„ნაცების დროს, ნაცების დაკანონებული იარაღი იყო ჰუმანიზმისა და დემოკრატიის ნიშანი, ხოლო ახლა არის ატომური ბომბი?“ - როდის და როგორ შეცვალეს პოლიციის შესახებ კანონი

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი საზოგადოებას შეახსენებს, თუ როდის, რისთვის და როგორ შეცვალეს პოლიციის შესახებ კანონი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს:

 

„ძალიან ჰუმანური და კაცთმოყვარე ნაცებისა და მათი ნაცმაცუნა მხარდამჭერების წასაკითხ-გასაგონ-გასაგებად:


საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტმა 1993 წლის ივლისში დიდი სიფრთხილე გამოიჩინა და პოლიციის შესახებ პირველ ქართულ კანონში რეზინის და პლასტიკური ტყვიების გამოყენების უფლება პოლიციას არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ დეპუტატები, რომლებიც თავგამოდებით მოითხოვდნენ არ ყოფილიყო ამომწურავი სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალი (მეთორმეტე მუხლი) და მისი გაფართოების უფლება მინიჭებოდა შს მინისტრს ჯანდაცვის მინისტრთან შეთანხმებით. მოწინააღმდეგენი ამბობდნენ რომ, პოლიციას რეზინის ან პლასტიკური არალეტალური ჭურვების გამოყენების უფლება კანონით ჰქონდა და ასეთი მსჯელობის გასამყარებლად უთითებდნენ პოლიციის შესახებ კანონის მეცამეტე მუხლს.


პოლიციის შესახებ კანონის მეცამეტე მუხლი ეხება პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებას. არც "ალ-6" და არც "ფენევე 03" არ წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს, ერთიც და მეორეც არის სპეციალური საშუალება და არ არსებობდა მათი გამოყენების უფლება (მეთორმეტე მუხლი).
2007 წლის 7 ნოემბერს და 2009 წლის 6 მაისს პოლიციის მიერ გამოყენებულ იქნა ყველა აკრძალული და კანონით დაუშვებელი იარაღი. დახოცილი და დასახიჩრებული, დაინვალიდებული ადამიანების არსებობა რომ გაემართლებინათ საქართველოს პარლამენტმა მომხდარი სისასტიკე გააპრავა 2009 წლის 17 ივლისს და დააკანონა რეზინისა და პლასტიკური ტყვიების გამოყენების უფლება...

 

2009 წლის 17 ივლისს საქართველოს კანონის პოლიციის შესახებ მეთორმეტე მუხლში, რომელიც ეხებოდა სპეცლაური საშუალებების გამოყენების სამართლებრივ მოწესრიგებას, პოლიციის საქმიანობაში შეიტანეს ცვლილებები და დამატებები, რომლის თანახმადაც სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალს დაემატა: ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება, ჯავშანმანქანა, სპეცლიალური საღებავი, სამსახურეობრივი ძაღლი და ცხენები, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტარული იარაღი, მათ შორის არალეტარული ჭურვი...

 

პ.ს. ესე იგი ნაცების დროს, ნაცების დაკანონებული იარაღი იყო ჰუმანიზმისა და დემოკრატიის ნიშანი, ხოლო ახლა არის ატომური ბომბი?





მსგავსი სიახლეები
„ევროსასამართლოს კონკრეტულმა სექციამ ჯერ გადაწყვეტილება მიიღო „რუსთავი 2“- ის საქმეზე, არსებითი შესწავლის გარეშე და შემდეგ რომელიღაც სტაფერმა, სავარაუდოდ, ქართველმა „გააპრავა“
საქართველოს გენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან „ვახტანგისი“ აზერბაიჯანის მიმართულებით გააბრუნეს
„სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი არის ერთი ტელევიზიის საკუთრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს“
„სტრასბურმა ამ საქმის განხილვას მოანდომა ორ წელზე ოდნავ მეტი დრო! - სწრაფად განხილვის ახსნა მე არ მომისმენია და ანალოგიური სისწრაფით განხილული არც ერთი საქმე არ მახსენდება!”
„ადვოკატი იყო ბატონი ოქრუაშვილი, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო,ქ ფული ასესხა?! “
„დაკითხეთ ირაკლი ოქრუაშვილი - მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2“
„როდესაც წავიკითხე მოსამართლეთა შემადგენლობა, შოკში ჩავვარდი - მჯეროდა ევროპული ღირებულებების, მაგრამ შავი ხვრელი თითქმის ყველგან ყოფილა“
„სახელმწიფომ იური ვაზაგაშვილი ვერ დაიცვა აფეთქებისგან - ეს არის ევროპის სასამართლოს ძალიან მძიმე განცხადება“
„ნიკა გვარამიამ მოსამართლეებზე საუბრისას დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი კრიტიკა და ტერმინები გამოიყენა“ - რამ აღაშფოთა სტრასბურგის სასამართლო
აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე დააკავეს
ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში ხვალ დაბრუნდება და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებები ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე
„რ-2-ის პარტნიორები შეიცვალა, ახალ პარტნიორებს სრული უფლება აქვთ, დირექტორობიდან გაიწვიონ გვარამია და შეუწყვიტონ მას შრომითი ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რა წერია იმ ხელშეკრულებაში“
"ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ"
"რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით"-თეა წულუკიანი
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა
ქობულეთში 60 წლამდე ექიმი დააკავეს, რრომელიც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად მოქალაქეებზე ყალბ რეცეპტებს გასცემდა
პროკურატურა პოლიციის მაღალი რგოლის წარმომადგენლების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
„შს სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება“