სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებს მიმართავს:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებს მიმართავს:

 

„გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეთ, მოგესალმებით უფლის დედის,- ყოვლადწმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის სახელით, იმ ქვეყნის სახელით, სადაც მაცხოვრის ნებით და ღვთისმშობლის დავალებით ქრისტიანობა ჯერ კიდევ I საუკუნეში იქადაგა წმ. ანდრია პირველწოდებულმა და დაარსა პირველი ეპარქიები და ეკლესია. მან სამჯერ იმოგზაურა საქართველოში მოციქულ მატათასა და სვიმონ კანანელის თანხლებით. მოციქული მატათა ბათუმის ახლოს, გონიოშია, დაკრძალული, სვიმონ კანანელი კი, -აფხაზეთში, კომანში. თქვენ ჩამოხვედით ქვეყანაში, სადაც 1700 წლის წინ, ასევე ღვთისმშობლის დავალებით, მოვიდა კაპადოკიელი ქალწული, წმ. ნინო, რომლის ქადაგებით და ღვთის შეწევნით აღსრულებულ სასწაულთა მადლით მოექცა ჩვენი მეფე-დედოფალი, მთელი ერი და ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს IV საუკუნის 30-იან წლებში მოხდა; V საუკუნეში საქართველოს ეკლესია გახდა ავტოკეფალური, XI საუკუნიდან მისი საჭეთმპყრობელი კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებს. თქვენ ჩამობრძანდით ქვეყანაში, სადაც ჩვენს სულიერ დედაქალაქ მცხეთაში დაფლულია ძველი და ახალი აღთქმის უდიდესი სიწმინდენი,- კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხალენი წმ. ილია წინასწარმეტყველისა, სადაც დაცულია ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატები, ღვთისმშობლის კვართი და მრავალი სხვა სიწმინდე.

 

საქართველომ, კავკასიის ამ პატარა ქრისტიანულმა ოაზისმა, დიდი მსხვერპლის ფასად 2000 წლის მანძილზე შეურყვნელად დაიცვა უცვალებელი სწავლება ეკლესიისა. არაერთი მაგალითი გვაქვს, ათასობით ბერის, მონოზვნის, სასულიერო პირისა და ერისკაცთა თავდადებისა. ჯალალედინის დროს მარტო ერთ დღეს 100 000 მართლმადიდებელს მოკვეთეს თავი, რომელთაც არ შეურაცხყვეს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. თუმცა გვქონდა დიდი ჩავარდნის პერიოდიც – ათეისტური რეჟიმის ხანა, როდესაც თითქმის ყველაფერი განადგურდა: ხელნაწერები, ხატები, ტაძრები, საეკლესიო ნივთები; გადაასახლეს, დაარბიეს და დახვრიტეს თითქმის მთელი სასულიერო დასი, რის შედეგადაც 25 000 მოქმედი ეკლესიიდან XX საუკუნის სამოციანი წლებისთვის 48-ღა დარჩა.

 

მადლობა ღმერთს, დღეს სხვა მდგომარეობაა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ პრობლემები, შიდა თუ გარე, მრავლად გვაქვს. ყველაზე მოუშუშებელი და მტკივნეული კი მაინც ის არის, რომ მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ანხორციელებს, რადგან ეს ტერიტორია (ქვეყნის 20%) ოკუპირებულია. ძვირფასო სტუმრებო, თქვენც იმ ქვეყნების წარმომადგენლები ბრძანდებით, რომელთა წარსულიც ქრისტესთვის თავდადების მაგალითია, რომელთა კულტურა, აზროვნება და ცხოვრების წესი ქრისტიანობითაა განმსჭვალული. დღეს, მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, ჩვენ ყველანი და, ზოგადად, კაცობრიობა მრავალი საერთო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებების მოსმენა თანამედროვე ტენდენციებზე, თქვენეული ანალიზი გამოწვევების თაობაზე და ხედვა მომავლისა“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.





მსგავსი სიახლეები
„რუსთავი-2-ის ტოპ ჟურნალისტებიდან რომელიმეს თუ ეყოფა პატიოსნება, გამბედაობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გამოვიდეს ეთერში და თქვას“
დაცლილი სოფლები და ქალაქები - სკოლების სია, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა
“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია“
„ქართველი ხალხის სირცხვილია, სადაც აქციას უძღვებოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ამ წმინდა ადგილს დღეს ესენი აბინძურებენ“
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი-2-ის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა
„ავლიპ ზურაბაშვილის გაცოცხლებას არ გთხოვთ, მაგრამ ხომ შეგიძლიათ, ერთი დიდი შენობა ააშენოთ, დადგათ ერთი დიდი სამოვარი, სადაც "ნაციონალები" სამეგრელოს ნაცვლად აადუღებენ ჩაის და ისაუბრებენ რევოლუციაზე“
„თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, არაფერი დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია“
„ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამიას თავის გუნდით შესთავაზა „იბერიაში“ მუშაობა და ლონდონში მიიპატიჟა მოლაპარაკებებზე“
ამერიკული „ნიუს კორპი“ რუსთავი-2-ის მფლობელებს 2004 წელს 10 მილიონ დოლარს სთავაზობდა - გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ნიუს კორპის“ უკან ბადრი პატარკაციშვილი იდგა
„ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს იცავდით 7 წელი და იმდენი დრო გავიდა დაგვავიწყდა, რომ ის შეიძლება დაცემულიყო - დაეცა მწარედ და ცინიკურად“
„სააკაშვილ-გვარამიას ზონდერებს კისრებზე აქლემის ტყავისგან დამზადებული წყალში დამბალი საყელოები გაუკეთეს და მზეზე დასვეს - ახლა ის ტყავი ნელ-ნელა გაშრება და კისერში წაუჭერს“
მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს
„კამოც კი, ამათთან შედარებით, "სპეტაკი" კომუნისტია! ფუუფ და ვააჰ!“
პაატა სალია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი გახდეს
„და აი, ისინიც... ავტორიტეტულნი, გავლენიანნი, მოუსყიდავნი, გაუყიდავნი, მიუკერძოებელნი, ობიექტურნი და რაც მთავარია, დიდი მამულიშვილნი, რომელთაც აქვთ არნახული ნდობა“
„ჩააცვით ის ადიდასი, მერე ზემოდან პატიმრის „პალასატი“ გადააცვით და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოითხოვს - გიჟის პიჟამო მეკუთვნისო“
ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2”-ის ანგარიშზე არაფერი დატოვა
„ბიჭო ნოდარა, სძინავს მაგას ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ, შენ შემოგევლე“
„თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ თქვენით იწყება და მთავრდება საქართველო და საქართველოსთვის ბრძოლა?“
„ის ფინანსური მდგომარეობა, რაც დაგვხვდა არხზე, არის ძალიან ცუდი“