთაშორისო ტურნირს “Taste & Play”- უმასპინძლებს. „ჯორჯიან თაიმსი“ ამ თემაზე სასაუბროდ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ ბოქოლიშვილს დაუკავშირდა.

 

-რას გვეტყვით ტურნირის შესახებ?

 

-საქართველოს გოლფის ფედერაციის და საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსის ორგანიზებით, თბილისი წელს პირველად უმასპინძლებს უმაღლესი რანგის სამოყვარულო ტურნირს, - Taste & Play, რომლის პროგრამაშიც, სპორტული შემადგენელის, გოლფის გარდა, მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი; კულტურული, გასტრონომიული, ქვეყნის პოპულარიზაციისკენ მიმართული და სხვა.

 

-რატომ “ Taste & Play”?

 

-ტურნირის კონცეფცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ ბრენდინგზეა დაფუძნებული. ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, უნიკალური კულინარიული და გასტრონომიული ტრადიციების ქვეყანა. გოლფის და ამ კომპონენტების შერწყმა საკმაოდ მიმზიდველ პროდუქტს იძლევა. ამას მოწმობს უკვე მონაწილეთა მსურველთა რიცხვი და ვიმედოვნებთ,  რომ ჩვენი ტურნირი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს სპორტულ სამყაროში.

 

-გოლფი და საქართველო?

 

-გეთანხმებით, ის ახალი სპორტია ჩვენთვის, მაგრამ უაღრესად პერსპექტიული-ბევრი კუთხით. Tbilisi Hills Golf & Residencies-ის ამოქმედებამ საქართველოს გოლფის ფედერაციას და სხვა დაინტერესებულ სტრუქტურებს მოგვცა საშუალება განვავითაროთ სპორტის ეს სახეობა, რომელსაც სხვა დატვირთვაც აქვს. პირველ რიგში, ტურისტული შემადგენელი-გოლფ ტურისტები ყველაზე მიმზიდველ სეგმენტად ითვლება. ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მათ ძალიან საინტერესო, სწორად დაგეგმილი პროდუქტი, რომელიც ზოგადად არის ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი. ასევე ბიზნეს კომპონენტი, როდესაც გოლფ ივენთი წარმოაგენს კომუნიკაციის, ნეტვორკინგის საუკეთესო საშუალებას, შესაძლებლობას შენს მიზნობრივ აუდიტორიას შესთავაზო პროდუქტი თუ მომსახურება.

 

-ტურნირი კომერციულია, როგორია ადგილობრივი თუ გლობალური კომპანიების ჩართულობა?

 

-საკმაოდ აქტიური, ტურნირის პარტნიორები უკვე გახდნენ ერთ-ერთი უდიდესი სააუდიტორო კომპანია PKF, მსოფლიოში აღიარებული საათების მწარმოებელი Omega, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi, ოფიციალური გადამზიდი იქნება Bene Exclusive, ოფიციალური ვისკი Jimsher. უახლოეს დღეებში დავაანონსებთ ტურნირის ოფიციალურ ღვინოს და ასევე, რამდენიმე ახალ გლობალურ პარტნიორს.

 

-ორი სიტყვით, რატომ უნდა დავესწროთ ტურნირს?

 

-გოლფი, ღვინო, კულინარია, კავშირები, კარგი გარემო, საინტერესო ხალხი, ბევრი ემოცია, - ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. ამიტომაც, გიწვევთ...

 

-"ჯორჯიან თაიმსის" სახელით წარმატებას გისურვებთ!

 

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
ქართულმა წყვილმა ფიგურულ სრიალში იუნიორთა გრან პრის ოქროს მედლები მოიპოვა
ბატუტზე მხტომელი ქართველი გოგონები იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ
ნონა გაფრინდაშვილი ისევ მსოფლიო ჩემპიონია
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თურქეთში სამი ოქროს მედალი მოიპოვა
სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა
მარიამ ჭანტურია ძიუდოში ევროპის ჩემპიონია
ძიუდოისტები ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
17 ოქტომბერს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი “Taste & Play” საზეიმოდ გაიხსნება - დეტალები
ლუკა კურტანიძე მსოფლის სამგზის ჩემპიონი გახდა ვეტერან მოჭიდავეთა შორის
რა უპასუხა მილტონ ჰეიგმა იაპონელი მასპინძლების შეცდომას - რაგბის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა ვალერი მელაძის რუსული სიმღერა ჩართეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა
ალინა ბუტაევას და ლუკა ბერულავას წყვილმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია აიღო
ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
"საქართველო უნდა დაამატონ 6 ერში, ისინი გაიზრდებიან ტოპ გუნდებთან ხშირი თამაშით და არა ოთხ წელიწადში ერთხელ"
„საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბებს, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოეცათ“
ბექა ლომთაძემ ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
პარიზის მსოფლიო ველორბოლის გამარჯვებული ქართველი ალექსანდრე გეგეჭკორი გახდა
ბევრ მწვრთნელს მაგალითად მოუყვანია შენგელიას საგოლე ალღო, მაგრამ იმასაც დასძენდნენ, ეს არ ისწავლება, გოლს შენგელიასავით უნდა გრძნობდეო.''