„ვგმობ გუშინ ღამით თბილისში მიმდინარე დემონსტრაციისას მედიაწარმომადგენლებზე ძალადობასა და თავდასხმას, როგორც სერიოზულ დაბრკოლებას პლურალიზმისა და მედიის თავისუფლებისთვის“

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი გმობს თბილისში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ძალადობის შემცველი ინციდენტებსა და არასათანადო მოპყრობას მედიის წარმომადგენლების მიმართ. მისი განცხადებით, ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ეუთოს ანგარიშის მიხედვით, 20 ივნისს, მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა „როიტერსიდან“, „რადიო თავისუფლების“ საქართველოს ბიუროდან, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან, Civil.ge-დან, ტელეკომპანია პირველი არხიდან, ტელეკომპანია TV Pirvelli-დან, Kavkazsky Uzel-იდან, Netgazeti.ge-დან, OC Media-დან, Maestro TV-დან, Adjara TV-დან და Interpressnews.ge-დან მიიღეს სერიოზული დაზიანებები, ძირითადად, სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებისგან. მათ თავს დაესხნენ, დააკავეს ან მათი აღჭურვილობა დააზიანეს მაშინ, როცა ისინი აშუქებდნენ თბილისში მიმდინარე დემონსტრაციას.

 

„ვგმობ გუშინ ღამით თბილისში მიმდინარე დემონსტრაციისას მედია წარმომადგენლებზე ყველა სახის ძალადობასა და თავდასხმას, როგორც სერიოზულ დაბრკოლებას პლურალიზმისა და მედიის თავისუფლებისთვის. მედიას აქვს უფლება, გააშუქოს საჯარო ღონისძიებები და სამართალდამცავებმა პატივი უნდა სცენ ჟურნალისტების უფლებას, ყოველთვის თავისუფლად და უსაფრთხოდ გააშუქონ მოვლენები“, - განაცხადა დეზირმა. მან აღნიშნა, რომ Civil.ge-ს ფოტოგრაფმა გურამ მურადოვმა რეზინის ტყვიებისგან ზურგში 11 ჭრილობა მიიღო, „რუსთავი 2“-ის რეპორტიორმა თამარ ბაღაშვილმა ძვლის მოტეხილობა მიიღო, გიორგი სულაშვილმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის გუნდისთვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, თვალი დაკარგა და ყბის მოტეხილობა მიიღო.

 

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებთან მიმართებით ყველა ინციდენტი და კანონის ფარგლებში ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს. ასევე, მოვუწოდებ, მიიღონ ყველა სასწრაფო ზომა იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს და ხელისუფლებამ მედია ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რათა დემონსტრაციებისას ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
„ერთ სახლში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ ჩემი ძმის და მოკლულის ოჯახები - როგორ უნდა იცხოვრონ ახლა იქ - მერჩივნა ბექა ყოფილიყო მკვდარი“
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბექა კვიციანი დააკავეს
თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია, მის ძმისშვილ ბექა კვიციანს კი ამ დრომდე ეძებენ
პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა
არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას თქმით, ბრალდება, რასაც ამ ეტაპზე გაეცნო, ვარაუდებზეა დამყარებული
კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე დაკავებულებს შორის სასულიერო პირიცაა
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ფოთის მერიის თანამშრომელი ნიკა გრიგოლია პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
"მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები" - შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროკურატურა მაკო გომურის განცხადებას პასუხობს
საგამოძიებო სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი მოკლული იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს